ლუქსემბურგი ქორწინების თანასწორობას უჭერს მხარს
21 06 2014
ოთხშაბათს საღამოს, ლუქსემბურგის პარლამენტმა ხმების უმრავლესობით , 56 ხმით 4 ის წინააღმდეგ, ერთი სქესის წყვილების ქორწინებისა და შვილად აყვანის უფლება დააკანონა. კანონპროექტი პირველად 2012 წლის მაისში განიხილეს. ის ასევე მოიცავს სხვა ელემენტებს, როგორიცაა : • ქორწინების მინიმალური ასაკის ამაღლება 18 წლამდე. ადრე ქალებისთვის მინიმალური ასაკი ქორწინებისთვის 16 წელი იყო. • სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის გაუქმება სამოქალაქო ქორწინების წინ. •  პროკურატურისთვის შემჩნეულ იძულებით ქორწინებებში ჩარევის უფლება - ქორწინებამდე და მის შემდეგ, - რაც უფრო ადვილს ხდის გააბათილოს ასეთი კავშირები. ხმის მიცემას დებატები მოჰყვა, რომელშიც ერთსქესიან ქორწინებაზე სახელმწიფო და ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსს მიაღწიეს. ლუქსემბურგის სოციალური პარტიის წევრმა ალექს ბოდრიმ ისაუბრა „ახალ ეტაპზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ“, მწვანეთა პარტიის წევრმა ვივიან ლოჩესტერმა მოვლენა „საზოგადოებისთვის დიდ მომენტად“ მოიხსენია, ხოლო ქრისტიან სოციალისტების წევრმა ლეონ გოლდენმა განაცხადა, რომ წარმოდგენილია „ტრადიციის მოდერნიზაცია.“ ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით, დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერ პროცედურაში ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა იქნას გათვალისწინებული. ბოდრიმ განაცხადა, რომ ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის აყვანის აკრძალვა დისკრიმინაციის და ბულინგის შიშის გამო დაუშებელია და ყველა შესაძლო გზა უნდა იყოს გამოყენებული სტიგმატიზაციასთან საბრძოლველად. კანონპროექტის ადრეულ ვერსიაში ჰომოსექსუალი წყვილების მიერ ბავშვის მხოლოდ 'ღიად' აყვანა იყო შესაძლებელი მაშინ, როდესაც 'დახურულ' აყვანაში ბიოლოგიურ მშობლებთან ყველა კავშირი გაწყვეტილია. ახალ კანონში ეს განსხვავება არ არის. კანონი უზრუნველყოფს თანასწორობას ჰეტეროსექსუალ და ჰომოსექსუალ წყვილებს შორის - განაცხადა ქრისტიან-სოციალისტების წევრმა პოლ-ჰენრი მეიერსმა. „იგივე უფლებები და მოვალეობები ვრცელდება ყველა მოქალაქეზე,“ განაცხადა მან. მხოლოდ ოთხმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს. სამი ალტერნატიული დემოკრატიული რეფორმების, ხოლო ერთი ქრისტიანული სოციალისტების წევრია. გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს დიდმა თავადმა. ადმინისტრაციული პროცედურები სავარაუდოდ 2015 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, როცა ახალი კანონი ძალაში შევა. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა