ანმარი შვარცენბახი - მარტოსული ფოტოჟურნალისტის 34 წლის ასაკში დასრულებული მოგზაურობა
23 01 2016

30-იან წლებში და 40-იანი წლების დასაწყისში შვარცენბახი გერმანულენოვან სამყაროში ცნობილი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ნოველისტი იყო. ის ასევე შვეიცარიის ფაშისტური კურსის ცნობილი კრიტიკოსი და ერთ-ერთი პირველთაგანია 30-იან წლების ამერიკაში რასობრივი უთანასწორობისა და სიღატაკის შესახებ ხმამაღლა მოსაუბრეთა შორის.

ანმარი შვარცენბახი 1908 წელს შვეიცარიულ ოჯახში დაიბადა. ის ღიად ლესბოსელი იყო, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა კონფლიქტს მის კონსერვატიულ და ბურჟუაზიულ ოჯახთან მიმართებაში.

ჟურნალისტად მუშაობა ციურიხის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაიწყო, ხოლო პირველი მოთხრობა 1930 წელს გამოაქვეყნა. კლაუს მანისა და ერიკა მანის მეგობარი შვარცენბახი ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლამდე ბერლინში ცხოვრობდა. 1934 წელს კლაუსთან ერთად ესწრებოდა მწერალთა კონგრესს მოსკოვში. ფოტოგრაფ მარიან ბრესლაუერთან ერთად მოგზაურობდა ესპანეთში, მათ უნდა მოემზადებინათ რეპორტაჟი პირინეის მთებიდან. 1933 წელს, როდესაც ისინი შინ დაბრუნდნენ, მარიანს ფოტოების დაბეჭდვაზე გაზეთმა უარი განუცხადა, ის ებრაელი იყო და გარეთ უკვე 1933 წელი იდგა. ბრესლაუერი ძალიან მოხიბლული იყო შვარცენბახით, მას ეკუთვნის სიტყვები: “ის არც კაცი და არც ქალი იყო; არამედ იყო ანგელოზი, არქანგელოზი”.

რასაც მოჰყვა მისი ექვსთვიანი ვოიაჟი შუა აზიაში. თეირანში ფრანგი დიპლომატ კლოდ კლარაკზე იქორწინა, რომელიც ასევე გეი იყო. ურთიერთობები ჰქონდა ბევრ ცნობილ ქალთან. მათ შორის ირანში თურქეთის ელჩის ქალიშვილთან, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია.

1936-1938 წლებში შვარცენბახი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობს. ამერიკის ნახშირის საბადოების რეგიონებსა და ღრმა სამხრეთში ამერიკელ ფოტოგრაფ ბარბარა ჰამილტონთან-ვრაიტთან ერთად ის ფოტოკამერით ასახავს დეპრესიის პერიოდში მცხოვრები ადამიანების სოციალურ სიდუხჭირეს, რომლის მოწმეც თვითონ გახდა. ამავდროულად ევროპული პრესისთვის წერდა სტატიებს დასავლეთ ევროპაში ფაშიზმის ზრდაზე, სადაც ამჟღავნებდა ძალიან კრიტიკულ პოზიციას შვეიცარიის ნეიტრალურობასთან მიმართებაში.

1939 წელს ელა მაილარტს ხვდება და ისინი ერთად წამოიწყებენ ხანგძლივ მოგზაურობაში აღმოსავლეთისკენ. შვარცენბახის სწორედ ამ პერიოდს ეძღვნება დონატელო და ფოსკო დუბინის ფილმი “მოგზაურობა კაფირისტანში” (2001), ისევე როგორც ელა მაილარტის წიგნი “სასტიკი გზა”, სადაც შვარცენბახი მოხსენიებულია როგორც “ქრისტინა”. მაშინ, როდესაც ორი გაბედული ქალი მოგზაურობის დასაწყებად მანქანაში ჩასხდა, კაფირისტანიში – “ურწმუნოთა მიწაზე” – არც ერთ ევროპელს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი დადგმული.

ფოტოების აღმოსავლურ ციკლში ნახავთ მოხეტიალე მუსიკოსებს და ცხენოსნებს, მლოცველებს უდაბნოში, ავღანელ ქალებს, ტიგროსსა და ბაზრის ვაჭრებს. ზოგჯერ ფოტოებზე ადამიანები მათ გარშემო არსებული ლანდშაფტებში იძირებიან. შვარცენბახის კამერა რომანტიზაციის გარეშე ასახავს ადამიანების ტრადიციულ ყოფას და მათ ღირსებას გარემომცველი გარემოს ყოვლისმომცველი ასკეტიზმის ფონზე. ამერიკული ფოტოების ციკლში კი პირიქით, ობიექტივში ჩანს როგორც აფრიკელი ამერიკელების, ასევე ღარიბი თეთრების სევდიანი დათრგუნულობა ქალაქის ღატაკ ქუჩებსა და ინდუსტრიულ ზონებში.

მაშინ როდესაც შვარცენბახის ჟურნალიზმი მოგზაურობებით იყო შთაგონებული, ანმარის პროზა მის მარტოობას და პერსონალურ კრიზის ასახავდა. მისი არასტაბილური ემოციურობის შესახებ არაერთი ფაქტი მეტყველებს. იყო ნარკოტიკებზე დამოკიდებული და რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან თავისუფალ პერიოდებში ის მანიაკალურად ქმნიდა ლიტერატურული ნაწარმოებებს (ისევე როგორც კულტურულ და პოლიტიკურ კომეპნატრებს ფოტოების თანხლებით), რომლებიც განიხილება როგორც ავტობიოგრაფიისა და გამონაგონის ჰიბრიდი. მისი ბევრი ნამუშევარი ფრანგულად ითარგმნა და შვარცენბახის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. 1980-იან წლებში შვარცენბახის მოგონებები ხელახლა გაცოცხლდა მის შესახებ დაწერილ ბიოგრაფიულ ნაშრომებსა და ანოტირებულ გამოცემებში. მათი ავტორები ძირითადად, გემანელი მეცნიერები და ფემინისტები იყვნენ, რომლებიც შვეიცარიელ ფოტოგრაფსა და მწერალს 20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოგზაურად და ფოტოჟურნალისტად ასახელებენ.

1942 წელს შვეიცარიაში ველოსიპედის ტარების დროს მიღებული ტრამვით დაახლოებით ერთ თვეში 34 ასაკში გარდაიცვალა. პირადი მიმოწერა და დღიურები დედამ (ზოგ წყაროში ბებიამ) მისი სიკვდილის შემდეგ გაანადგურა.

მოამზადა ნინო ძანძავამ

Short biography of a well-known journalist, photographer, and novelist, openly lesbian Annemarie Schwarzenbach. Her affairs, marriage with Claude Clarac and travels in East together with Ella Maillard.

Prepared by Nino Dzandzava



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია