შვებისმომგვრელი გამარჯვება ტრანსგენდერი ადამიანებისთვის შოტლანდიაში
15 10 2014
ნათან გეილი „შოტლანდიური ტრანსგენდერთა ალიანსი“ ერთი სქესის ადამიანებს შორის ქორწინება 16 დეკემბრიდან შოტლანდიაში ლეგალურია. სანამ წყვილები ამ დიდი დღისთვის ემზადებიან, იმ ტრანს ადამიანებს, რომლებიც უკვე ქორწინებაში ან სამოქალაქო პარტნიორობაში იმყოფებიან, შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ, ვინაიდან  საკუთარი გენდერის სამართლებრივი აღიარება მათ ამიერიდან თავიანთი ოჯახების დაშლის, პარტნიორებთან გაყრის გარეშე შეეძლებათ. 2005 წელს დიდ ბრიტანეთში ბევრმა ტრანსმა ადამიანმა საკუთარი გენდერის სამართლებრივად აღიარების უფლება მოიპოვა, რაც სასამართლოებსა და პარლამენტში მრავალწლიანი კამპანიების და ბრძოლის შედეგი იყო. თუმცა, ეს უფლება ყველა ტრანს ადამიანზე არ გავრცელებულა. კერძოდ, „გენდერის აღიარების აქტი“ აიძულებს ქორწინებაში მყოფ  ტრანს ადამიანებს, არჩევანი გააკეთონ თავიანთ ქორწინებასა და გენდერის აღიარების უფლებას შორის. დაქორწინებულ ტრანს ადამიანს გენდერის სამართლებრივი აღიარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ პირველ რიგში პარტნიორს გაეყრება. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი წლებია იმყოფება ქორწინებაში, რომლის შენარჩუნებაც უნდა. ამ არჩევნის გაკეთება ქორწინებაში მყოფ ტრანს ადამიანებს აღარ მოუწევთ. შოტლანდიის მთავრობამ ორშაბათს, 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ 16 დეკემბრიდან, შოტლანდიაში დაქორწინებულ ტრანს ადამიანებს მათი გენდერის სამართლებრივი აღიარება გაყრის გარეშე შეეძლებათ. სამწუხაროდ, ჩრიდოლეთ ირლანდიაში დაქორწინებულები ამავე უფლებით ვერ ისარგებლებენ. დემოკრატიული უნიონისტების პარტია ლგბტი უფლებებზე ვეტოს დადებას განაგრძობს. შოტლანდიაში დაქორწინებული წყვილები კიდევ ერთი უფლებით ისარგებლებენ - გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის, საჭირო არ იქნება მეუღლის თანხმობის წარდგენა. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება