ფოტო: ჯორჯია ო'კიფი
3 მოდერნისტი ქალი, რომლებმაც მხატვრობაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს
02 10 2018

Anita Malfatti - დაიბადა 1889 წელს სან პაულოში. ის არის ცნობილი, როგორც პირველი ბრაზილიელი მხატვარი, რომელმაც შეძლო დაენერგა ევროპული და ამერიკული მოდერნიზმი ბრაზილიაში. ანიტას ფორმალური განათლება 1910 წლიდან დაიწყო, გერმანიაში სწავლისას, ხელოვნების საიმპერატორო აკადემიაში, სადაც იგი 1914 წლამდე დარჩა. შემდეგ სწავლის გაღრმავება განაგრძო ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1917 წელს დაბრუნდა ბრაზილიაში, შეკრიბა რამდენიმე ნამუშევარი და გააკეთა გამოფენა სან პაულოში. ამ გამოფენაზე, მან წარადგინა რამდენიმე ქალის პორტრეტი, რამაც გამოავლინა მხატვრის ინტიმური არსი. რასაც მოჰყვა სკანდალი, აკადემიურ ფერწერას მიჩვეული ელიტისა და კრიტიკოსების მხრიდან.

1964 წელს მოდერნიზმის პიონერი გარდაიცვალა, მისი მგრძნობიარე და ამავე დროს ძალიან ძლიერი იდენტურობა დარჩა, მისი ბრაზილიის ხელოვნებაში ფასდაუდებელი წვლილის შეტანით.

Anita Malfatti

The silly, 1915

The woman with the green hair, 1916

La Rentrée (Back to School), 1927

Margaret Preston - ავსტრალიის წამყვანი მოდერნისტი იყო. დაიბადა 1875 წლის 29 აპრილს. პრესტონის მხატვრული შესაძლებლობები და ინტერესები გამოუვლინდა ბავშვობისას. მისი ნამუშევრების სუბიექტები ჩვეულებრივ არიან, ყვავილები, ლანდშაფტები , აბორიგენული ხელოვნება, რომლითაც იგი იყო გატაცებული.

1937 წელს იგი, პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა Silver მედლით.

Margaret Preston

Lorikeets, 1925

Wattle, 1928

Landscape with Trees, 1953

Georgia O'Keeffe - ამერიკული მოდერნიზმის დედა, დაიბადა 1887 წლის 15 ნოემბერს ამერიკაში, ვისკონსინის შტატში, სწავლობდა ჩიკაგოს ხელოვნების არტ სკოლაში.1908 წელს გაიცნო ფოტოგრაფი და არტ დილერი ალფრედ სტიგლიცი. რომელთანაც მოგვიანებით, 1908 წელს საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა და დაიწყო სერიოზული მუშაობა როგორც მხატვარმა. 1962 წელს აირჩიეს ამერიკის ხელოვნების აკადემიის წევრად. თხუთმეტწლიანი შესვენების შემდეგ, 1970 იანებიდან იწყება ახალი ეტაპი მის შემოქმედებაში, იგი მოექცა ფემინისტების ყურადღების ცენტრში რამაც მისი პოპულარულობა კიდევ უფრო გაზარდა ახალ თაობაში, თუმცა ამავე წლებში გაუუარესდა მხედველობა და დაიწყო კერამიკაზე მუშაობა. დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი.

1977 წელს მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი: გარდაიცვალა სანტა ფეში 1986 წლის 6 მარტს. 2001 წელს სანტა ფეშივე გაიხსნა ჯორჯია ო 'კიფის მუზეუმი.

Georgia O'Keeffe

Blue and Green Music, 1921

Deer's Skull with Pedernal, 1936

Ice Cave, circa 1950

ავტორი: სალომე ჩიმჩიური



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია