: ვენდი კარლოსი თავის ხმის ჩამწერ სტუდიაში. 1979
ვენდი კარლოსი | ელექტრონული მუსიკის პიონერის მემკვიდრეობა
06 10 2021

ვენდი კარლოსი იმ იდუმალებით მოცული არტისტების რიცხვს განეკუთვნება, ვიზეც ბევრი რამ ითქმის, თუმცა ვისი ხილვაც სირთულეს წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში მუსიკოსის საჯარო სივრციდან გაუჩინარების ტენდენცია, უფრო და უფრო ნიშანდობლივი გახდა. სირთულეს არა მხოლოდ მისი გამოჩენა, არამედ უკვე მის შემოქმედებაზე წვდომა წარმოადგენდა. ინოვატორმა ამერიკელმა ფიზიკოსმა და არტისტმა, საჯარო სივრციდან გაქრობის შემდეგ, ახალი ჰობი გაიჩინა. შემთხვევითი არაა, რომ ცნობისმოყვარე თვალისგან მიმალული მუსიკოსი დაბნელებული ციური სხეულების გადაღებამ გაიტაცა. კარლოსის ინოვატორულმა ნიჭმა ამ სფეროშიც გაშალა ფრთები: არტისტმა, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, რათა სხვადასხვა კუთხიდან აღებეჭდა დაბნელებები, ციური სხეულების ფოტოგადაღების ახალი ტექნიკა შეიმუშავა, რომელმაც არაერთი ასტრონომისაგან დაიმსახურა მოწონება და NASA-ს მიერაც კი გამოქვეყნდა.

ანამ, სანამ დაბნელებული ციური სხეულების გადაღებას ხელს მიჰყოფდა, ვენდი კარლოსმა ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა. რტისტს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს ელექტრონული მუსიკის ისტორიაში, რადგანაც სინთეზატორის დახვეწა და მის მეინსტრიმში დამკვიდრება, სწორედ მის დამსახურებას წარმოადგენს. არდა ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია არტისტის მიერ კინომუსიკაში შეტანილი წვლილი: ვენდი კარლოსის კომპოზიციები სტენლი კუბრიკის საკულტო "მექანიკურ ფორთოხალსა" და "ნათებაშია" გამოყენებული.

რა ხდება მაშინ, როდესაც გრემის 3 ჯილდოს მქონე არტისტი, დაცინვისა და ფიზიკური განადგურების შიშით, ფარდის მიღმა ამჯობინებს დარჩენას? მ შეკითხვას სვამს მანდა სიუელი წიგნში "ვენდი კარლოსი: ბიოგრაფია", ლექტრონული მუსიკის პიონერის შესახებ, რომლის სახელსაც სინთეზატორის ევოლუცია უკავშირდება. 60-იანი წლების ბოლოს, ამერიკაში, ტრანსი ადამიანების საჯარო ცნობადობა განსაკუთრებით იზრდებოდა, თუმცა ტაბლოიდური მედია მათ გენდერულ იდენტობაზე სენსაცირებული საუბრის გარდა გარდა, ბევრი არაფრით ინტერესდებოდა. მაშინ, როცა საზოგადოებისათვის ვენდი კარლოსის ტრანსგენდერობა, შესაძლოა, ყველაზე საინტერესო ასპექტი გამხდარიყო მის შესახებ, თავად მუსიკოსი დიდი ხნის განმავლობაშ ცდილობდა, ეს შესაძლებლობა აეცილებინა.

1939 წელს დაბადებული ვენდი (დაბადების სახელი უოლტერი) კარლოსი, როდ აილენდში იზრდებოდა. ომავალმა მუსიკოსმა 6 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. სიღარიბეში მცხოვრებ არტისტს, მამამ მუყაოზე დაუხატა კლავიშები, რათა გაკვეთილებს შორის, სახლში შეძლებოდა მეცადინეობა. არლოსს ამ დროს არაერთხელ მოხვედრია თითებში მშობლებისგან სახაზავი, რასაც, როგორც იხსენებს, მისთვის ინსტრუმენტზე დაკვრის მოტივაცია უნდა გაეზარდა.

ენდერული დისფორიის მქონე, ბულინგის მსხვერპლი თინეიჯერი, თანატოლებისგან განცალკევებით, მშობლების ლაბორატორიაში ატარებდა დროს, სადაც მანქანებზე ექსპერიმენტირებას საათებს უთმობდა. რაუნის უნივერსიტეტში, მუსიკასა და ფიზიკაში მიღებული ბაკალავრის დიპლომის შემდეგ, ვენდი კარლოსი ნიუ იორკში გადასახლდა და სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძნო. წორედ ამ დროს, ერთ-ერთ კონფერენციაზე, მთვლემარე რობერტ მუგს გადაეყარა, რომელთანაც სულ მალე თანამშრომლობა დაიწყო. იუხედავად იმისა, რომ ხშირად ოფიციალური ნარატივში ინოვატორი არტისტის სახელი არ ფიგურირებს, რობერტ მუგს, განსაკუთრებული აღიარების მომტანი სინთეზატორის შექმნაში, დახმარება სწორედ ვენდი კარლოსმა გაუწია.

თხი წლის შემდეგ, მუსიკოსი სადებიუტო ალბომს Switched-on Bach აქვეყნებს, რომელიც ამავე ინსტრუმენტზეა შესრულებული. ანაწერმა დიდი აღიარება მოიპოვა როგორც მსმენელის, ასევე კრიტიკოსებისგანაც და გრემის სამი ჯილდო დაიმსახურა. ამუშევარმა დაამტკიცა სინთეზატორის მოქნილობა და ინსტრუმენტი მუსიკალური მეინტრიმის ნაწილად აქცია.

ავგადასავლების მოყვარულმა არტისტმა, ცოტა ხანში, კინოს ტერიტორიაზე გადაბიჯება გადაწყვიტა. ას შემდეგ, რაც მეგობრის მიერ ნაჩუქარი "მექანიკური ფორთოხალი" წაიკითხა, ენტონი ბერჯესის დისტოპიური რომანით მოჯადოებულმა, ძალაუნებურად იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მიუსადაგებდა თავის მუსიკას წიგნის ავტორის ხედვას. ოდესაც გაიგო, რომ სტენლი კუბრიკი, ნაწარმოების მიხედვით გეგმავდა ფილმის გადაღებას, მაშინვე დაუკავშირდა რეჟისორის წარმომადგენლებს და რამდენიმე კომპოზიცია გადასცა. უბრიკს ჩანაწერების მოსმენისთანავე გაუჩნდა არტისტთან თანამშრომლობის სურვილი და საკულტო სურათისთვის, სწორედ, ვენდი კარლოსის მიერ შეთავაზებული მუსიკა გამოიყენა. ოგვიანებით, მათ ფილმისათვის "The Shining" ითანამშრომლეს, თუმცა სურათში, კარლოსის მიერ შექმნილი მუსიკის, მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ჩანაწერი იქნა გამოყენებული. 1982 წელს, მან დისნეის სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერისათვის "ტრონი" შექმნა საუნდტრეკი.

აოცრად ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების მიუხედავად, მუსიკოსი საკუთარ წარმატებას გემოს ვერ ატანდა. 70-იანი წლების ამერიკაში, გეი უფლებებისათვის მებრძლი ჯგუფები ტრანს საკითხებისგან დისტანცირდებოდნენ. სგავსად, რადიკალ ფემინისტთა გაერთიანებებშიც, არაერთგვაროვანი აზრი ტრიალებდა ტრანსგენდერი ადამიანების ინკლუზიასთან დაკავშირებით. ქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ მოცემულ კონტექსტში, თავის გამოაშკარავება უდიდესი რისკის შემცველი იყო. უსიკოსს, ყველაფერთან ერთად, იმის შიშიც აწუხებდა, რომ თავის შემოქმედებით მიღწევებს, მისი გენდერული იდენტობა დაჩრდილავდა და მედია მისგან კლიშეს შექმნიდა. ამიტომაც, მომდევნო დეკადაში, არაერთ საჯარო გამოსვლაზე თქვა უარი და წლების განმავლობაში საკუთარ კოლეგებთან შეხვედრასაც კი გაურბოდა.

იმართლე მხოლოდ რამდენიმე ახლობელმა იცოდა, მანამ, სანამ 1979 წელს, ჟურნალ "ფლეიბოის" საშუალებით, ვენდი საჯარო "ქამინგ აუთს" გააკეთებდა. ნტერვიუში მუსიკოსი იმის შესახებ ალაპარაკდა, თუ როგორ ეშინოდა, რომ ის და თავისი მეგობრები ხალხის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდებოდნენ, თუმცა, ამავდროულად, როგორი დაღლილი იყო სიყალბეში ცხოვრებით. აკუთარ თავზე ალაპარაკება, ოჯახთან და პუბლიკასთან ურთიერთობის სამუდამოდ შეცვლას, მუსიკალური კარიერის სასწორზე დადებას ნიშნავდა. ადამეტებული არ იქნება იმის აღნიშნვა, რომ მისმა მოთმინებამ და პასუხებმა საკუთარი იდენტობის შესახებ, საჯარო დისკურსში მომდევნო თაობების ქვიარ არტისტებისათვის გზა გაკვალა.

რწყინვალე ხმოვანი ინოვაციურობისა და უდიდესი გამბედაობის გარდა, ვენდი კარლოსის განსაკუთრებულობა თანამშრომლობისა და ცოდნის გაცემის სიყვარულშიც გამოიხატება. დრეული ასაკიდან დღემდე, პიონერი არტისტი, თავის მიერ გამოყენებული მუსიკალური ტექნიკის შესახებ გამჭვირვალე რჩება და მზადაა, ცოდნა ყველა მსურველს გაუზიაროს.

კანასკნელი წლების განმავლობაში, ელექტონული მუსიკის პროდიუსერების მზარდი ტალღა: Arca, მიმდინარე წლის იანვარში ტრაგიკულად დაღუპული SOPHIE, Lotic, Planningtorock ტრანსგენდერად დაქამინგაუთდა. ინც ამ არტისტების შემოქმედებას თვალსდევნებს, არ გაუჭირდება იმის დანახვა თუ როგორ უშიშრად ცდილობენ ისინი მუსიკალური საზღვრების გაფართოებას, რაც მგონია, სულაც არაა შემთხვევითი. ვენდი კარლოსი ხშირად აღნიშნავდა, რომ თავისი გენდერული იდენტობა არავითარ კავშირში ყოფილა იმ პროდუქტთან, რასაც ქმნიდა. ეს პოზიცია, გარკვეულწილად, საკუთარი მემკვიდრეობის ტაბლოიდური მედიისგან დაცვის სურვილითაც შესაძლოა ყოფილიყო განპირობებული, თუმცა რთი რამ ცხადია: ისინი, ვინც ხელოვნების ფსიქოლოგიური კვლევით არიან დაინტერესებულნი, კარგად აცნობიერებენ კავშირს პროდუქტსა და მისი შემქმნელის ფსიქიკურ რეალობას შორის. ინთეზატორი ასე სწორედ იმიტომ ჟღერს, როგორც ჟღერს, რომ ვენდი კარლოსის მიერაა შექმნილი, ადამიანის, რომელმაც უშიშრად გააფართოვა როგორც მუსიკალური, ასევე სოციალური საზღვრები და დღევანდელი ტრანსგენდერი პროდიუსერების დღის სინათლეზე გამოჩენას საუძველი შემზადა.

ავტორი: ლილი მამულაშვილი



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა