ეპიზოდი 02: ელენე და ანა საუბრობენ "გოგოებზე".
პოდკასტის მეორე ეპიზოდში განხილულია HBO-ს სერიალი GIRLS* (2012 - 2017), კერძოდ: რატომ ქვია სერიალს ზრდასრულ ქალებზე "გოგოები", რა ქვეტექსტს გვთავაზობს ეს სათაური სერიალზე და მის ქალ პერსონაჟებზე? ზოგადად, რატომ ვეძახით ზრდასრული ქალები ჩვენ თავებს "გოგოებს" და როდის გავხდებით საზოგადოებისთვის "ქალები"? შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ ეს სერიალი ფემინისტურად? ზოგადად, რას ნიშნავს და როგორია/უნდა იყოს ფემინისტური სერიალი? რატომ მოხდა ისე, რომ სერიალის ქალმა პერსონაჟებმა ვერ შეძლეს ერთმანეთისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცის შექმნა და რა კავშირშია ეს პერსონაჟების თაობისთვის (მილენიალებისთვის) კვლევებით დადასტურებულ მახასიათებლებთან? რა გავიგეთ ამ სერიალიდან ქალურ მეგობრობაზე? ​​​​​​​პოდკასტის ეპიზოდის სტუმარია ანა ნიკოლაძე, სერიალების მოყვარული, მწერალი და აქტივისტი.
ეპიზოდი 01: სექსუალობა და რეპროდუქცია MAD MEN-ში.
პოდკასტის პირველი ეპიზოდი შეეხება სექსუალობას, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს სერიალ Mad Men-ში. ამ ეპიზოდში მიმოხილულია, თუ როგორ და რატომ იყენებენ ან არ იყენებენ სერიალის ქალი პერსონაჟები სექსუალობას მათი პროფესიული მიზნების მისაღწევად, როგორია მათი ისტორიის განვითარება იმ პირობებში, როცა სერიალში მოქმედება ფემინიზმის ე.წ. მეორე ტალღის დასაწყისის პერიოდში ვითარდება, როცა აბორტის სერვისი ჯერ ლეგალური არ არის, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სულ რამდენიმე თვის დაშვებულია გაყიდვაში, ქალები მხოლოდ ახლა იწყებენ სამსახურებში გასვლას, სადაც ყოველღიურად განიცდიან სექსუალურ შევიწროებას და ძალადობას. ეპიზოდის სტუმარია, სექსუალობის და გენდერის მკვლევარი, ანა ილურიძე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოდკასტი შეიცავს სპოილერებს.
ქალები სერიალებში და სერიალებზე - ახალი პოდკასტის ანონსი
"ქალები სერიალებში და სერიალებზე" - ეს არის ელენე ქაიხოსროშვილის საავტორო პოდკასტი იმაზე, თუ როგორ გვწერენ და გვიღებენ ქალებს ეკრანებისთვის. პოდკასტის ფარგლებში, სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორები არიან ქალები, რომლებსაც სერიალებში ვხედავთ, რა იდენტობები აქვთ, რას გამოხატავენ და რის სიმბოლოებად იქცევიან, რატომ გვიყვარდება ან არ გვიყვარდება ისინი, რას ველით მათგან და რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ზოგი მათგანი მაინც გვგავდეს. პოდკასტში განხილული იქნება სერიალების ქალი პერსონაჟები, ამ პერსონაჟებისთვის შექმნილი ისტორიები, მათი პოლიტიკური მნიშვნელობა და უმნიშვნელობაც.
ამბავი მითის უკვდავებასა და მარადისობაში დაბრუნებულ ფენიქსზე
Eartheater-ისთვის ეს სახელი მრავლისმომცველი შინაარსის მატარებელი აღმოჩნდა, რომელიც როგორც ჭიებს, ასევე დესტრუქციულ იმპულსებსა და ღვთაებრივ ძალებს აერთიანებდა. ხშირად, სცენაზე და ვიდეოებში, ალექსანდრა დრევჩინი გროტესკულად ხლართავს სხეულს და ორობორის - ქვეწარმავლის, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს - მსგავსი ფორმის მიღებას ცდილობს, რაც მისი თქმით, საკუთარი გრძნობების უფრო ღრმად წვდომაში უწყობს ხელს. მისი შემოქმედების ცენტრალური კომპონენტი სწორედ ამგვარი მოქნილობაა, რომლის საშუალებითაც, ის განსაცვიფრებლად ახერხებს ფოლკის, ელექტრონული, კლასიკური და პოპ მუსიკის ელემენტების ერთმანეთში გადახლართვას. ალექსანდრასთვის, რომელიც მულტი-ინსტრუმენტალისტი არტისტი და სამ ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონის მქონე მომღერალია, განსაკუთრებით საინტერესო იმის შესწავლა აღმოჩნდა, თუ როგორ შეიძლება ქალის ხმამ მუსიკალურ ენაში არსებული კონვენციები შეცვალოს.


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა