გერდა ვეგენერი - ეროსის სიამოვნება
გერდა ვეგენერი, დანიელი მხატვარი და ილუსტრატორი,  ცნობილია ეროტიული შინაარსის ლესბოსური ნახატებით და ბალერინას სკანდალური პორტრეტით, რომელზეც მისი მეუღლეა გამოსახული - ლილი ელბი, ერთ-ერთი პირველი ტრანსსექსუალი ქალი, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა. 2015 წელს შედგა დევიდ ებერსხოფის რომანის "გოგონა დანიიდან'' ეკრანიზაცია, რომელსაც საფუძვლად გერდას და ლილის ამბავი უდევს. ისტორიკოსების აზრით, ლილიმ საკუთარი ჭეშმარიტი სექსუალობის შესწავლა სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუღლის ნატურა, დაქირავებული მოდელის ნაცვლად, თავად გახდა.
ჟაკლინის აყვავებული ვულვები
ჟაკლინ სეკორი წარმოგვიდგენს შერეული მედია მხატვრობის ექსპრესიულ სერიას ,,ბუნების მრავალფეროვნება'', რომელიც ვულვების შთამბეჭდავ ფერწერულ ნამუშევრებს გვაცნობს. თავდაპირველად, პროექტის დაწყების მიზანი პირადი მოტივი იყო -  ბრძოლა სხეულის დისმორფულ აშლილობასთან - დაეძლია წარმოდგენები და შეეცვალა დამოკიდებულება საკუთარ გარეგნობაზე. აშლოლობა ხასიათდება მუდმივი სირცხვილის გრძნობით და სიძულვილით საკუთარი სხეულის მიმართ. ზოგი ადამიანი ამ დროს შენიღბვას ცდილობს: ტანსაცმლით, საათობით სარკეში ყურებით და გაუთავებელი პლასტიკურ ოპერაციებით;
‹‹
1
››


ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან