English
სიახლეები
სტატიები
თვალსაზრისი
ინტერვიუ
ბიოგრაფიები
ბლოგი
ომის დღიურები
ანიკოს ბლოგი
ტრანს ამბები
ნიას ბლოგი
საფოს დღიურები
ნუკრის ბლოგი
სქაიფოლის ჩანაწერები
სანდროს ბლოგი
კამპანიები
ქვიარ დები
16 დღე
ტრანს
ქამინგ-აუთ
გენდერი &
სექსუალობა
ხელოვნება
ლიტერატურა
კინო
მუსიკა
მხატვრობა/ფოტოგრაფია
პოდკასტი
სტატიები
ინტერვიუ
17 09 2021
ინტერვიუ
https://lesbi.ge/s/2pa/
"საჭიროა, კატეგორია 'ქალი' გადავიაზროთ" | ინტერვიუ ჯუდით ბატლერთან
თავზარდამცემი და ზოგჯერ საკმაოდ საშიშიცაა იმის ყურება, თუ როგორ შეუკავშირდნენ ტრანსების გამომრიცხველი ფემინისტები მემარჯვენე თავდასხმებს გენდერზე. ანტი-გენდერული იდეოლოგიის მოძრაობა არ ეწინააღმდეგება გენდერის შესახებ ერთ კონკრეტულ მოსაზრებას, არამედ იღწვის იმისაკენ, რომ საერთოდ ამოშალოს "გენდერი", როგორც ცნება და როგორც დისკურსი, სწავლის სფერო, როგორც სოციალურ ძალაუფლებასთან მიდგომა. ისინი ხან აცხადებენ, რომ თავად "სქესს" მეცნიერული სტატუსი აქვს, ხანაც - მასკულინური დომინაციისა და განსხვავებულობის ღვთაებრივ მანდატებს მოუხმობენ. როგორც ჩანს, არ ადარდებთ საკუთარ თავს რომ ეწინააღმდეგებიან. ანტი-გენდერული იდეოლოგია, ჩვენს დროში, ფაშიზმის ერთერთი მთავარი განშტოებაა.
27 06 2020
ინტერვიუ
https://lesbi.ge/s/txq/
ინტერვიუ შერი ვულფთან | სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება
მნიშვნელოვანია, ერთი რამ გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოპოლიტურ წრეებში ქამინგ-აუთი დიდი ამბავი აღარ არის, ჯერ კიდევ რეალობაა ის, რომ აშშ-ის უმეტეს ნაწილში, ეს კონტროვერსიული საკითხია. ასე რომ, ამ ადამიანებისთვის "პრაიდი" ჯერ კიდევ არის ის ადგილი, სადაც შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც არიან და ჰქონდეთ თავისუფლება, იზეიმონ ეს ფაქტი. ეს ისეთი რამეა, რაზეც ცინიკურები არ უნდა ვიყოთ. თუმცა, ეს ამაზრზენი, სრული კორპორატიზება საზიანოა ყველა ჩვენგანისთვის, მემარცხენეებისთვის, მათთვის, ვისაც გვჯერა, რომ თავისუფლება არა "სითიბანკმა" ან "ბუდვაიზერმა" მოგვიტანა, არამედ იმან, რაც ხდება აშშ-ში მემარცხენეობის აღმასვლით. მაგალითად, ნიუ-იორკში და ბევრ სხვა ქალაქში პრაიდის აღლუმებზე ვიხილეთ "ქვიარები პალესტინის გათავისუფლებითვის". მშრომელთა კლასის რაიონში, მაგალითად ქვინსში, არსებობდა ჯგუფი "სტოუნვოლიდან ბალტიმორამდე", რომელიც გეი გათავისუფლების და Black Lives Matter საკითხებს აერთიანებდა. ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება.
16 04 2020
ინტერვიუ
https://lesbi.ge/s/bte/
ევროპული გენდერული პოლიტიკის მომავალი
კაპიტალიზმის ფარგლებში ქალებს განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ. მათი ექსპლუატაცია ხდება შრომის ბაზარზე და მათ დამსაქმებლებს არ ესმით, რას ნიშნავს მოხუცებულებზე ან ბავშვებზე ზრუნვა. კაპიტალიზმი ზრუნვას არ აფასებს. მემარცხენეებმა საზოგადოების შესახებ იდეა გვერდზე გადავდეთ. ჩვენ არ გვაქვს შეთავაზება, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა სოლიდარობას. არ შეიძლება უბრალოდ შეკრიბო ჯგუფები და გამოაცხადო: მოდით, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქალებს, გეებს, რომას... ქალების ექსპლუატაცია ასე ხდება, გეების და რომას კი - ასე და მოდი, გავერთიანდეთ... ჩვენ გვჭირდება სოლიდარობისა და საზოგადოების გამაერთიანებელი იდეა, გამორკვევა იმისა, თუ ვინ ვდგავართ ერთად და როგორია ჩვენთვის სასურველი მომავალი. ჩვენ ეს დიდი კითხვები და ამგვარი საზოგადოების იდეა მემარჯვენეებს გადავულოცეთ.
26 10 2019
ინტერვიუ
https://lesbi.ge/s/hvz/
ინტერსექსად ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ეს უბედურების მომტანად მიიჩნევა
ინტერსექსად ყოფნის არაერთი შესაძლო ვარიაცია არსებობს, რასაც გენიტალიების, ქრომოსომის სტრუქტურების და ჰორმონების განსხვავებული კომბინაციები განსაზღვრავს. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა დაიბადოს ერთდროულად სათესლე ჯირკვლისა და კვერცხუჯრედის ქსოვილებით, ან კომბინირებულად ატარებდეს მდედრობით და მამრობით ქრომოსომებს. ჩვენ კონტრასტს ვართ მიჩვეული. ან მაღალი ხარ ან დაბალი, ან გამხდარი ან მსუქანი, ან ქალი ან კაცი, არ არსებობს შუალედი და სხვა ვარიანტების გათვალისწინება. არ არსებობს იმის ბიოლოგიური გაგება, თუ რა ხდება. ხალხს რომ ეს ესმოდეს, დისკრიმინაციაც არ იქნებოდა.
25 10 2019
ინტერვიუ
https://lesbi.ge/s/cad/
ასექსუალობის ახლებური ხედვა
ანტირასისტი, ლესბოსელი, ფემინისტი მწერლებისთვის (მაგალითად ოდრი ლორდისთვის) ეროტიკის კონცეფცია სექსსა ან სექსუალობაზე არ არის აგებული" თქვა პრზიბილომ. ქვიარ ფემინისტი მწერლები პირიქით განმარტავენ, რომ ეროტიკა ენერგიაა, რომელსაც კავშირის შექმნა შეუძლია, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ზიგმუნდ ფროიდის თეორიებს, სადაც სასიცოცხლო ენერგია თვისობრივად სექსუალურად მოიხსენიება. "ეროტიკა შესაძლოა სექსსა და სექსუალობას მოიაზრებდეს, თუმცა ის ასევე შეიძლება ერთად მუშაობას, მეგობრებთან შეკრებას, შევიწროების წინააღმდეგ წასვლას ან რევოლუციის გაჩაღებასაც ნიშნავდეს" აცხადებს პრზიბილო. "ეროტიკა ისეთ სივრცეს იძლევა ასექსუალობისათვის, სადაც გაზიარება და კავშირები, კონტექსტურად, მაინცდამაინც სექსუალური ხასიათის არ არის.
‹‹
‹
1
›
››
პოპულარული
ასექსუალობის ახლებური ხედვა
ევროპული გენდერული პოლიტიკის მომავალი
ინტერსექსად ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ეს უბედურების მომტანად მიიჩნევა
ინტერვიუ შერი ვულფთან | სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება
Facebook
Twitter
Tweets by WISG_
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვისგმა" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 16 მაისს ლიტერატრულ კაფე "ნოველაში" გამოფენა-ინსტალაციას "ჰომოფობიის ლაბირინთი – labyrinth of homophobia" უმასპინძლა.
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან