English
სიახლეები
სტატიები
თვალსაზრისი
ინტერვიუ
ბიოგრაფიები
ბლოგი
ომის დღიურები
ანიკოს ბლოგი
ტრანს ამბები
ნიას ბლოგი
საფოს დღიურები
ნუკრის ბლოგი
სქაიფოლის ჩანაწერები
სანდროს ბლოგი
კამპანიები
ქვიარ დები
16 დღე
ტრანს
ქამინგ-აუთ
გენდერი &
სექსუალობა
ხელოვნება
ლიტერატურა
კინო
მუსიკა
მხატვრობა/ფოტოგრაფია
პოდკასტი
ხელოვნება
მუსიკა
06 10 2021
მუსიკა
https://lesbi.ge/s/9dx/
ვენდი კარლოსი | ელექტრონული მუსიკის პიონერის მემკვიდრეობა
რა ხდება მაშინ, როდესაც გრემის 3 ჯილდოს მქონე არტისტი, დაცინვისა და ფიზიკური განადგურების შიშით, ფარდის მიღმა ამჯობინებს დარჩენას? ამ შეკითხვას სვამს ამანდა სიუელი წიგნში "ვენდი კარლოსი: ბიოგრაფია". ელექტრონული მუსიკის პიონერის შესახებ, რომლის სახელსაც სინთეზატორის ევოლუცია უკავშირდება. 60-იანი წლების ბოლოს, ამერიკაში, ტრანსი ადამიანების საჯარო ცნობადობა განსაკუთრებით იზრდებოდა, თუმცა ტაბლოიდური მედია მათ გენდერულ იდენტობაზე სენსაცირებული საუბრის გარდა გარდა, ბევრი არაფრით ინტერესდებოდა. მაშინ, როცა საზოგადოებისათვის ვენდი კარლოსის ტრანსგენდერობა, შესაძლოა, ყველაზე საინტერესო ასპექტი გამხდარიყო მის შესახებ, თავად მუსიკოსი დიდი ხნის განმავლობაშ ცდილობდა, ეს შესაძლებლობა აეცილებინა.
09 06 2021
მუსიკა
https://lesbi.ge/s/5be/
ამბავი მითის უკვდავებასა და მარადისობაში დაბრუნებულ ფენიქსზე
Eartheater-ისთვის ეს სახელი მრავლისმომცველი შინაარსის მატარებელი აღმოჩნდა, რომელიც როგორც ჭიებს, ასევე დესტრუქციულ იმპულსებსა და ღვთაებრივ ძალებს აერთიანებდა. ხშირად, სცენაზე და ვიდეოებში, ალექსანდრა დრევჩინი გროტესკულად ხლართავს სხეულს და ორობორის - ქვეწარმავლის, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს - მსგავსი ფორმის მიღებას ცდილობს, რაც მისი თქმით, საკუთარი გრძნობების უფრო ღრმად წვდომაში უწყობს ხელს. მისი შემოქმედების ცენტრალური კომპონენტი სწორედ ამგვარი მოქნილობაა, რომლის საშუალებითაც, ის განსაცვიფრებლად ახერხებს ფოლკის, ელექტრონული, კლასიკური და პოპ მუსიკის ელემენტების ერთმანეთში გადახლართვას. ალექსანდრასთვის, რომელიც მულტი-ინსტრუმენტალისტი არტისტი და სამ ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონის მქონე მომღერალია, განსაკუთრებით საინტერესო იმის შესწავლა აღმოჩნდა, თუ როგორ შეიძლება ქალის ხმამ მუსიკალურ ენაში არსებული კონვენციები შეცვალოს.
06 04 2021
მუსიკა
https://lesbi.ge/s/tz9/
პატარა ტრაგედიების შესახებ ამღერებული ტროპიკული ჩიტები
კოლიბრი პატარა, მაგრამ ამაყი ტროპიკული ჩიტია, რომელიც სხვა ფრინველებისაგან იმით განსხვავდება, რომ დაბლა დაფრინავს და სიმღერა არ გამოსდის. რაც შეეხება პეტერბურგელ კოლიბრებს, ხალხში, ქალების ამ უჩვეულო კოლექტივის ბიოგრაფიის შესახებ ცნობები, ფაქტებზე მეტად, ლეგენდების სახით უფრო ვრცელდებოდა. კვარტეტის ინტერვიუებიც, როგორც წესი, აბსურდულად ჟღერდა, საიდანაც რთული იყო მათ შესახებ დასკვნების გამოტანა. ერთ დროს, Колибри-ზე ასეთი მითიც კი არსებობდა, რომ თითქოს ქალები, როკ-ჯგუფ Аквариум-ის წევრების ცოლები იყვნენ. ერთი რამ ცხადია: საბჭოთა კავშირის მასშტაბით, კოლიბრის მსგავსი პროექტი, სადაც შემოქმედებით პროცესს ქალები წარმართავდნენ და რომელიც ფემინურობის სრულიად ახალ პერსპექტივას სთავაზობდა მსმენელს, პირველი იყო. Колибри-ის უდიდეს დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ პოსტ-საბჭოთა პერიოდში, ქალი როკ მუსიკოსებისათვის გზის გაკვალვა.
14 06 2020
მუსიკა
https://lesbi.ge/s/bfu/
გველების მომნუსხველი Yves Tumor
Yves Tumor იმ თანამედროვე პროდიუსერების რიცხვს განეკუთვნება, როგორებიც Arca და SOPHIE არიან, რომლებიც სულ უფრო ბუნდოვანს ხდიან ჟანრობრივ საზღვრებს, ერთდროულად პოპ კომპოზიციებსა და ავანგარდული ჟღერადობის პროდუქტს ქმნიან. აღსანიშნავია, რომ ამ არტისტების უმეტესობა ქვიარი და ფერადკანიანია, ისევე როგორც თავად Yves Tumor. 2010 წლიდან, სამი ალბომის ფარგლებში მან დაამტკიცა, რომ ერთდროულად ემბიენტის, RnB-ს, ტრიპ-ჰოპისა და ნოიზის ელემენტების სინთეზი შეუძლია მოახერხოს. ჟურნალ Pitchfork-ისათვის ჩაწერილ ინტერვიუში შონ ბოუი სიცილით აცხადებს, რომ მისი მიზანი ჰიტების შექმნაა, ისეთი მუსიკის, რომელსაც მსმენელი სწრაფად აიკვიატებს და ხშირად ჩართვის სურვილი გაუჩნდება.
22 04 2020
მუსიკა
https://lesbi.ge/s/mfm/
EASTER - სააღდგომო არდადეგებზე შექმნილი მუსიკალური პროექტი
Easter-ის შემოქმედება მდიდარია პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ტექსტებით და ვიდეოებით გენდერისა და სექსუალობის თემებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში შთაინი ამბობს, რომ ისურვებდა მომავალში გენდერმა ბინარული ოპოზიციების სახით არსებობა საერთოდ შეწყვიტოს, რაც ნაკლებად საჭიროს გახდიდა გენდერულ პრობლემატიკაზე აქცენტის დასმას. განსაკუთრებით არც ის უხარიათ, როდესაც მათ მუსიკას "ქვიარ მუსიკის"იარლიყს აწებებენ, რადგანაც კარგად არ ესმით, რა იგულისხმება ამ ტერმინის მიღმა. თუმცა, მუსიკის ტექსტებში, ზოგჯერ შთაინი მსუბუქი სარკაზმით, ზოგჯერ მეტაფორებით, ზოგჯერ კი, სულაც, მეტაფორების გარეშე, ღიად საუბრობს ამ თემებზე. იმედგაცრუებას გამოხატავს იმის გამო, რომ ეგონა სიყვარული უნდა ყოფილიყო მისი სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ ეს მისი მეგობრებისა და შეყვარებულებისთვის დამაბნეველია და მკაფიო პასუხებს ითხოვენ მისი სექსუალური იდენტობის შესახებ.
10 02 2020
მუსიკა
https://lesbi.ge/s/hfk/
პოლი ჯინ ჰარვის მასკარადი
ის, რაც პოლი ჯინ ჰარვის ყველაზე ნაკლებად სურს, საკუთარი თავის გამეორებაა, რისი მოწმენიც მისი კარიერის პირველივე დღეებიდან ვხდებით. ბრიტანელი მუსიკოსი პოლი ჯინ ჰარვი, რომელიც ანდროგინული სასცენო სახელით PJ Harvey არის ცნობილი, კომპოზიციებში ხან საკუთარ ქალიშვილს ახრჩობს წყალში, ხან საყვარელს ასახიჩრებს და სხეულის ნაწილებს აჭრის, ხშირად ფემინურობის და მასკულინობის პაროდიზებას ახდენს, ზოგჯერ კი პირველ მსოფლიო ომში მიდის საბრძოლველად. კარიერის განმავლობაში, რომელიც უკვე თითქმის 30 წელიწადს ითვლის, ბრიტანელმა მუსიკოსმა შეიძლება ითქვას, რომ ზედმიწევნით იკვლია ქალის შესახებ არსებული მრავალი არქეტიპი. რთულია იმის განსაზღვრა, თუ საიდან შეიძლება ფიჯეიზე საუბრის დაწყება. ის ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული არტისტია, რომელიც გაწაფულია მითების შექმნაში და ამას სრულიად განსხვავებული პერსონაჟების გამოგონებითა და მათი ამეტყველებით ახერხებს.
18 01 2020
მუსიკა
https://lesbi.ge/s/k5j/
OCTA OCTA-ს მოგზაურობა და საცეკვაო მოედნის კათარზისული ეფექტი
Octo Octa თვითნასწავლი არტისტია. თინეიჯერობაში, მისი მეგობრების უმეტესობა პანკ ბენდებში უკრავდა, ამიტომაც ხშირად ესწრებოდა მათ კონცერტებს, თუმცა სახლში განსხვავებული მუსიკის მოსმენა უყვარდა. ამ პერიოდში თავადაც ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა ჟანრში, მაგრამ საბოლოოდ მიხვდა, რომ მისი "პანკ როკი" ელექტრონული მუსიკა იყო. ცოტა ხანში, ჰაუსი, რომელიც მანამდე მოსაწყენად ეჩვენებოდა, სწორედ იმ ჟანრად აღიქვა, რომელიც ფრთების გაშლის საშუალებას მისცემდა, რაშიც არ შემცდარა.
24 12 2019
მუსიკა
https://lesbi.ge/s/dqx/
სიყვარულის პრაქტიკა იენი ვალის მიხედვით
იენი ვალი ოსლოში დაიბადა, სადაც ცხოვრების პირველი ცხრა წელი გაატარა. მუსიკოსმა ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი წლის ასაკში ისწავლა და როგორც იხსენებს, იმ დროისათვის სურდა მოცარტი გამხდარიყო. სკოლაში სწავლის პერიოდში ვალი გოთურ ბენდს შეუერთდა, თუმცა ჯგუფს მალევე ჩამოშორდა, რადგანაც თავს არასდროს გრძნობდა კომფორტულად იქ, სადაც მკაცრად დადგენილი გენდერული ნორმებში უნდა ჩამჯდარიყო, მაგალითად, ჩაეცვა ვიქტორიანული ეპოქის სტილის კაბები, რომლის ტარება ქალებს გოთურ ბენდებში უწევდათ.
04 12 2019
მუსიკა
https://lesbi.ge/s/fpg/
Lotic საფრთხის წინაშე
ტეხასში დაბადებული J'Kerian Morgan, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ აშშ-ში დარჩენას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც თავის დამკვიდრება გაუჭირდა, საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. მისი სასცენო სახელი, Lotic - წყლის ბინადარს ნიშნავს. ერთ დღე-ღამეში უსახლკაროდ დარჩენილ არტისტს, რომელიც გერმანულ ენას თითქმის არ ფლობდა და უმუშევარი იყო, მუსიკის შექმნის ძალა საერთოდ აღარ შესწევდა. Lotic-ის სადებიუტო ალბომს, რომელიც არასტაბილურობისა და უიმედობის დროს იქმნებოდა, Power ეწოდა. ჩანაწერში არტისტი ძალაუფლების კონცეპტით დაინტერესდა, რაც მისთვის უპირველესად საკუთარ თავში ძალის აღმოჩენას გულისხმობდა.
04 11 2019
მუსიკა
https://lesbi.ge/s/3jv/
Peaches-ის გაკვეთილები
პოპ კულტურის ამჟამინდელ ფოკუსს ფემინიზმსა და გენდერულ ფლუიდურობაზე, ელექტროქლეშის არტისტმა თითქმის 20 წლით გაუსწრო. Peaches უშიშარი პროვოკატორია, რომელმაც სოციალური აქტივიზმის პლატფორმად მუსიკა აირჩია. არტისტის რადიკალური ქვიარ პოლიტიკის კვალი, მის მიერ დაწერილ ყველა კომპოზიციას ეტყობა. სათქმელს როგორც წესი გულწრფელი, ვულგარული და საოცრად კომიკური ტექსტების საშუალებით ამბობს, რაც მის ტრეკებს დაუვიწყარს ხდის. როგორც არა ერთხელ აღნიშნა, თავს კომედიანტად უფრო აღიქვამს, ვიდრე მუსიკოსად.
‹‹
‹
1
2
›
››
პოპულარული
პოლი ჯინ ჰარვის მასკარადი
OCTA OCTA-ს მოგზაურობა და საცეკვაო მოედნის კათარზისული ეფექტი
სიყვარულის პრაქტიკა იენი ვალის მიხედვით
პატარა ტრაგედიების შესახებ ამღერებული ტროპიკული ჩიტები
Facebook
Twitter
Tweets by WISG_
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვისგმა" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 16 მაისს ლიტერატრულ კაფე "ნოველაში" გამოფენა-ინსტალაციას "ჰომოფობიის ლაბირინთი – labyrinth of homophobia" უმასპინძლა.
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი