: "კოლიბრი"
პატარა ტრაგედიების შესახებ ამღერებული ტროპიკული ჩიტები
06 04 2021

ოლიბრი პატარა, მაგრამ ამაყი ტროპიკული ჩიტია, რომელიც სხვა ფრინველებისაგან იმით განსხვავდება, რომ დაბლა დაფრინავს და სიმღერა არ გამოსდის. აც შეეხება პეტერბურგელ კოლიბრებს, ხალხში, ქალების ამ უჩვეულო კოლექტივის ბიოგრაფიის შესახებ ცნობები, ფაქტებზე მეტად, ლეგენდების სახით უფრო ვრცელდებოდა. ვარტეტის ინტერვიუებიც, როგორც წესი, აბსურდულად ჟღერდა, საიდანაც რთული იყო მათ შესახებ დასკვნების გამოტანა. რთ დროს, Колибри-ზე ასეთი მითიც კი არსებობდა, რომ თითქოს ქალები, როკ-ჯგუფ Аквариум-ის წევრების ცოლები იყვნენ. რთი რამ ცხადია: საბჭოთა კავშირის მასშტაბით, კოლიბრის მსგავსი პროექტი, სადაც შემოქმედებით პროცესს ქალები წარმართავდნენ და რომელიც ფემინურობის სრულიად ახალ პერსპექტივას სთავაზობდა მსმენელს, პირველი იყო. Колибри-ის უდიდეს დამსახურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ პოსტ-საბჭოთა პერიოდში, ქალი როკ მუსიკოსებისათვის გზის გაკვალვა.

1980-იანი წლები, საბჭოთა როკ მუსიკისათვის, აღორძინების ხანა აღმოჩნდა, ყოფილი ლენინგრადი კი მის ცენტრს წარმოადგენდა. წორედ ლენინგრადის სკოლას ეკუთვნიან ჯგუფები: Кино, Аквариум და ДДТ. 1981 წელს, ლენინგრადის როკ კლუბის დაარსება გარდამტეხ მოვლენად იქცა, რამაც მოყვარულ მუსიკოსებს, პროფესიული ზრდისათვის ახალი პლატფორმა შესთავაზა. ოლიბრიც ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე და არსებული გენდერული ასიმეტრიის მიუხედავად, ღირსეულ ადგილ დაიმკვიდრა ბიჭების როკ კლუბში, სადაც მათი კონცერტები რეგულარულად იმართებოდა.

Колибри ფორმალურად ქალთა საერთაშორისო დღეს, 1988 წლის 8 მარტს დაარსდა. გუფის შექმნის ინიციატივა ქარიზმატულ ნატალია პივოვაროვას ეკუთვნის, რომელიც პანტომიმის თეატრის მსახიობი გახლდათ და იმ პერიოდში, ჯამბაზობისთვის ემზადებოდა. ს იდეა პივოვაროვას მორიგი ბოჰემური თავყრილობისას დაებადა, სადაც მისი და ელენა იუდანოვას ქმრები, განცალკევებით სვამდნენ და ერთობოდნენ, ქალებს კი მათთან ყოფნა მოსაწყენად ეჩვენებოდათ, ამიტომაც, სამზარეულოში, თავისთვის ატარებდნენ დროს და, შიგადაშიგ, ჭურჭელსაც რეცხავდნენ. ერთ საღამოს, პივოვაროვამ, ელენა იუდანოვას, რომელიც სიმღერის ნიჭით იყო დაჯილდოებული, თუმცა იმ პერიოდისათვის თეატრის მხატვრად მუშაობდა, ქალების კოლექტივის დაარსების სურვილი გაანდო, რომელიც მათ თვითგამოხატვისა და არტისტული ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობას მისცემდა. აწყის ეტაპზე, მუსიკალური ჯგუფის შექმნა არ წარმოადგენდა ჩანაფიქრის ნაწილს.

თითქმის ერთი წლის განმავლობაში, კოლექტივი უბრალოდ იმ გოგონების გაერთიანება იყო, რომლებიც ლენინგრადის ბოჰემური წრის რიგებში ეწერებოდნენ. ითქმის არც ერთი მათგანი ფლობდა რომელიმე ინსტრუმენტს და ტროპიკული ფრინველის მსგავსად, არც სიმღერა გამოსდიოდათ. აბოლოოდ, პივოვაროვამ ექვს ქალს შესთავაზა მუსიკალური თეატრის მსგავსი გაერთიანების ჩამოყალიბება და ქავერების შესრულება კაბარესა და ავანგარდული მუსიკის სტილში. ადგანაც პივოვაროვა ჯამბაზი იყო, გადაწყდა, რომ ჯგუფის გამოსვლები კოსტიუმირებული იქნებოდა. რიტიკოსების თქმით, ლენინგრადის როკ კლუბში შემდგარმა დებიუტმა ფურორი მოახდინა და სულ რაღაც ერთ ღამეში, სექსტეტი, ქალაქის კულტურული ცხოვრების სენსაციად იქცა. ალე ჯგუფის წევრებმა სიმღერის სწავლა მოახერხეს. უ კი თავდაპირველად, კოლიბრი 60-იანი წლების კომპოზიციების ქავერებით შემოიფარგლებოდა, ჯგუფის შემოქმედებაში ის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ნამუშევრების შექმნას დაიწყებდნენ.

ეუძლებელია ოლიბრის მუსიკის ერთ რომელიმე ჟანრობრივ კატეგორიაში მოქცევა. გუფის ჟღერადობა პოსტ-პანკის, კაბარესა და რუსული შანსონის ელემენტებს მოიცავ, ხოლო შემოქმედება კი დეკადენტურობით, ექსტრავაგანტულობით, რომანტიკულობითა და ნაივურობით გამოირა. ოგორც პივოვაროვამ აღნიშნა, შთაგონების წყარო მშობლების საყვარელი, 50-იანი და 60-იანი წლების მუსიკიდან მიიღო, სადაც სიმღერებ მეტი გულუბრყვილობა და სისუფთავ ახასიათდებდათ. ოლიბრის სასიმღერო თემატიკა სიყვარულისა და ქალური საიდუმლოებების გარშემო ტრიალებ. ათი სასცენო სამოსი ბალეტის იდენტურ, შავ კაბებს, ბებიების ქუსლიან ფეხსაცმელებსა და ფერად ხელთათმანებს წარმოადგენდა.

1990 წლისათვის, კოლიბრის შემადგენლობაში ხუთი ქალი შედიოდა: ნატაშა პივოვაროვა, ელენა იუდანოვა, ინა ვოლკოვა, ოლგა ფეშენკო და ირინა შაროვატოვა. ადებიუტო ალბომი სახელწოდებით Манера поведения (ყოფაქცევის მანერა) 1991 წელს გამოიცა. ისი ჩაწერის პროცესში, ინსტრუმენტული პარტიების შესასრულებლად, ცნობილი პეტერბურგელი მუსიკოსები, მათ შორის როკ-ჯგუფების Телевизор და Аквариум წევრები მონაწილეობდნენ. ას შემდეგ, რაც კრებულმა დღის სინათლე იხილა, კოლიბრიმ კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო კონცერტებზე გამოსვლა, ჯერ ქვეყნის ფარგლებში, მოგვიანებით კი მის ფარგლებს გარეთაც. ნატაშა პივოვაროვას თქმით, თაყვანისმცემლები ყვავილების ნაცვლად, ხშირად შამპანიურებს უგზავნიდნენ, რამაც მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულება გამოიწვია. კოლიბრის პირველი კონცერტი საზღვარგარეთ, 1991 წელს, შედგა საფრანგეთში, ქალაქ ნანტში გამართულ ფესტივალზე - Les Allumees. მავე წელს, ჯგუფი, პივოვაროვას სიტყვებით ერთ-ერთმა პრინცესამ, კერძოდ ოლგა ფეშენკომ დატოვა.

ოლიბრის მეორე ალბომი Маленькие трагедии (პატარა ტრაგედიები) 1992 წელს გამოდის. 1994 წელს კი ბენდის სიმღერებმა უკვე რადიოშიც გაიჟღერა, რაც ჯგუფის პოპულარობის წინაპირობა გახდა. მავე ალბომს ეკუთვნის კოლიბრის სავიზიტო ბარათი - Желтый лист осенний (შემოდგომის ყვითელი ფოთოლი). რონიულია, რომ Желтый лист осенний, რომელიც ისევე როგორც კოლიბრის ნამუშევრების უმრავლესობა, ელენა იუდანოვას მიერაა დაწერილი და პოპულარული სიმღერების პაროდიას წარმოადგენს, თავად იქცა ჯგუფის კომერციულად ყველაზე წარმატებულ კომპოზიციად. სიმღერაში ფრაზას "платье не по росту, нету красоты, на меня такую не посмотришь ты" (კაბა ჩემი ზომის არაა, არც ლამაზი ვარ, ასეთს ზედ არ შემომხედავ) ვხვდებით, რომელიც კოლიბრის თვით-ირონიულობისა და ირონიულობის თვალსაჩინო მაგალითია. თუმცა, სინამდვილეში, სმენელისთვის, მარტივი არასდროს ყოფილა იმის გარჩევა, თუ სად გადიოდა კოლიბრისათვის ზღვარი თამაშსა და სერიოზულობას შორის.

მის მიუხედავად, რომ კომპოზიციების უმრავლესობა ელენა იუდანოვას ეკუთვნის, უნდა ითქვას, რომ ჯგუფის იდეოლოგიური ლიდერი, ყოველთვის ნატაშა პივოვაროვა იყო. მავე კრებულში შესული რომანსი Женские штучки, დღემდე გაისმის ფილმებსა და გადაცემებში. Провал (მარცხი) კი, სათაურის მიუხედავად, კოლიბრის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმისტური სიმღერაა, რომელიც გაზაფხულის მოლოდინის მდგომარეობას აღწერს. ღსანიშნავია, რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი არა ერთი თაყვანისმცემელი ჯგუფს, სწორედ ამ სიმღერის შექმნისათვის ემადლიერებოდა, რომელიც მათთვის, 90-იანი წლების წყვდიადში, ხელჩასაჭიდი და იმედისმომცემი აღმოჩნდა.

1994 წელს, გამოდის კოლიბრის მესამე ალბომი Найди 10 отличий (იპოვეთ 10 განსხვავება). რებულის სახელწოდების წინაპირობა, მასში შესული 10 კომპოზიცია აღმოჩნდა, რომლებიც ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ეიძლება ითქვას, რომ Негр в автобусе (შავკანიანი ავტობუსში), ჩანაწერში შესული ყველაზე გამორჩეული ტრეკია.

1996 წლის შემოდგომას, პრინცესები მეოთხე სტუდიურ ალბომის ჩაწერას, სახელწოდებით - Бес Сахара (შაქრის გარეშე/შაქრის ეშმაკი) იწყებენ. ანაწერზე, მათთან ერთად, ჯგუფ Tequilajazzz და ДДТ- ს წევრი - კონსტანტინ შუმაილოვი მუშაობდნენ. 1997 წელს, ალბომის გამოცემის შემდეგ, კოლიბრის პირველად ეძლევა შესაძლებლობა, მსმენელის წინაშე, ფონოგრამის გარეშე, ცოცხლად იმღეროს. რებულში შესულ კომპოზიციაზე - А я? ( და მე?) კი, ჯგუფის წევრის - ინა ვოლკოვას მეუღლემ, რეჟისორმა ალექსანდრ ბაშიროვმა, ვიდეო კლიპი გადაიღო.

1998 წელს, კოლიბრის სულისჩამდგმელი და იდეოლოგიური ლიდერი - ნატაშა პივოვაროვა, თეატრალური და მუსიკალური სოლო კარიერის გაგრძელების მიზნით, ბუდეს ტოვებს. ივოვაროვა ჯგუფის Молочный шейк პროდიუსერი ხდება, რომელსაც ზოგიერთი კრიტიკოსი "თინეიჯერების კოლიბრის" უწოდებდა. 2000 წლის იანვარში კი ის ახალ ბენდს, სახელწოდებით Соус აარსებს. ატაშა პივოვაროვა, 2007 წლის 24 სექტემბერს, ყირიმში მომხდარ ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა.

კოლიბრის მამოძრავებელი ძალა, სწორედ ექსცენტრიული დივა - ნატაშა პივოვაროვა იყო. თუმცა, მისი ჯგუფიდან წასვლის შემდეგ, ტრიომ მაინც განაგრძო არსებობა. ალე მათ ორი ახალი წევრი: ოლეგ ემიროვი და ანდრეი გრანოვიჩი შეემატათ. სინი კონცერტების დროს, ინსტრუმენტულ პარტიებს ასრულებდნენ, ხოლო შემოქმედებით პროცესზე პასუხისმგებელნი, კვლავ ქალები რჩებოდნენ.

2013 წელს, ინა ვოლკოვამ განაცხადა, რომ კოლიბრი წყვეტდა მოღვაწეობას. 6 წლიანი დუმილი, მოულოდნელად, 2019 წლის დეკემბერს დაირღვა, როდესაც ჯგუფის წევრებმა, მსმენელს გაუმხილეს, რომ ახალ ჩანაწერებზე მუშაობდნენ, თუმცა ალბომის დასასრულებლად, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდათ. ანხა სწრაფად შეგროვდა, და როგორც ცნობილი გახდა, ჯგუფი, რომლის წევრებსაც დღესდღეობით ელენა იუდანოვა, ინა ვოლკოვა და ირინა შაროვატოვა წარმოადგენენ, ერთის ნაცვლად, ორ ალბომს გამოუშვებენ.

მათი თქმით, ნამუშევარში ყურადღება ოქროს, ცას, ყვავილებს, ტელევიზორს, სისხლს, უცხოელებს, ბიჭებს, ქალებს, გოგონებს და ერთ უცნობი ჯიშის ძაღლსაც დაეთმობა. ჩანაწერის გამოსვლა 2020 წლის ნოემბრისათვის იგეგმებოდა, თუმცა ჯერჯერობით, მხოლოდ ახალი სინგლის - Молодая (ახალგაზრდა ქალი) მოსმენა არის შესაძლებელი. როგორც ცნობილია, Колибри ახალ ალბომშიც არ ღალატობს საკუთარ თავს და სიყვარულის, სიკვდილის, ქალური საიდუმლოებებისა და რაც მთავარია, გადაფრენის შესახებ გვპირდება კომპოზიციებს.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"