"მთელი ცხოვრების 90% გავატარე იმის ცდაში, რომ მიმეღო საკუთარი თავი და გამეაზრებინა: მე ვარ ქალი და ეს კარგია."
ჰიბა შაჰბაზი პაკისტანში გაიზარდა, სადაც მხატვრისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მოეძებნა ქალი, რომელიც მისი შიშველი ნატურა გახადებოდა. ამიტომ მან ტილოზე საკუთარი თავის გამოსახვა დაიწყო. ჰიბა მანამ იდგა სარკის წინ შიშველი, სანამ კალმით ქაღალდზე არ გადმოიტანდა სხეულის ფორმებს. ასეთი აქტი ტრადიციულ, მუსულმანურ ოჯახში გაზრდილი გოგონასთვის, უწმინდურობად ითვლეობდა.
თითქოს ქალები ოჯახთან დადებულ კონვენციას ვერ არღვევდნენ. ისლამური რწმენის მიხედვით, მხატვრებს აქვთ დიდი ხნის ტრადიცია, შექმნან ნახატი სუბიექტების გარეშე და არავითარ შემთხვევაში ნატურალისტური სახეებით. ეს მხატვრული კონცეფცია წარმოიშვა რწმენით, რომ რეალისტური ხელოვნების გადმოცემა უტოლდება ღვთის ოსტატობას და კონკურენციაში შედის მის შემოქმედებასთან. სამხატვრო სკოლაში ჰიბამ შეისწავლა ინდო-სპარსული ხელოვნების მინიატურული ტრადიცია, რომელიც ამ რელიგიურ რწმენას მისდევს.
"Summer Studio"
ინდო-სპარსული ხელოვნება ბუნების კანონებისაგან თავისუფალ, ორნამენტულ და დახვეწილ სცენებს ხატავს. ეს არარეალურ სამყაროს ქმნის, სადაც პეიზაჟები შეკუმშულია, ერთ სიბრტყეზე განლაგებული, მოკლებულია შუქ-ჩრდილებს. ადამიანები წინა ფრონტზე არ არიან გამოკვეთილი. ეს სტილი XVIII საუკუნეში წარმოიშვა. მინიატურულ ნახატები გადმოსცემდა ომის სცენებს, სამეფო ეტაპებს და იშვიათად - ქალ მოცეკვავეებს. თითქმის ყველა მათგანი მამაკაცების მიერ იყო შექმნილი.
"Untitled"
მინიატურულ ფერწერაში მამაკაცების დომინირების ისტორიის ფონზე, შაჰბაზის თანამედროვე ფერწერის შექმნას იწყებს და იყენებს ფემინურ, რბილ ძალას, გაცილებით რეზონანსულს, ვიდრე კლასიკური ინდო-სპარსული ხელოვნება. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინდო-სპარსულ ელემენტებს იყენებს, ის რა თქმა უნდა, არ ქმნის ტრადიციულ მინიატურებს. მინიატურებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კონტურები, მკვეთრი ფერები, მომრგვალებული სილუეტები, არ არსებობს პერსპექტივა, სივრცის აღქმა ჰიბას ნამუშევრებისგან სრულიად განსხვავებულია. უფრო მეტიც, ჰიბას ნახატები იატაკსა და ჭერზეც გადადიან, მისი შიშველი სუბიექტები მაყურებლებს აჯადოვებენ თვალსაჩინო ანატომიით.
"women's room"
კიდევ ერთი დეტალი, რაც ჰიბას მისი კლასიკური ინდო-სპარსეთის წინამორბედებისგან გამოარჩევს ისაა, რომ შვიდი წლის წინ ბრუკლინისკენ მიმავალმა, ფერწერული ნიმუშების ხატვა საკუთარი თავით შთაგონებულმა დაიწყო. "ნელა დავიწყე იმ იდეაზე ფიქრი, რომ დავვუფლებოდი საკუთარ ხელოვნებას." - ამბობს მხატვარი.
ერთ- ერთ ტილოზე ჩვენ ვხედავთ დაწოლილ პოზიციაში მყოფ ჰიბას სხეულს როგორ შემოხვევია თმა გველივით.
"Self-Portrait as the Grande Odalisque"
სხვაგან ჰიბას გამოსახულება გადის ფოლკლორულ ხარისხებს, რომელიც კონკრეტული ადგილისა და დროისგან გათავისუფლებულია და მითიურ სამყაროში გადადის.
"Nude with joined hands," "Lucretia," and "Eve"
მისი ნახატების ერთ სერიაში, შაჰბაზს ვხედავთ თანამედროვე სახლში, სნეულს, საძინებელში, სარკის წინ პოზირებისას და დასვენებისას აბანოში. მეორეში კი, მისი სხეული ბუნებასთანაა შერწყმული, კიდურებს ფესვები და ტოტები აქვს, როგორც პრეისტორიულ ქალღმერთს. გამოსახულებები ქმნიან 1970 წლის იაპონური ფილმის "The Belladonna of Sadness" ასოციაციას, რომელიც ქალთა სილამაზეს, ძალას და მწუხარებას ეხება, თუმცა შესამჩნევია, რომ ეს ყველაფერი კაცის წარმოსახვითაა შექმნილი.
მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში გადავიდა, ჰიბა შაჰბაზი უფრო მეტად დაინტერესდა დასავლური ხელოვნებით. მისი ადრეული წარმოდგენა, რომ ღირებულ ნამუშევრებს მხოლოდ მამაკაცები ქმნიდნენ, როგორც ეს ხდებოდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში, მცდარი აღმოჩნდა. ამ რეალობაში ცხოვრობდა ჰიბა, როდესაც გადაწყვიტა მამაკაცების სამყაროში შესულიყო, სადაც ქალებს ხშირად თავდაჯერება გვჭირდება, რათა წარმატებას მივაღწიოთ.
"Circle Of Friends"
მიუხედავად შაჰბაზის პოლიტიკური მოღვაწეობისა, რომელიც პატრიარქატს უპირისპირდება და თეთრების ისტორიას ამსხვრევს, მისი მოტივაცია, პირველ რიგში, პირადული იყო. ის ამბობს: "მთელი ცხოვრების 90% გავატარე იმის ცდაში, რომ მიმეღო საკუთარი თავი და გამეაზრებინა: მე ვარ ქალი და ეს კარგია. ყოველთვის ემოციურად ჩაკეტილი პიროვნება ვიყავი. ვფიქრობ, ფერწერამ მომცა ის, რაც მჭირდებოდა - ემოციური კონტაქტი საკუთარ თავთან."
ჰიბა შაშბაზის ფერწერა შეისწავლის და გვიყვება ისტორიას მამაკაცების დომინირებით გამოწვეული კონტოლისა ქალთა სხეულებზე, დაწესებულ ცენზურაზე, სიხარბეზე, გაფეტიშებულ სტანდარტებსა და თვით სიყვარულზე.
"American Beauty''
,,მე არ გავზრდილვარ ფემინისტური იდეოლოგიით. მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, არასწორი იყო; რომ უნდა დავმალულიყავი, შემრცხვენოდა ჩემი სხეულის... ხელოვნების სამყაროში ადამიანები მიხვდებიან, რომ მე ვარ ქალი და მაქვს სხეული, რომელსაც ვხატავ, ეს ნამდვილად ძალიან ბევრს ნიშნავს". - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ჰიბა.
შიშველი სხეულის უბრალო და არა რადიკალური აქტით, ჰიბა უსამართლობას უპირისპირდება შემოქმედებითი ინოვაციით, სექსუალობით, სიმამაცით და საკუთარი თავის მიმართ უხვი სიყვარულით.
"Self-Reflection"
ჰიბა შაჰბაზის ოფიციალური საიტი: http://www.hibaschahbaz.com/
ავტორი: სალომე ჩიმჩიური