კონკურსი სტუდენტებისთვის - LGBTQI
09 12 2010

"განსხვავებულობის კვლევისა და სათემო აქტივიზმის ასოციაცია" აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის: ლესბოსურ, გეი, ბისექსუალურ, ტრანსგენდერ, ქვიერ და ინტერსექსუალობის თემატიკაზე. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მოცემულ საკითხებზე წარმოადგინონ: ესსე, სტატია, დამოუკიდებელი მცირე კვლევა ან პოლიტიკური ნაშრომი.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს LGBTQI საკითხებზე საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, LGBTQI პირების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და LGBTQI პრობლემატიკისა და უფლებების კვლევას.

კონკურსის პირობები:

** მონაწილე უნდა იყოს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი.

** ნაშრომი არ უნდა იყოს ლიტერატურული ნაწარმოები, თარგმანი, წიგნის რეცენზია.

** ნაშრომი არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული.

ტექნიკური მოთხოვნები:

** ნაშრომის მოცულობა: 2000-4000 სიტყვა.

** ფონტი: AcadNusx.

** შრიფტი ზომა: 12

** დაშორება სტრიქონებს შორის: 1.5.

** ენა: ქართული.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, ნაშრომი და CV გამოგზავნოთ 2010 წლის 20 დეკემბრამდე, ელ-ფოსტაზე: info@drcaa.org

კონკურსის გამარჯვებული - I ადგილზე გასული ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 200 (ორასი) ევროს ექვივალენტი ლარში. კონკურსის II ადგილზე გასული ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება 100 (ასი) ევროს ექვივალენტით ლარში.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი ნაშრომები განთავსდება განსხვავებულობის კვლევის და სათემო აქტივიზმის ასოციაციის ვებ-გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: info@drcaa.org



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან