ფოტო: ჟაკლინ სეკორი
ჟაკლინის აყვავებული ვულვები
07 11 2018

ჟაკლინ სეკორი წარმოგვიდგენს შერეული მედა მხატვრობის ექსპრესიულ ერიას ,,ბუნების მრავალფეროვნება'', რომელიც ვულვების შთამბეჭდავ ფერწერულ ნამუშევრებს გვაცნობს.

თავდაპირველად, პროექტის დაწყების მიზანი პირადი მოტივი იყო - ბრძოლა სხეულის დისმორფულ აშლილობასთან - დაეძლია წარმოდგენები და შეეცვალა დამოკიდებულება საკუთარ გარეგნობაზე. აშლოლობა ხასიათდება მუდმივი სირცხვილის გრძნობით და სიძულვილით საკუთარი სხეულის მიმართ. ზოგი ადამიანი ამ დროს შენიღბვას ცდილობს: ტანსაცმლით, საათობით სარკეში ყურებით და გაუთავებელი პლასტიკურ ოპერაციებით;

ჟაკლინი წარმოსახვით ნაკლოვანებებზე ფიქრში უამრავ დროს ატარებდა და ნეგატიურ ფიქრებს ვერ აკონტროლებდა, რაც მის ყოველდღიურ საქმიანობას ხელს უშლიდა. შფოთვით აშლოლობას ემატებოდა საზოგადოებრივი წნეხი, ობიექტივიზაცია, ქალის სილამაზესთან დაკავშირებული მოსაზრებები, კულტურული შეზღუდვები და სტანდარტები - მკაცრი და კონტროლირებადი - სხეულის ფორმებზე, მკერდის ზომაზე, და ა.შ.

და ეკლესია. ჟაკლინი ერთ დროს მორმონების საზოგადოების წევრი იყო, მაგრამ ქალთა მიმართ სისტემური შევიწროების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა. მაგრამ არანაკლებ შემზღუდველმა გარშემო საზოგადოებამ, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაამძაფრა წნეხი და ხელი შეუწყო მისი არასრულფასოვნების კომპლექსის გაღრმავებას.

საბოლოოდ ჟაკლინმა ფერწერის საშუალებით ეფექტურ არტ-თერაპიას მიმართა - ემოციების გამოხატვას ხელოვნებაში, რათა ნეგატიური ფიქრები დადებითით შეეცვალა და სრულყოფილი, პროდუქტიული ცხოვრება დაეწყო. საკუთარი თავის გაძლიერებისათვის ჟაკლინმა კათარზისული სამუშაო დაწყო - კომპლექსები, სხეულში დაგროვილი არაჯანსაღი ენერგია და სტიგმები მომავალში პოლიტიკურ იარაღად გადააქცია. ამისთვის ჯერ საკუთარი სხეულის ხატვა დაიწყო, შემდეგ კი მეგობრებსა და უცნობებზე გადავიდა.

მხატვარი სიერა ნევადას მთების სილამაზეში გაიზარდა და ბუნებასთან კონტაქტმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა, ისევე როგორც პრიმიტიული ხელოვნების გაცნობამ და პრეისტორიული გამოქვაბულის მხატვრობამ. ჟაკლინი ხატავს აკვარელით, აკრილით, მელნითა და რბილი პასტელით. ვულვებს მცენარეული, მიწის და ზღვის ელემენტები, ალუბლის ყვავილებით, ვაზის ფოთლებითა და პეპლის ფრთებით რთავს.

სერიაში: "ბუნების მრავალფეროვნება" აქცენტი ქალის სხეულის ძალაზე კეთდება და სტანდარტების მიღმა სილამაზის დანახვას და აღმოჩენას ემსახურება. სილამაზის შეზღუდული სტანდარტები უამრავ ქალს ლამის დაბადებიდან თავს ახვევია და ამ წრიდან გამოსვლა არც თუ ისე მარტივია. ნახატებში სხეულები და სექსუალობა მითებით, ტაბუებითა და მათთან დაკავშირებული არასაკმარისი ცოდნებითაა მოცული.

დღესაც კი, ქალთა ჯანმრთელობასა და სექსუალობაზე საუბარი უამრავი ქალისთვის ტაბუირებულია. საზოგადოება ქალის სხეულის შესახებ მითებით და პორნოგრაფიით მსჯელობს. ჟაკლინი ამის პასუხად თავის ნახატებში ასეთი წარმოდგენების უტრირებას აკეთებს და მათ დამახინჯებულ, მითიურ, მოძველებულ, სტანდარტებში აქცევს.

ფერწერულ სერიაში ის ცდილობს აჩვენოს, რომ შეუძლებელია "ქალური იდეალის" მიღწევა. მხატვარი ფორმებს ქმნის სტანდარტებს მიღმა და იყენებს ფერთა საოცრად ფართო სფექტრს, ფლობს მრავალგვარ ტექნიკას და ცდილობს გამოავლინოს ქალის სხეულში არსებული სიმდიდრე და მშვენიერება - რაც სხეულის და ვულვის ფორმების ინდივიდუალურობასა და მრავალფეროვნებაში მდგომარეობს.

სეკორი არ ცდილობს ვაგინების გამოხატვას უფრო ლამაზებად, ვიდრე ისინი არიან: ის უბრალოდ გვიჩვენებს, რომ ვულვა ბუნების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის: სილამაზე და ძალა არ უნდა დაიმალოს. თითოეული ვაგინა განსხვავებულია იმის ხაზგასასმელად, რომ რაიმე "იდეალი" და სრულყოფილება არ არსებობს, თითოეული ქალის ვულვა სექსუალური, უნიკალური და განსაკუთრებულია. ინდივიდუალური თვითაღქმა კი ყველა სისტემასა თუ დოგმაზე მაღლა დგას.

Huffington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟაკლინ სეკორმა თქვა: "ჩემი მიზანია, ხელოვნების საშუალებით შევძლოთ სირცხვილის გადალახვა, მიზოგინიისა და პატრიარქატის დასრულება. სხეულის ნაწილების მხატვრობა დამეხმარა, რომ შემეყვარებინა ის, რამაც მომანიჭა ძალა და ხმა.'' - ამ მიზეზით უფრო და უფრო მეტი მხატვარი უერთდება ტენდენციას, რომ წარმოაჩინონ სხეულის მრავალფეროვნება, სხვადასხვა პერპექტივიდან.

ჟაკლინ სეკორის ოფიციალური ვებ-საიტი: https://jacquelinesecorart.com

მისი Instagram გვერდი: https://www.instagram.com/jacquelinesecorart

და ნამუშევრების მაღაზია: https://www.etsy.com/shop/JacquelineSecorArt

ავტორი: სალომე ჩიმჩიური



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"