: მაია დერენი
მაია დერენის ქორეოსინემა
27 10 2020

1917 წელს უკრაინაში დაბადებული მაია დერენის სახელს ჩვენთან ნაკლებად იცნობენ, მიუხედავად კინემატოგრაფის ისტორიაში მის მიერ დატოვებული უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობისა. დერენი არამარტო კინორეჟისორი, არამედ ქორეოგრაფი, მსახიობი, პოეტი, მწერალი და ფოტოგრაფიც იყო.

1922 წელს სსრკ-მ უკრაინაში ანტისემიტისტურ ნიადაგზე დევნა მოაწყო. დერენოვსკების ოჯახს ამერიკაში 5 წლის ელეონორასთან ერთად გადაბარგება და გვარის გადაკეთება მოუხდა. მოქალაქეობის მიღების შემდეგ, უკვე დერენის გვარით, ელეონორამ სირაკუზის უნივერსიტეტში პოლიტიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა შემდეგ ნიუ-იორკის უნივერსიტში, ლიტერატურის შესასწავლად გადავიდა. მაგისტრის ხარიხსი სმიტის უნივერსიტეტში, ინგლისურ ლიტერატურასა და სიმბოლისტურ პოეზიაში მიიღო.

ამის შემდეგ დერენი იწყებს მუშაობას ასისტენტად აფრო-ამერიკელ მოცეკვავე, ქორეოგრაფ, ანთროპოლოგ, მწერალ და სამოქალაქო აქტივისტ, კეტრინ დანემთან. დერენი პირველ შთაგონებებს ფორმასა და მოძრაობაზე სწორედ ამ პერიოდში იღებს. კეტრინს დანემს იცნობდნენ, როგორც "შავი ცეკვების მატრიარქს და დედა-დედოფალს". ის შეისწავლიდა კარიბის ზღვის კუნძულების კულტურების რიტუალებს, ვუდუს და უძველეს ტრადიციებს ჰავაიდან, რაც მოგვიანებით დერენის კინემატოგრაფიული ძიების საგანი გახდა.

1941 წელს, კეტრინ დანემის მოცეკვავეთა ანსამბლის ერთ-ერთი გასტროლის დროს, მაია დერენმა ლოს ანჯელესში გაიცნო ჩეხოსლოვაკიელი ოპერატორი, ფოტოგრაფი და რეჟისორი - ალექსანდერ ჰამიდი, რომელიც იმ დროისთვის ჰოლივუდში მოღვაწეობდა და შემდგომ კი მისი მეუღლეც გახდა. ინტერესთა თანხვედრამ, რომელიც რომანტიულ გრძნობებს ჰარმონიულად ერწყმოდა, ახალი შთაგონება მოუტანა მაია დერენს და მან კინორეჟისორის პროფესიით განაგრძო მოღვაწეობა.

შინაგანი ტრანსფორმაცია გავლენას ახდენს ელენაზე, რაც სახელის შეცვლის მიზეზი ხდება და ის ირჩევს სახელად მაიას, რომელიც ბუდიზმში ილუზიას, ხოლო ძველბერძნულ მითოლოგიაში, კი, ღმერთების მაცნეს ნიშნავს. ჰამიდთან კოლაბორაციით მაიამ 1943 წელს თავისი პირველი ფილმი "ნაშუადღევის ქსელები" გადაიღო.

"ფილმებში შემიძლია სამყარო ავაცეკვო"- ამბობდა დერენი, რომელიც არამარტო რეჟისორი, არამედ კინოთეორეტიკოსიც იყო. ამას გარდა მაია დერენი არის 2 წიგნისა და უამრავი სტატიის ავტორი. დერენი ამერიკული ავანტ-გარდის გამორჩეულ ფიგურად იქცა. ის უმეტესად თავადვე იყო საკუთარ ფილმებში მთავარი როლის შემსრულებელი.

დერენი უმეტესად ფორმის ძიებითაა დაკავებული. მის ფილმებში, გარდა კულიოშოვის ეფექტისა (ეს უკანასკნელი თავის თავში მოიაზრებს დაუკარგოს საგნებს პირვანდელი მნიშვნელობა), წინ იშლება მოძრაობის უნატიფესი ფორმები, რომლის ფრთხილ ექსპრესიასაც ვხედავთ მის პირველ ფილმში "ნაშუადღევის ქსელები". ფილმს ამერიკაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნიუ-იორკ თაიმსის კრიტიკოსებმა მას "ქორეოსინემა" უწოდეს. ფილმში ფორმა, ჩრდილი, მოძრაობის სტრუქტურა უმთავრეს ადგილს იკავებს, დერენი ასახიერებს მომაჯადოებელ ქალს, რომელიც საკუთარი შინაგანი სამყაროს კვლევითაა გართული, ანუ საკუთარ თავს. მირაჟისეული კადრირებით, ის ქმნის ერთგვარ ფუგას, რომელიც საკუთარ თავში მოიაზრებს სამყაროს ილუზორულობას და სიზმრისეული წარმოსახვის წინაშე შლის ფართო ჰორიზონტს.

მეორე ფილმში "მიწაზე", რეჟისორი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს მის თემატურ გატაცებას ადამიანის სხეულით. აქ დერენი ყურადღებას ამახვილების სივრცეების შეთავსებაზე, რასაც კადრების ჭრის პროცესით ახერხებს. ამ ფილმის გამოსვლიდან მალევე, რეჟისორი იწყებს ცნობილ მოცეკვავე ტერი ბეტლისთან თანამშრომლობას, რომელიც საფუძველი ხდება ახალი ექსპერიმენტისა "ქორეოგრაფიის სწავლება კამერისთვის", თუ როგორ თავისუფლდება სხეული ოთახიდან ტყეში და შემდგომ სამუზეუმო სივრცეში. თუმცა დერენი ამაზე არ ჩერედება და კვლავ განაგრძობს ისეთ ექსპერიმენტებს კინოში, როგორიცაა მოძრაობის ფორმისთვის რიტუალური სახის მინიჭება. ის ასევე ბევრს რეფლექსირებს ძალადობის თემაზე.

ძალადობაზე მედიტაციის კონცეფცია შეგვიძლია შევადაროთ ავატარ აანგის მდგომარეობას, რომელსაც არ სურს ძალადობრივი გზით დაამარცხოს ცეცხლის ბატონი. სწორედ ამიტომ, ავატარი ძალადობას საკუთარი შინაგანი სამყაროს გაძლიერებით უპირისპირდება და ცეცხლის ბატონს, მისთვის სიკვდილზე უარეს სასჯელს - მარცხს, ძალისა და ძალაუფლების წართმევას მოუვლენს.

1947-1954 წლებში დერენი სამჯერ ეწვია ჰაიტის კუნძულებს, სადაც მან დიდი ენთუზიაზმით შეისწავლა ადგილობრივი კულტურა, რიტუალები და ვუდუს მისტიურ ხელოვნება. ჰაიტიზე ცხოვრების პერიოდში დერენი კვლავ უბრუნდება მის პირველ დიდ შთაგონებას - კეტრინ დანემს.

1940 წელს დერენმა პირველად გამოაქვეყნა სტატია აფროამერიკული კულტურისა და ტრადიციული რიტუალების შესახებ, შემდეგ კი უფრო საფუძვლიანად შეუდგა მის შესწავლას. 1945-54 წლებში ის მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე, რომელიც სრულად მოიცავს ამ პერიოდში ჩატარებულ კვლევებს ჰაიტის კუნძულებზე.

"ღვთაებრივი მხედრები: ჰაიტის ცოცხალი ღმერთები" დერენის პროექტია, სადაც აფრიკული ცეკვები ვუდუს კულტურასთან ერთიანდება. მთავარი აქცენტები აქაც ფორმასა და მოძრაობაზეა, რაც ფილმს მისტიციზმს მატებს.

მაია დერენი სიურეალიზმსა და ავანტ-გარდში ძიებების პარალელურად, როგორც ექსპერიმენტული არტისტი, აქტიურად აკრიტიკებდა იმდროინდელი ჰოლივუდის განვითარებას. აკვირდებოდა რა ჰოლივუდს, ფიქრობდა, რომ მთავარი დაბრკოლებას თანამედროვე ხელოვნებაში მოძრავი კადრების ფორმების განვითარებისთვის კინოინდუსტრიალიზაცია წარმოქმნიდა.

დამოუკიდებელი კინოს მნიშვენლობაზე საუბრისას დერენი დამწყებ კინორეჟისორებს ურჩევს:

"შემოქმედებითი თავისუფლება ნიშნავს, რომ დამწყებ რეჟისორს არ უნდა უწევდეს სახვითი დრამა და მშვენიერება შესწიროს სიტყვების ნაკადს… დაუსრულებელ ქმედებებს და შინაარსის ახსნებს... ამავდროულად, დამწყები ხელოვანის შესრულებულ პროდუქტს არ უნდა თხოვდნენ ინვესტიციის დაბრუნებას იმ გზით, რომ მან მასობრივი და ჭრელი აუდიტორიის ყურადღება მიიპყროს 90 წუთის განმავლობაში. იმუშავე არა სიუჟეტის მოძრაობაზე, არამედ გამოიყენე ქარის, წყლის, ბავშვების, ადამიანების, ლიფტის, ბურთის და ა.შ. მოძრაობა, ზუსტად ისე, როგორც ამას პოეზია გააკეთებდა. გამოიყენე შენი თავისუფლება სახვითი იდეების განვითარების ცდაში, შენი შეცდომები "სამსახურიდან არ გაგიშვებენ".

ვტორი: ნინა გოჩიტაშვილი



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"