ტრანს ადამიანთა მკვლელობების მონიტორინგი, ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე, 2013
21 11 2013
ორგანიზაცია Transgender Europe-ის "ტრანს ადამიანთა მკვლელობების მონიტორინგის პროექტი" გასული 12 თვის განმავლობაში 238 ტრანს ადამიანის მკვლელობას აფიქსირებს მთლიანობაში, 2008 წლის იანვრიდან მოყოლებული, ცნობილია 1,374 ტრანს ადამიანის მკვლელობა ტრანსგენდერთა ხსოვნის მე-15-ე საერთაშორისო დღე 2013 წლის 20 ნოემბერს აღინიშნება: 1999 წლის შემდეგ, ყოველ ნოემბერს ხდება ტრანსგენდერთა ხსოვნის დღის (TDOR-Transgender Day of Remembrance) აღნიშნვა. ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე ტრანს ადამიანთა წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ახდენს, ქმნის სივრცეს საჯარო გლოვისა და მკვლელობათა მსხვერპლი ტრანს ადამიანებისთვის პატივის მისაგებად და მათი ხსოვნის შესანარჩუნებლად. ამ დღის აღნიშვნა ამერიკაში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოს ბევრ კუთხეშია გავრცელებული. წარსულში ტრანსგენდერთა ხსოვნის დღე 180-ზე მეტ ქალაქში, 20-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნებოდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ოკეანიაში. სამწუხაროდ, წელს იმ ადამიანთა სიას, რომელთა ხსოვნას პატივი მიეგება, 238 ტრანს ადამიანი ემატება. ტრანს ადამიანთა მკვლელობების მონიტორინგის პროექტი 2009 წლის აპრილში დაიწყო და სისტემატურად ახდენს მსოფლიოს მასშტაბით ტრანს ადამიანთა მკვლელობების შემთხვევათა აღრიცხვას. განახლებული მონაცემები, რომლებიც პირველად 2009 წლის ივლისში გამოჩნდა, წელიწადში ორჯერ ან სამჯერ ცხრილების, სახელთა სიისა და რუკების ფორმით ქვეყნდება პროექტის: „Transrespect versus Transphobia Worldwide” ვებგვერდზე: http://www.transrespect-transphobia.org/en_US/tvt-project/tmm-results.htm ყოველ წლის ნოემბერში, Transgender Europe მონიტორინგის სპეციალურ, განახლებულ შედეგებს იძლევა აქტივისტებისთვის, რომლებიც ტრანს ადამიანთა მკვლელობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობენ. 2013 წლის მონაცემებით, 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2013 წლის 1 ნოემბრამდე ცნობილია ტრანს ადამიანთა მკვლელობის 238 შემთხვევა: http://www.transrespect-transphobia.org/en_US/tvt-project/tmm-results.htm/tdor-2013 მონიტორინგის ანგარიში აფიქსირებს გასული 12 თვის განმავლობაში ტრანს ადამიანთა მკვლელობებს 26 ქვეყანაში. მკვლელობათა უმრავლესობას ადგილი ჰქონდა ბრაზილიაში (95), მექსიკაში (40), ამერიკასა (16) და ვენესუელაში (15), ასევე, ჰონდურასში (12), კოლუმბიასა (12) და ელ სალვადორში (5). ბრაზილიის, მექსიკისა და ამერიკის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებთან ერთად, შეშფოთებას იწვევს იმ ქვეყნების რეზულტატები, რომელთა მოსახლეობაც გაცილებით მცირეა. მაგალითად, ჰონდურასისთვის, ტრანს ადამიანთა მკვლელობების მაჩვენებელი მილიონ მცხოვრებზე 1.5-ს შეადგენს, ელ სალვადორისთვის ეს მაჩვენებელია 0.71, ბრაზილიისთვის 0.49, მექსიკისთვის 0.36, ამერიკისთვის კი 0.05. აზიაში მკვლელობის შემთხვევათა ძირითადი ნაწილი ინდოეთში (8) ფიქსირდება, ევროპის ფარგლებში კი თურქეთსა (5) და იტალიაში (5). პრეს-რელიზს თანდართული აქვს რუკა, რომელიც 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2013 წლის პირველ ნოემბრამდე პერიოდში ტრანს ადამიანთა მკვლელობების შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას წარმოაჩენს. ტრანს ადამიანთა მკვლელობების 2013 წლის მონიტორინგი კიდევ ერთი საგანგაშო შედეგის მაჩვენებელია. მონიტორინგის არსებობის ისტორიაში 2013 წლის პირველი იანვრიდან 31 ოქტომბრამდე არასრულწლოვან ტრანს ადამიანთა მკვლელობის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში 20 წლამდე ასაკის 22 ტრანს ადამიანის მკვლელობა გახდა ცნობილი. მათი ნახევარი კი 18 წლამდე ასაკის იყო. მოკლულ 11 არასრულწლოვანს შორის იყო 13 წლის ტრანს გოგო, რომელიც ბრაზილიის ქალაქ მაკაიბაში, 2013 წლის 9 ივნისს, დახრჩობილი იპოვეს. 14 წლის ტრანს გოგო დახრჩობილი იპოვეს ბრაზილიის ქალაქ იბიპორაში 2013 წლის 15 ოქტომბერს. ასევე, 16 წლის „Dwayne” Jones, რომელიც 14 წლის იყო როცა სახლიდან გამოაგდეს, 2013 წლის 22 ივლისს სენტ-ჯონსში (იამაიკა) სადაც პირველად იყო წვეულებაზე ქალის ტანსაცმელში, სასტიკად იქნა მოკლული წვეულებაზე მყოფი ადამიანების მიერ, რომლებიც მიხვდნენ რომ იგი ტრანს ადამიანი იყო. მთლიანობაში, 20 წლის ასაკამდე მყოფი ტრანს ადამიანთა 108 მკვლელობაა ცნობილი 2008 წლის შემდეგ: 2008 წელს - 14, 2009 წელს – 19, 2010 წელს – 13, 2011 წელს – 21, 2012 წელს – 19 და 22 შემთხვევა 2013 წლის პირველ ათ თვეში. ტრანსგენდერთა ხსოვნის დღის 2013 წლის მონაცემებით 2008 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 31 ოქტომბრამდე ცნობილია 1,374 ტრანს ადამიანის მკველობის შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით 60 ქვეყანაში. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ამ შემთხვევების მოძიება ინტერნეტითა და ტრანს ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან თანამშრომლობით მოხდა. ქვეყნების უმრავლესობაში, ტრანს ადამიანთა მკვლელობებზე სტატისტიკა არ იწარმოება და შეუძლებელია გაუმჟღავნებელ მკვლელობათა რაოდენობის ცოდნა. მოცემული საგანგაშო მაჩვენებლები კიდევ ერთი დასტურია ტრანს ადამიანების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი რეაქციის საჭიროებისა და ტრანს ადამიანების დამცველი მექანიზმების შექმნისა. ტრანს აქტივისტების ნაწილმა ტრანს ადამიანების წინააღმდეგ არსებული ულმობელი ძალადობის მუდმივად მზარდი დონის აღსაწერად ტერმინიც ტერმინიც კი შემოიღეს: ‘transcide’ (ტრანსგენდერი ადამიანების მასობრივი მკვლელობა, ‘ტრანსიციდი’). სამხრეთ ამერიკისა და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ კი წამოიწყო კამპანია „Stop Trans Genocide” („შეწყდეს ტრანს გენოციდი“). მკვლელობათა შემთხვევები წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ძირითადი რეგიონიდან (აფრიკა, აზია, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა და ოკეანია) და განსაკუთრებით მძიმე სურათს ქმნის, იმის გათვალისწინებით, რომ ტრანს ადამიანთა მკვლელობების შესახებ ხშირად მხოლოდ ნაწილობრივი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. დაწვრილებით ინფორმაცია და რუკა, რომელიც ტრანს ადამიანთა 1.374 ჩვენთვის ცნობილ შემთხვევას ასახავს, შეგიძიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.transrespect-transphobia.org/en_US/tvt-project/tmm-results.htm/tdor-2013 მსოფლიოს ექვს რეგიონს შორის მკვლელობათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც ტრანს მოძრაობები ძლიერია და ტრანს ან ლგბტ ორგანიზაციები მონიტორინგს აწარმოებენ: ბრაზილია (539), მექსიკა (144), კოლუმბია (76), ვენესუელა (70) და ჰონდურასი (60) ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აშშ (85) ჩრდილოეთ ამერიკაში, თურქეთი (34) და იტალია (26) ევროპაში, ინდოეთი (30) და ფილიპინები (29) აზიაში. ერთის მხრივ, კავშირი ძლიერ ტრანს მოძრაობებსა და პროფესიონალურ მონიტორინგს შორისა და მეორეს მხრივ, შემთხვევათა ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს შორის, შემაშფოთებელ საკითხს წამოწევს წინ: მკვლელობათა ჩვენთვის უცნობი შემთხვევების საკითხს. გარდა ტრანს ადამიანთა დაცვისთვის საჭირო მექანიზმებისა, ეს კავშირი ძლიერი ტრანს თემისა და ორგანიზაციების არსებობის საჭიროებაზეც მიუთითებს, რომლებიც შეძლებენ ტრანს ადამიანების წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგსა და ცხადყოფას. ეს კავშირი განაპირობებს იმას, რომ მონაცემები ტრანს ადამიანთა მასობრივი მკვლელობების მხოლოდ უმცირეს ნაწილს წარმოაჩენს. 2008 წლიდან მოყოლებული ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ცნობილია ტრანს ადამიანთა მკვლელობების 1000-ზე მეტი შემთხვევა განახლებული მონაცემები კი ამჟღავნებს, რომ გასული 70 თვის განმავლობაში: ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ტრანს ადამიანთა მკვლელობების 1,074 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 2008 წლის იანვრიდან გლობალურად აღრიცხული მკვლელობების 78%-ს შეადგენს. ამ რეგიონში მკვლელობათა რეპორტების მზრდადია, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა 22 ქვეყნით, ყველაზე კარგად დოკუმენტირებული რეგიონია. აზიის 16 ქვეყანაში დაფიქსირებულია 117 ტრანს ადამიანის მკვლელობა; ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირებულია 87 ტრანს ადამიანის მკვლელობა; ევროპის 12 ქვეყანაში დაფიქსირებულია 84 ტრანს ადამიანის მკვლელობა; აფრიკის 4 ქვეყანაში დაფიქსირებულია 8 ტრანს ადამიანის მკვლელობა; ოკეანიის 4 ქვეყანაში დაფიქსირებულია 4 ტრანს ადამიანის მკვლელობა. პრეს რელიზს თანდართული აქვს 2008 წლის იანვრის შემდეგ აღრიცხულ შემთხვევათა დეტალური ცხრილები და რუკა. ტრანს ადამიანთა მკვლელობების დოკუმენტაცია აუცილებელია ტრანს ადამიანთა უფლებების შელახვის საზარელი სურათის წარმოსაჩენად, თუმცა, ასევე აუცილებელია იმ ასპექტების სიღრმისეული კვლევა, რომლებიც ტრანს ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას უკავშირდება. ორგანიზაციამ Transgender Europe ამისათვის ‘ტრანს ადამიანთა მკვლელობების მონიტორინგის პროექტი’ გარდაქმნა „Transrespect versus Transphobia Worldwide” კვლევის პროექტად, რომელიც მიმდინარე, თვისებრივ-რაოდენობრივი კვლევის პროექტია და წარმოაჩენს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ტრანს ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას და გვთავაზობს გამოსადეგ ინფორმაციასა და ადვოკატირებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს საერთაშორისო ინსტიტუციებისთვის, ადამიანთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, ტრანს მოძრაობებისა და ზოგადად მოსახლეობისთვის. 2012 წლის ნოემბერში ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში “TRANSRESPECT VERSUS TRANSPHOBIA WORLDWIDE - A Comparative Review of the Human-rights Situation of Gender-variant/Trans People”, რომელიც პროექტის ძირითადი მიგნებების განხილვასა და კონტექსტუალიზაციას ახდენს. ანგარიშის გადმოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: http://www.transrespect-transphobia.org/uploads/downloads/Publications/TvT_research-report.pdf წყარო: http://tgeu.org/node/435


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი