: Eartheater
ამბავი მითის უკვდავებასა და მარადისობაში დაბრუნებულ ფენიქსზე
09 06 2021

Eartheater ქუინსელი არტისტის, ალექსანდრა დრევჩინის სასცენო სახელია, რომელიც მიწისმჭამელ ადამიანს ნიშნავს. ფსევდონიმი ალექსანდრამ გაბრიელ გარსია მარკესის რომანის - "მარტოობის ასი წლის" ერთ-ერთი პერსონაჟის, რებეკას გამო დაირქვა. რებეკას, რომელიც სიტყვათა შეზღუდული მარაგის გამო ვერ ახერხებს გრძნობების სათანადოდ გამოხატვას, მიწის ჭამის ჩვევა ახასიათებს. Eartheater-ისთვის ეს სახელი მრავლისმომცველი შინაარსის მატარებელი აღმოჩნდა, რომელიც როგორც ჭიებს, ასევე დესტრუქციულ იმპულსებსა და ღვთაებრივ ძალებს აერთიანებდა. შირად, ცენაზე და ვიდეოებში, ალექსანდრა დრევჩინი გროტესკულად ხლართავს სხეულს და ორობორის - ქვეწარმავლის, რომელიც საკუთარ კუდს ჭამს - მსგავსი ფორმის მიღებას ცდილობს, რაც მისი თქმით, საკუთარ გრძნობების უფრო ღრმა წვდომაში უწყობს ხელს. ისი შემოქმედების ცენტრალური კომპონენტი სწორედ ამგვარი მოქნილობაა, რომლის საშუალებითაც, ის განსაცვიფრებლად ახერხებს ფოლკის, ელექტრონული, კლასიკური და პოპ მუსიკის ელემენტების ერთმანეთში გადახლართვას. ლექსანდრასთვის, რომელიც მულტი-ინსტრუმენტალისტი არტისტი და სამ ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონის მქონე მომღერალია, განსაკუთრებით საინტერესო იმის შესწავლა აღმოჩნდა, თუ როგორ შეიძლება ქალის ხმამ მუსიკალურ ენაში არსებულ კონვენციები შეცვალოს.

კონსერვატიულ გარემოში აღზრდილმა არტისტმა, მუსიკის შექმნა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, რა დროისათვისაც მხოლოდ გიტარას ფლობდა. ანატოლებისგან განსხვავებით, არც სკოლაში უვლია და საშუალო განათლება სახლში მიიღო, რაც მისი გარიყულობის წინაპირობა გახდა. არტოობის განცდამ, რომელიც Eartheater-ის განუყრელი თანამგზავრი იყო, უბიძგა 'აუთსაიდერის' პერსპექტივიდან შეექმნა ალბომი, სადაც მსმენელს არსებული კომფორტის ზონიდან გამოსვლას აიძულებდა. ონტრასტების მოყვარული დრევჩინი, ჩანაწერში ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს შემოიკრებს, აკუსტიკური ინსტრუმენტების: არფის, ვიოლონოსა და გიტარის ხმებს უხეშ ელექტრონულ ჟღერადობასთან დააკავშირებს და ალბომს სახელწოდებით - IRISIRI, ტექნოლოგიისა და ბუნების 'დიქოტომიას' მიუძღვნის.

IRISIRI-ის ძირითად ინსტრუმენტად, ალექსანდრა საკუთარ ხმას აქცევს. კანასკნელ წლებში, ელექტრონული მუსიკის არა ერთი ქვიარი არტისტი, სწორედ ხმის მანიპულაციით ცდილობს ჩვენს სხეულებში არსებული "აუთსაიდერის" ხმის გაჟღერებას. Eartheater მათგან განსხვავებით, ამის მისაღწევად, ტექნოლოგიების ნაცვლად, საკუთარ ხმას იყენებს. IRISIRI-ში პროვოკატორი არტისტი ხან მაღალ ნოტებს მღერის, რომელსაც ყიყინითა და ყმუილით ანაცვლებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსმენელს თავი არაკომფორტულად აგრძნობინოს და დააფიქროს იმის შესახებ, თუ რატომ ისმის ქალის ხმა იმგვარად, როგორც ის დღეს ისმის. გამოცემა Pitchfork-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ Eartheater ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს, წარსულში სასიმღერო ტექნიკა რომელიმე კაცმა დაუწუნა და იმის ნაცვლად, რომ მისი გაუმჯობესება ეცადა, ის ელემენტები გააორმაგა, რომელიც ამ კაცის ყურს აღიზიანებდა. IRISIRI კულტურის იმ სტანდარტების წინააღმდეგ ილაშქრებს, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ჟღერდეს მუსიკა.

დრევჩინის იმპრესიონისტული ტექსტები ხშირად სხეულის, მისი ორგანოებისა და მათი ფუნქციების მუდმივი მეტამორფოზის შესახებაა. ომპოზიციაში Inhale Baby არტისტი საკუთარ თავს თოვლის კაცად წარმოიდგენს, რომელიც მანამ ილოკავს თავს, სანამ არ დადნება. კრებულში ცნობისმოყვარეობის საჭიროებასაც არაერთხელ ესმევა ხაზი, მაგალითად კომპოზიციაში - C.L.I.T (Curiosity Liberates Infinite Truth), რომელიც არტისტის აზრით, მაღალი ცნობიერების შეძენის საშუალებაა. Inclined-ში კი ცნობისმოყვარეობის გადმოსაცემად, ალექსანდრა დისნეის ანიმაციურ ფილმში "მზეთუნახავი და ურჩხული" გაჟღერებულ მელოდიის სემფლს იყენებს. მულტფილმში მუსიკა სწორედ იმ დროს გაისმის, როდესაც ბელი, კრისტალის ტერარიუმში მოტივტივე მოჯადოებულ ვარდს დაინახავს და სასახლის აკრძალულ ფრთაში გადააბიჯებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში, Eartheater-მა სურვილი გამოთქვა, რომ ბელის მსგავსად, მანაც შეძლოს გადაბიჯება. ალექსანდრასთვის, როგორც აღმოჩნდა, აკრძალული ფრთა, მეინსტრიმ კულტურა ყოფილა. ას შემდეგ რაც მისი სიმღერა Concealer შანელის ჩვენებაზე გაჟღერდა, ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს ეს სურვილიც აიხდინა.

უკანასკნელი წლები, ენიგმატური არტისტისთვის, განსაკუთრებულად დრამატული აღმოჩნდა. არსულისაგან გათავისუფლება, არა ერთი მუსიკოსისათვის გამხდარა შთაგონების წყარო ალბომის შესაქმნელად. ამ პროცესის მეტი სიცხადით გადმოსაცემად, Eartheater-მა ფანტასტიკურ შინაარსებს შეაფარა თავი. სიცოცხლის, სიკვდილისა და ხელახლა დაბადების დაუსრულებელი ციკლით მოხიბლული დრევჩინი, მითოლოგიური ფრინველის, ფენიქსის მეტაფორას მოიხმობს და მსმენელს ემოციურად ინტენსიურ და უაღრესად მოწყვლად ჩანაწერს სთავაზობს. ალექსანდრა რტისტული და პერსონალური ხელახლა დაბადების სიმბოლოდ, ფენიქსის უძველეს მითს აცოცხლებს - ფრინველის, რომელიც განადგურების შემდეგ, საკუთარი ფერფლიდან აღდგება. Eartheater ახალ ალბომში კვლავ გიტარას იჭერს ხელში, რომლის ხმაც მისთვის წარსულის გამოძახილი კი არა, არამედ პოსტ-აპოკალიფტური მომავლის საუნდტრეკია. კრებულის დიდი ნაწილი სარაგოსაში, არტისტულ რეზიდენციაში 10-კვირიანი სტუმრობისას ჩაიწერა. ღსანიშნავია, რომ აქამდე, Eartheater-ის ყველა ნამუშევარი თავისივე საძინებელში იქმნებოდა და მხოლოდ მეხუთე ალბომზე მუშაობისას მიეცა სტუდიაში მუშაობის შესაძლებლობა. Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin (ფენიქსი: ალი ნამია ჩემს კანზე) სწორედ ისეთი ნამუშევარია, როგორის შექმნაზეც თინეიჯერი ალექსანდრა ოცნებობდა, თუმცა საკმარისი ცხოვრებისეული და რომანტიკული გამოცდილებ არ გააჩნდა.

ფენიქსის ფრთებზე დანამული ცეცხლი, ალბომის ცენტრალურ თემას წარმოადგენს. Eartheater ორკესტრული ხმების ფონზე, მითოლოგიური ფრინველის გარდაუვალი სიკვდილისა და შემდგომ ფერფლიდან წამოდგომის პროცესში გვიწევს მეგზურობას. ტრანსფორმაციის რთული ეტაპების უკეთ გადმოსაცემად, სადაც ამ თქმულების აქამდე უცნობ ნაწილებს ეხდება ფარდა, ფრინველის განმგმირავ წივილს ალექსანდრას ხმა ანაცვლებს, რომელიც მრავალფეროვნად გადმოსცემს ემოციური თუ ფიზიკური ტკივილის სხვადასხვა შრეს, რაც განადგურებას უძღვის წინ. ლბომი ფრაზით "ერთადერთი გამოსავალი დაბრუნებაშია" იხსნება. ასაბრუნებელი გზა კი, რომელიც სიკვდილთან დანებებას გულისხმობს, სიმებიანი საკრავების ნატიფი მელოდიითა და გეოლოგიური მეტაფორებითაა დამძიმებული. კრებულის პირველი ორი კომპოზიცია თითქოს რაღაც გარდამტეხისათვის გვამზადებს, რაც ნათელი ხდება ბალადით - Below the clavicle. სიმებიანი საკრავების მომნუსხველი ხმების მიღმა, ალექსანდრა ინტროსპექტული ხასიათის ტექსტებში იძირება და ცდილობს საკუთარ ტკივილს დაუახლოვდეს. ამას ყველაზე უკეთ კომპოზიციაში Below the clavicle ახერხებს, სადაც ცდილობს გაარკვიოს იმის მნიშვნელობა, რაც ლავიწებს ქვემოთაა განთავსებული და ჯერჯერობით არ მომწიფებულა საიმისოდ, რომ მისმა ცნობიერმა სახელი უწოდოს. არტისტის მღელვარე სული, მომდევნო ბალადაში - How to fight, რომელიც ალბომის გამორჩეული კომპოზიციაა, უკვე საკმაოდ გადაღლილია. ღონემიხდილი მოგვიწოდებს შევხედოთ როგორ გაუმთელებს გულს განთიადი იმისათვის, რომ კვლავ გაუტყდეს. დაცემული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც გვარწმუნებს, რომ იცის როგორ უნდა იბრძოლოს, როგორ უნდა დაკავდეს სიყვარულით და როგორ აღდგნოს მკვდრეთით საკუთარი სიამაყე. Volcano ალბომის ცენტრალური ტრეკია, სადაც ალექსანდრა შემაწუხებელი გულწრფელობით იწყებს გოდებას იმაზე, რომ ცხოვრებით შეპყრობილია. მარტივი მისახვედრია, რომ კომპოზიცია სუიციდური იდეაციის დაძლევას ეძღვნება. არტისტი აქვე გვიმხელს, რომ კატაკლიზმური მოვლენის მოხდენის მოლოდინშია, რომელიც სჯერა რომ ამ გამოუვალი მდგომარეობიდან დააღწევინებს თავს. ალქიმიით დაინტერესებული Eartheater აცნობიერებს, რომ სრულიად უფასური, შესაძლოა, განსაკუთრებულად ფასეულს დაუკავშირდეს, ერთი ადამიანის ნაგავი - სხვისი განძი აღმოჩნდეს, ამიტომაც მზადაა, ისეთი სიყვარულის მოსაპოვებლად, რომელიც დროს გაუძლებს, ნაგვის ყუთში ქექვა არ იუკადრისოს. ალექსანდრა გვაუწყებს, რომ მიწისქვეშ აშენებს მთებს, საკუთარ სიყვარულს ლავას ადარებს, რომლის ამოფრქვევაც სწადია და ვულკანზე, ქანებსა და დაუმუშავებელ ბრილიანტებზე გვიგალობს. კრებულის დასკვნითი ტრეკი - Faith consuming hope, ზარის რეკვით იწყება. Eartheater, პირველი კომპოზიციის მსგავსად, უკანასკნელსაც იმავე ფრაზით იწყებს და გვიმეორებს, რომ "ერთადერთი გამოსავალი დაბრუნებაშია". ნამუშევარი გადამწყვეტი კომპოზიციაა სრული წრის შესაკრავად, რომელიც მეტამორფოზის ეტაპებს აჯამებს, დაუმუშავებელ ბრილიანტს ყელსაბამად გარდაქმნის და ფენიქსს კვლავ მარადისობაში აბრუნებს.

ტრაგიზმით სავსე ბალადებით დატვირთული ნამუშევარი, რომელიც დრევჩინის წინა ჩანაწერებთან შედარებით გაცილებით უფრო შიშველი, მარტივი და ემოციურია, შესაძლოა სენტიმენტალურის ზედსართავსაც იმსახურებდეს, რაც ალექსანდრას სრულებით არ აშინებს. Eartheater კარგად აცნობიერებს უძველესი მითების ძალას, რომელიც რაღაც უფრო პირველყოფილს უკავშირდება და ისეთ ადამიანურ მოგონებებსა და ემოციურ ხატებს აცოცხლებს, რაც ყველასთვის საზიაროა. ალბომის გამოშვება გლობალური პანდემიის სირთულეებითა და გაურკვევლობით აღსავსე პერიოდს ემთხვევა, რომელმაც თითოეული ადამიანისათვის გარდასახვის საჭიროება წარმოშვა. კრებულის საუცხოო სილამაზე არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ის არტისტის უჩვეულო ევოლუციის მაცნეა, არამედ სწორედ იმაში, რომ შეგვაგხსენებს, მსხვერპლის გაღების შემთხვევაში, ყველას შეუძლია ფენიქსივით საკუთარი ფერფლიდან აღდგომა.

ცოტა ხნის წინ, ალექსანდრამ ფენიქსის სრულიად ახლებური ვერსია შემოგვთავაზა და ალბომი ხელახლა გამოსცა. Pheonix: La Petite Mort Edition ემბიენთის ტერიტორიაზე იჭრება და ისეთ განცდას ტოვებს, თითქოს ორიგინალ ალბომს ოკეანის ფსკერზე განთავსებულ მიტოვებულ სახლში ისმენდეთ. კრებულის მოსმენა განსაკუთრებულად რეკომენდებული მათთვისაა, ვინც უძილობით იტანჯება.

ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა