თავდასხმა გერმანელ გეი ტურისტებზე
08 09 2011

საინფორმაციო სააგენტო Interfax-ი იუწყება, რომ სამ გერმანელ გეი ტურისტს, რუსეთისა და ჩეჩნეთის საზღვარზე მდებარე ქართულ სოფელ ომალოში ქართველი ახალგაზრდები დაესხნენ თავს.

ომალოში ჩასულმა რამდენიმე თბილისელმა ტურისტმა ადგილობრივ რესტორანში მისული გერმანელები თავის მაგიდასთან მიიწვია,- იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელის სიტყვებზე დაყრდნობით.

სიყვარულის ტრადიციული სადღეგრძელოს შემდეგ, სტუმრებმა ვნებიანად აკოცეს ერთმანეთს ტუჩებში, რასაც ”შეურაცხყოფილი” მასპინძლების მხირდან ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. ქართველებმა გერმანელი ტურისტები ჯერ ცემეს, შემდეგ კი ხელფეხი შეუკრეს და მდინარეში ჩაყარეს.

უცხოელებს მდინარიდან ამოსვლასა და თბილისში დაბრუნებაში ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა.

ინციდენტს გამოძიება არ მოჰყოლია, რადგან გერმანელებმა სასწრაფოდ დატოვეს საქართველო და საჩივარი არც ადგილობრივ ორგანოებში და არც არც თბილისში გერმანიის საელჩოში შეუტანიათ.

წყარო: http://www.interfax-religion.com/?act=news&div=8710