: ასექსუალების მარშის მსვლელობა. ტორონტო 2017
ასექსუალობის ახლებური ხედვა
25 10 2019

ელა პრზიბილო ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თავის ახალ წიგნში ასექსუალობის გარშემო დიდი ხნის მანძილზე არსებულ მცდარ შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს.

ასექსუალობა ზოგადად განიმარტება როგორც სექსუალური მიზიდულობის არქონა. ეს დეფინიცია ადამიანებს შორის ურთიერთობებსა და ინტიმურობას მაინც სექსის ჭრილში განიხილავს და ასექსუალობას და არომანტიულობას (რომანტიული მიზიდულობის დაბალ დონეს) მის მიღმა ტოვებს.

თავის ახალ წიგნში "ასექსუალური ეროტიკა: ინტიმური საკითხავი სავალდებულო სექსუალობაზე" პრზიბილო ცდილობს ხელახლა განმარტოს ის, თუ როგორ აღვიქვამთ ასექსუალობას: "უამრავი ნეგატიური სტერეოტიპი არსებობს, რომ ვიღაც უბრალოდ რეპრესირებული, ზარმაცი, კონსერვატიულია ან "ჯერ შესაფერის ადამიანს არ შეხვედრია". ეს ამცირებს ორიენტაციის ლეგიტიმურობას" აცხადებს პრზიბილო, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენის ასისტენტ პროფესორი.

ნაცვლად იმის გარკვევისა, თუ რა არ არის ასექსუალობა, "ასექსუალური ეროტიკა" ინტიმურობის ახალ ხედვას გვთავაზობს - ფემინისტური და ქვიარ თეორიის ჭრილში. პრზიბილოს მიზანია მკითხველს დაეხმაროს ასექსუალობის გააზრებაში ეროტიკის ჩარჩოს გამოყენებით.

"ანტირასისტი, ლესბოსელი, ფემინისტი მწერლებისთვის (მაგალითად ოდრი ლორდისთვის) ეროტიკის კონცეფცია სექსსა ან სექსუალობაზე არ არის აგებული" თქვა პრზიბილომ. ქვიარ ფემინისტი მწერლები პირიქით განმარტავენ, რომ ეროტიკა ენერგიაა, რომელსაც კავშირის შექმნა შეუძლია, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ზიგმუნდ ფროიდის თეორიებს, სადაც სასიცოცხლო ენერგია თვისობრივად სექსუალურად მოიხსენიება. "ეროტიკა შესაძლოა სექსსა და სექსუალობას მოიაზრებდეს, თუმცა ის ასევე შეიძლება ერთად მუშაობას, მეგობრებთან შეკრებას, შევიწროების წინააღმდეგ წასვლას ან რევოლუციის გაჩაღებასაც ნიშნავდეს" აცხადებს პრზიბილო. "ეროტიკა ისეთ სივრცეს იძლევა ასექსუალობისათვის, სადაც გაზიარება და კავშირები, კონტექსტურად, მაინცდამაინც სექსუალური ხასიათის არ არის".

ახლებურად განსაზღვრება სიახლოვის და ურთიერთკავშირისა - სექსისგან გამოყოფილად - იდენტობის შექმნის ტრადიციულ მეთოდის წინააღმდეგ სვლაა, აცხადებს პრზიბილო, აღნიშნავს რა, რომ უამრავ ადამიანს ჯერ კიდევ უწევს "დაამტკიცოს", რომ ასექსუალია. "დასავლურ საზოგადოებაში გვიწევს თითქმის "მოვითხოვოთ" საკუთარი სექსუალური იდენტობა, რათა დავამტკიცოთ, რომ ვარსებობთ. ეროტიკულ ჭრილში შეგვიძლია სექსუალური მიზიდულობის დეცენტრალიზება მოვახდინოთ იმის მიხედვით თუ როგორ განვმარტავთ ინტიმურობას".

აკადემიურად შემოწმებული, ღია წვდომის ონლაინ ჟურნალის "მძვინვარე ფემინიზმის" რედაქტორობისას, როდესაც პრზიბილომ ასექსუალობის კვლევა წამოიწყო ათიოდე წლის წინ, აღმოაჩინა რომ ძალიან მცირე რაოდენობის კვლევა არსებობდა. რაც მან იპოვა, ან უგულებელყოფდა სექსუალობას, ან ანივთებდა, როგორც რაღაც დამსხვრეულს, ან ნორმების მიღმა მყოფს. "ძველი კვლევები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ასექსუალობის რეალურობას, არის ეს ნამდვილი ორიენტაცია თუ პათოლოგია" - თქვა მან - "ხოლო ეს წიგნი სრულიად განსხვავებული არტიკულირებაა: ეს არის ფემინისტური ჩართულობა, რომელიც ასექსუალობის რეალურობას და ქვიარობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს" ამბობს პრზიბილო. "ეს მონოგრაფი ასექსუალობის შესახებ არის ფემინისტური, ქვიარი და მოუბოდიშებელი".

პრზიბილო აღნიშნა, რომ ასექსუალობას თან სდევს ფლუიდურობა, ისევე როგორც სხვა იდენტობებს; "სექსუალობის სპექტრში ყველა ადამიანი სადღაც ექცევა, ასექსუალობაც ამ სპექტრში არსებობს და ის შეიძლება სხვა სექსუალურ იდენტობებთან გადაიკვეთოს". ის ამბობს, რომ ასექსუალი ადამიანი, რომელიც კაცად იდენტიფიცირდება, შესაძლოა ასევე გეიდ იდენტიფიცირდებოდეს, და ჰქონდეს ინტიმური, ასექსუალური კავშირები სხვა მამაკაცებთან. "ჟურნალ Taking the Cake-ში მაიშას ერთი კარგი გრაფიკაა, რომელიც ამბობს "ასექსუალობას ბევრნაირი არომატი აქვს" თქვა პრზიბილომ; "შეიძლება იყო ასექსუალი და გეი, ასექსუალი და ბირომანტიული (რომანტიული მიზიდულობის ქონა კაცებისა და ქალების მიმართ ერთდროულად), დემისექსუალი (სექსუალური მიზიდულობის განცდა მხოლოდ ძლიერი ემოციური კავშირის დამყარების შემთხვევაში). უნდა მოვძებნომოდელები, რომლებიც უკეთ ასახავს ადამიანების რეალურ გამოცდილებებს". ასექსუალობა ასევე იკვეთება სხვა იდენტობებთან. მათ შორისაა: რასა, ეროვნება, კლასი (სოციალური ფენა), სქესი და უნარი. ეს გულისხმობს იმას, რომ ერთი ტიპის ასექსუალი ადამიანი არ არსებობს, - დაამატა მან.

ასექსუალობის კვლევით პრზიბილო ჯერ ალბერტას უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა, ხოლო მოგვიანებით იორკის უნივერსიტეტში, ორივე მის მშობლიურ ქვეყანაში - კანადაში. 2019 წელს მან უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას "გადავიფიქრო სექსი, წარმოვიდგინოთ ასექსუალობა: ინტერსექციული და ინტერდისციპლინარული პერსპექტივები", როგორც რუთ ვინ ვუდვარდის სახელობის სტიპენდიანტმა გენდერის, სექსუალობის და ქალთა კვლევების დეპარტამენტში, სიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტში, ვანკუვერში კანადაში. პრზიბილო წელს ილინოისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის ფაკულტეტს შეუერთდა, და მუშაობს ქალებისა და გენდერის კვლევების სერიულ გამოცემაზე.

მან აღნიშნა, რომ ასექსუალობის მიღება - როგორც მეტი, ვიდრე შემჩნეული ნაკლი - ნელნელა მატულობს, და ეს ფემინიზმისა და ქვიარ თეორიის სხვა მცდელობებსაც ასახავს. "ჩვენ ვაკვირდებით იმას, რაც აქამდე უთქმელი იყო" ამბობს პრზიბილო "და ვინტერესდებით ცოდნით, რომელიც არსებობდა, მაგრამ არც ისე ფართოდ აღიარებული იყო. ასექსუალობის განხილვა გვახსენებს, რომ ქვიარად ყოფნის და სხვებთან სიახლოვის გამოხატვის უამრავი გზა არსებობს".

თარგმნა: ანა ითონიშვილმა
წყარო



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია