საქართველოს გენერალურ პროკურორს
18 05 2012
პროკურატურაში წარდგენილი განცხდების შემოკლებული ვერსია საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ მურთაზ ზოდელავას ააიპ “იდენტობას” გამგეობის თავმჯდომარის ელინა გლახაშვილის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ, რომ 2012 წლის 17 მაისს ააიპ “იდენტობის” მიერ ორგანიზებული იყო მშვიდობიანი მსვლელობა, რომელიც ეძღვნებობა ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. მშვიდობიანი მსვლელობა დაიწყო 13 საათზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან და იგეგმებოდა მისი დასრულება თავისუფლების მოედანზე. მშვიდობიანი აქციის ურზრუნველყოფა, ჩვენი თხოვნით, უნდა გაეკონტროლებინა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს. მშვიდობიანი მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა, სავარაუდოდ მართმლმადიდებელ მშობელთა კავშირის მხრიდან, მშვიდობიანი მსვლელობის დარბევას. აქციის დარბევის დროს გამოჩნდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს იდენტობის ტანამშრომლები, ლევან ბერიანიძე, გვანცა ძერყორაშვილი და მაგდა კალანდაძე , ასევე ორგანიზაციის წევრი გურამ დემეტრაშვილი. მაგდა კალანდაძე, გვანცა ძერყორაშვილი და გურამ დემეტრაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი საათის განმავლობაში ატარეს მანქანით და ჩამოსვეს რუსთაველის გამზირზე. რაც შეეხება ლევან ბერიანიძეს, იგი გადაყვანილი იყო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც დააყოვნეს ერთი საათის განმავლობაში და გამოუშვეს. ლევან ბერიანიძეს ვიზუალურად ხელზე ეტყობა დაზიანება, რომელიც მიაყენეს მშვიდობიანი მსვლელობის დროს. გურამ დემეტრაშვილი დაახლოებით 3 საათზე და და 30 წუთზე გახადა ცუდად და გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, რომელმაც ურჩია თავის ტომოგრაფიის გადაღება, ვინაიდან არის ტვინის შერყევის ეჭვი. ყველა ზემოაღნიშნულ პიროვნებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილე სხვა პირების დაზიანებებზე და შერაცხყოფის ფაქტებზე ამ ეტაპზე ორგანიზაციას ინფორმაცია არ მოეპოვება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დაიწყოთ გამოძიება ფაქტზე. პატივისცემით, ააიპ “იდენტობას გამგეობის თავმჯდომარის ელინა გლახაშვილი 17 მაისი 2012 წელი წყარო: http://identoba.ge/8173


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება