: Arca-ს პერფორმანსი ბარსელონაში/ფოგო: Xavi Torrent/WireImage
ARCA-ს ტკივილთან ჰარმონიზების მცდელობა
27 09 2019

ფორმობა და ცვალებადობა, წარმოშობით ვენესუელელი არტისტის, ალეხანდრო ხერსის შემოქმედების საკვანძო განზომილებებია. ალეხანდროს მსმენელი სასცენო სახელით - Arca - იცნობს. Arca არქაულ ესპანურში ყუთს ნიშნავდა, რომელსაც ცერემონიული დატვირთვა გააჩნდა და სამკაულებისა თუ სხვა ღირებული ნივთების შესანახად გამოიყენებოდა. პროდიუსერის თქმით კი, შემოქმედებით პროცესში, ის სულაც არ ფიქრობს საკუთარ სახელზე და იმაზე, თუ ვინ წერს მუსიკას, ალეხანდრო თუ Arca, რადგანაც დაზუსტებით ვერ იტყვის რომელი მათგანი უფრო ავთენტურია მისთვის.

ღესდღეობით, Arca თანამედროვე ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანესი არტისტია. ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში, ალეხანდრო ლეგენდარული რეპერის, ქანიე უესთისათვის ბითებს ქმნიდა, თანამშრომლობდა არტისტებთან FKA Twigs და Kelela, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი და Bjork-ის კოლაბორაციის შესახებ. ისლანდიელი მუსიკოსის მერვე სტუდიური ალბომის -Vulnicura მრავალი კომპოზიციის თანაავტორი, სწორედ Arca არის.

სექსუალობასთან დაკავშირებული სირთულეები, Arca- პიროვნების ფორმირებისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. როგორც იხსენებს, უჭირდა იმ ფაქტის მიღება, რომ გეი იყო და იმედოვნებდა, მამაკაცების მიმართ ლტოლვა ადრე თუ გვიან გაუქრებოდა. ამასთანავე რისი დათმობაც ნამდვილად არ სურდა, ფემინურობის განცდა და მოწყვლადობა იყო, რასაც ალეხანდრო თავის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებდა. მისი თქმით, ბავშვობაში მულტფილმების ყურებისას, ყოველთვის უჭირდა პროტაგონისტთან თვითიდენტიფიკაცია, ვერასდროს იგებდა ბეტმენი უნდა ყოფილიყო თუ რობინი, როდესაც ვერც ერთ მათგანთან ვერ გრძნობდა სიახლოვეს.

სეთ დროს, მუსიკა მომავალი პროდიუსერისათვის, სირთულეებთან გამკლავების მექანიზმად იქცა. მას შემდეგ, რაც ფორტეპიანოზე დაკვრა მობეზრდა, 14 წლის ასაკში, ბითების შექმნით დაინტერესდა. პოპ და R&B ვარსკვლავების, Nelly Furtado და Aaliyah მუსიკით შთაგონებული, მოგვიანებით, უფროსი ძმის საშუალებით Aphex Twin-ისა და Nine Inch Nails-ის შემოქმედებას გაეცნო, რამაც ალეხანდროზე წარუშლელი კვალი დატოვა.

Arca- თავისი ცხოვრების ადრეული გამოცდილებები სადებიუტო ალბომში Xen ასახა. Xen ფლუიდურობისა და თვით-აღმოჩენის ზღაპარს წარმოადგენს. ი უფრო მეტია, ვიდრე პროდიუსერის ალტერ-ეგო: Xen არც გოგო არის და არც ბიჭი, მისი არსებობა კი ერთდროულად საზიზღარიცაა და მიმზიდველიც. მუსიკალური თვალსაზრისით, ალბომი სავსეა სიურპრიზებით და 40 წუთის განმავლობაში, წარმატებით ახერხებს მსმენელის გაოცებას. პროდიუსერის მიერ ჩაფიქრებული კონცეპტები ვიზუალური არტისტის, Jesse Kanda წყალობით გაცოცხლდა.

ლეხანდრომ და Kanda- სოციალურ ქსელ deviantArt-ზე გაიცნეს ერთმანეთი და შვიდი წლის განმავლობაში ამ გზით ურთიერთობდნენ. მას შემდეგ კი რაც ერთმანეთს რეალურად შეხვდნენ, ორივე ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. სწორედ Kanda ქმნის არტისტისათვის გროტესკულ იმიჯებს, როგორიც მაგალითად სინგლიშიThievery არის წარმოდგენილი.

2017 წლის აპრილში, არტისტმა რიგით მესამე სტუდიური ალბომი გაავრცელა, რომლის სახელწოდებაც, მისივე სასცენო სახელს ემთხვევა. წინა ორი კრებულისაგან განსხვავებით, პროდიუსერი პირველად იყენებს მუსიკაში საკუთარ ვოკალს (ამაში დიდი წვლილი თავად Bjork- მიუძღვის, რომელმაც შეძლო და დაარწმუნა ალეხანდრო, რომ ემღერა). ჩანაწერის გარეკანზე, Kanda- მიერ შექმნილი არსებებისგან განსხვავებით, ახლა უკვე თავად Arca- სახე არის წარმოდგენილი იმგვარად, რომ ფოტოზე მისი კანის ფორების დანახვაც კი არის შესაძლებელი.

Arca არტისტის ტკივილთან ჰარმონიზების მცდელობას წარმოადგენს, იმ იმედით, რომ სილამაზეს მიაგნებს. შემთხვევითი არ არის, რომ პროდიუსერი ალბომში მშობლიურ, ესპანურ ენაზე ამღერდა. ესპანური მისთვის ის ენაა, რომელზეც მისი მშობლები ჩხუბობდნენ, განქორწინდნენ, რომლის საშუალებითაც გაიგო თუ რა იყო ოჯახში ძალადობა, ამიტომაც კათარზისიც მხოლოდ ამ ენაზე თუ წარმოედგინა. პირველივე ფრაზა ალბომში "Quitame la piel de ayer" - მომაძვრე გუშინდელი კანი, იმაზე მიგვანიშნებს, რომ Arca თამამი და გულწრფელი ნამუშევარია, სადაც არტისტი თავს უფლებას აძლევს, მოწყვლადი იყოს.

Arca- ვოკალი შორსაა სრულყოფილებისგან. მისი ხმა გაბზარულია, აქა-იქ არტისტის უხეშ სუნთქვასაც მოისმენთ. უფრო მეტიც, ტრეკების უმეტესობა ერთი ცდითაა ჩაწერილი და სიმღერის ტექსტები იმპროვიზაციის ნაყოფს წარმოადგენს. მისი სიმღერის სტილზე უდიდესი გავლენა ესპანურმა ხალხურმა სასიმღერო სტილმა - ტონადამ მოახდინა, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნებში არის გავრცელებული. ტონადა ვენესუელაში, სოფლის მაცხოვრებლების მიერ სხვადასხვა რიტუალის და საქმიანობის პროცესში: ნადირობისას, თევზაობისას, მოსავლის აღების დროს და .. შესრულებული სიმღერებია, რომელიც ჯგუფის ერთიანობისა და შეჭიდულობის განცდას აძლიერებდა.

Arca შემზარავი სასიყვარულო სიმღერების კრებულს წარმოადგენს, სადაც მუსიკოსი ტკივილის, სიყვარულისა და დანაკარგის თემებზე სვამს მახვილს. ალბომში წარმოდგენილი კომპოზიციების ტექსტებში, არტისტი ძირითადად მეორე პირს მიმართავს და ამგვარად არიდებს თავს ნაცვალსახელების გამოყენებას. არტისტი, ერთი შეხედვით, თითქოს საყვარელს უმღერის, თუმცა ასევე შესაძლოა მისი ლტოლვა ყველა იმ ადამიანისთვის საზიარო იყოს, რომლებიც სამშობლოდან იძულებით გადაადგილდნენ (თავად ალეხანდრომ 17 წლის ასაკში დატოვა ვენესუელა, სადაც თავში აზრადაც არ მოსვლია საკუთარ ორიენტაციაზე ხმამაღლა ესაუბრა და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა). მიგრაცია, განსაკუთრებით კი ქვიარ ადამიანებისთვის, იზოლაციის კიდევ ერთ შრეს ქმნის. ე პროცესი არა მხოლოდ არსებული სახლის მონატრებას ჰგავს, არამედ შესაძლოა იმ სახლისასაც, რომელიც არც არასდროს გაგაჩნდა. ე განცდები ყველაზე ნათლად კომპოზიციაში Sin Rumbo არის აღწერილი, სადაც Arca სვლას განაგრძობს, უმზინოდ, მაგრამ მაინც განაგრძობს.

Arca სიმღერის ტექსტებსა და ვიდეოებში ხშირად ფიზიკურ თუ ემოციურ კოლაფსს განიცდის, პროდიუსერი ხშირად დაჭრილი და დალურჯებულია (ასე ხდება მაგალითად სიმღერისათვის Reverie გადაღებულ ვიდეოში, რომელიც Jesse Kanda- ეკუთვნის და სადაც პროდიუსერი მატადორს თამაშობს). აშკარაა რომ ძალადობა Arca-სთვის მიმზიდველ თემას წარმოადგენს და ამავდროულად, აცნობიერებს იმ რისკს, რომ შესაძლოა ბევრმა მას არასწორად გაუგოს. არტისტი არ ინტერესდება ისეთი ვიდეოების და ხატების შექმნით, რომელიც უშუალოდ ძალადობის პროცესს ასახავს. მისთვის საინტერესოა რა ხდება მას შემდეგ, როდესაც ადამიანი ძალადობის მსხვერპლი ხდება, როგორ განაგრძობს ის ცხოვრებას.

ენესუელელი არტისტი, რომელიც ყოველთვის ღიად გამოხატავდა აღფრთოვანებას ყოველივე გროტესკულის მიმართ, ქვიარად ყოფნის იდეასაც მონსტულობას უკავშირებს. მისი თქმით, როდესაც ქვიარობაზე საუბრობს, უპირატესობას სიტყვა "მუტანტის" გამოყენებას ანიჭებს. Jesse Kanda- დახმარებით, მან ის უჩვეულო სამყარო შექმნა, სადაც დისკომფორტი სილამაზემდე და ჭრილობების მოშუშებამდე მისასვლელი გზა არის. ალბომის სულისკვეთებას კი ყველაზე კარგად, ალბათ მაინც ფრაზა მომაჯადოებელი კომპოზიციიდან Anoche გამოხატავს: "Anoche yo lloré / De felicidad, qué extraño me sentí" - "გუშინ ღამე ბედნიერებისგან ვიტირე, რა უცნაური გრძნობა იყო."

ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან