ვირჯინია ვულფი: პროფესიები ქალებისთვის
ანგელოზი მოკვდა; და რა დარჩა? თქვენ მარტივად შეგიძლიათ თქვათ - დარჩა ახალგაზრდა გოგო, თავის საძინებელში, სამელნესთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან სიცრუეს თავი დააღწია და დარჩა საკუთარ თავთან მარტო. მაგრამ რა არის ეს "საკუთარ თავთან დარჩენა"? იცით რას ვგულისხმობ? იცით რას ნიშნავს იყო ქალი? დამიჯერეთ, მე არ ვიცი. არც იმის მჯერა, რომ თქვენ იცით. არ მჯერა, რომ ვინმემ შეიძლება გაიგოს მანამ, სანამ არ გამოხატავს თავის თავს რაიმე პროფესიაში, რომლებიც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა თავისი უნარების გამოვლენა შეძლონ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს აქ მოვედი - თქვენი პატივსცემა, ქალების, რომლებიც ახლა გადიხართ გზას იმისათვის, რომ გაიგოთ რას ნიშნავს ქალი, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით.
ამანდა
როგორც კი მშობლები სახლის კარს გაიხურავდნენ, დედის ტრილიაჟისკენ გარბოდა, სადაც პარფიუმერია ეგულებოდა. გამოეწყობოდა დედის ქუსლიან ფეხსაცმლებში და როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერს სახეზე ისვამდა, ფერად-ფერადი პომადებით იღებავდა ტუჩებს. მოკლედ, დიდი ზეიმი ჰქონდა. სახლში დაბრუნებული დედა პოულობდა გაფუჭებულ, ამოჩიჩქნილ ნელსაცხებლებს და ტყდებოდა ამაზე ერთი აურზაური, თუმცა ყოველთვის ჰყავდა დამცველი ბებია, რომელიც მის ასეთ ქცევას ბავშვურობით ხსნიდა და მუდამ მის გამართლებაში იყო. სკოლაში მისვლის მერე ცოტა ხნით ეს გასართობები დაივიწყა, სხვა ამბებმა მიიქცია მისი ყურადღება - იქაურ აქტივობებზე გადაერთო. მისი მეგობრები სულ გოგოები იყვნენ, მათთან მეტ საერთოს პოულობდა, მათთან ლაპარაკი და თამაში ერჩივნა. მესამე კლასში იყო, დედას რომ გამოუცხადა, გოგო ვარო. შინაგანად რასაც გრძნობდა, ის თქვა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ისეთი გულწრფელობით, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. დედა თავიდან პანიკაში ჩავარდა. მაგრამ მერე მივიწყებას მიეცა ამანდას ნათქვამი და ეს ამბავიც მის ბავშვურ გართობას მიეწერა.   
ინტერვიუ შერი ვულფთან | სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება
მნიშვნელოვანია, ერთი რამ გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოპოლიტურ წრეებში ქამინგ-აუთი დიდი ამბავი აღარ არის, ჯერ კიდევ რეალობაა ის, რომ აშშ-ის უმეტეს ნაწილში, ეს კონტროვერსიული საკითხია. ასე რომ, ამ ადამიანებისთვის "პრაიდი" ჯერ კიდევ არის ის ადგილი, სადაც შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც არიან და ჰქონდეთ თავისუფლება, იზეიმონ ეს ფაქტი. ეს ისეთი რამეა, რაზეც ცინიკურები არ უნდა ვიყოთ. თუმცა, ეს ამაზრზენი, სრული კორპორატიზება საზიანოა ყველა ჩვენგანისთვის, მემარცხენეებისთვის, მათთვის, ვისაც გვჯერა, რომ თავისუფლება არა "სითიბანკმა" ან "ბუდვაიზერმა" მოგვიტანა, არამედ იმან, რაც ხდება აშშ-ში მემარცხენეობის აღმასვლით. მაგალითად, ნიუ-იორკში და ბევრ სხვა ქალაქში პრაიდის აღლუმებზე ვიხილეთ  "ქვიარები პალესტინის გათავისუფლებითვის". მშრომელთა კლასის რაიონში, მაგალითად ქვინსში, არსებობდა ჯგუფი "სტოუნვოლიდან ბალტიმორამდე", რომელიც გეი გათავისუფლების და Black Lives Matter საკითხებს აერთიანებდა. ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყეტილება ათწლეულების მუშაობის შედეგია. წინ კიდევ ბევრი საქმეა.
ათწლეულობის მუშაობა - ქუჩებში, საკანონდებლო ორგანოებსა და სასამართლოებში - ითარგმნა მარტივ, ნათელ, ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებად, რომ დიახ, ნამდვილად არაკანონიერია ადამიანის სამსახურიდან გაგდება, ან სხვაგვარად დისკრიმინაცია იმის გამო, რომ ის ლგბტქ არის; გადაწყვეტილებად, რომელიც თავად ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლე ნილ გორსუჩმა დაწერა და რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი და სასამართლოს 4 ლიბერალი მოსამართლე დაეთანხმა. ტრამპის ადმინისტრაციის მთელი არქიტექტურა, რომელიც ღიად თავს ესხმის ლგბტქ ადამიანებს, მყისიერად ჩამოიშალა - წამი, რომელიც უამრავი ადვოკატის ცხოვრებამ და მუშაობამ მოიტანა სულისშემკვრელ გამარჯვებამდე. მომავალი, იქნება ტექსტი იმისა, თუ რას დავაშენებთ ყველანი ერთად ამ გამარჯვებაზე.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის