ეპიზოდი 03: ელენე და ნათია საუბრობენ "მისის ამერიკაზე".
პოდკასტის მესამე ეპიზოდის სტუმარია ფემინისტი და ლგბტ აქტივისტი ნათია გვიანიშვილი. მასთან საუბარში, განვიხილავთ ამერიკულ სერიალს "მისის ამერიკა" (Mrs. America) და შემდეგ საკითხებს: რას გულისხმობს თანასწორუფლებიანობის შესწორება (ERA), რომელიც სერიალში ასახული აქტივიზმის ეპიცენტრია; რატომ არ მოეწონათ რეალური ისტორიის მთავარ გმირებს სერიალის პერსპექტივა და რატომ თვლიან, რომ სერიალი არ ასახავს სწორად და სრულად მომხდარ მოვლენებს, ასევე, რა მოხდა სინადვილეში; როგორ წარმოაჩენს სერიალი რეპროდუქციული უფლებების აქტივიზმს, რას გულისხმობს Roe v. Wade გადაწყვეტილება და რატომ არის აშშ-ში აბორტის ლეგალურობის საკითხი მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის; როგორ ასახა სერიალმა ქალების განმათავისუფლებელი მოძრაობის სტრატეგიაში ქვიარ ქალების უფლებების ინტეგრირების მტკივნეული პროცესი; რატომ გახდა ფილის შლაფლი საინტერესო პერსონაჟი, როგორ შეძლო კონსერვატორი ქალების გაერთიანება და რა შიშები ამოძრავებდა მის მხარდამჭერებს ERA-ს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვენდი კარლოსი | ელექტრონული მუსიკის პიონერის მემკვიდრეობა
რა ხდება მაშინ, როდესაც გრემის 3 ჯილდოს მქონე არტისტი, დაცინვისა და ფიზიკური განადგურების შიშით, ფარდის მიღმა ამჯობინებს დარჩენას? ამ შეკითხვას სვამს ამანდა სიუელი წიგნში "ვენდი კარლოსი: ბიოგრაფია". ელექტრონული მუსიკის პიონერის შესახებ, რომლის სახელსაც სინთეზატორის ევოლუცია უკავშირდება. 60-იანი წლების ბოლოს, ამერიკაში, ტრანსი ადამიანების საჯარო ცნობადობა განსაკუთრებით იზრდებოდა, თუმცა ტაბლოიდური მედია მათ გენდერულ იდენტობაზე სენსაცირებული საუბრის გარდა გარდა, ბევრი არაფრით ინტერესდებოდა. მაშინ, როცა საზოგადოებისათვის ვენდი კარლოსის ტრანსგენდერობა, შესაძლოა, ყველაზე საინტერესო ასპექტი გამხდარიყო მის შესახებ, თავად მუსიკოსი დიდი ხნის განმავლობაშ ცდილობდა, ეს შესაძლებლობა აეცილებინა.


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია