"საჭიროა, კატეგორია 'ქალი' გადავიაზროთ" | ინტერვიუ ჯუდით ბატლერთან
თავზარდამცემი და ზოგჯერ საკმაოდ საშიშიცაა იმის ყურება, თუ როგორ შეუკავშირდნენ ტრანსების გამომრიცხველი ფემინისტები მემარჯვენე თავდასხმებს გენდერზე. ანტი-გენდერული იდეოლოგიის მოძრაობა არ ეწინააღმდეგება გენდერის შესახებ ერთ კონკრეტულ მოსაზრებას, არამედ იღწვის იმისაკენ, რომ საერთოდ ამოშალოს "გენდერი", როგორც ცნება და როგორც დისკურსი, სწავლის სფერო, როგორც სოციალურ ძალაუფლებასთან მიდგომა. ისინი ხან აცხადებენ, რომ თავად "სქესს" მეცნიერული სტატუსი აქვს, ხანაც - მასკულინური დომინაციისა და განსხვავებულობის ღვთაებრივ მანდატებს მოუხმობენ. როგორც ჩანს, არ ადარდებთ საკუთარ თავს რომ ეწინააღმდეგებიან. ანტი-გენდერული იდეოლოგია, ჩვენს დროში, ფაშიზმის ერთერთი მთავარი განშტოებაა.
ვირჯინია ვულფი: პროფესიები ქალებისთვის
ანგელოზი მოკვდა; და რა დარჩა? თქვენ მარტივად შეგიძლიათ თქვათ - დარჩა ახალგაზრდა გოგო, თავის საძინებელში, სამელნესთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან სიცრუეს თავი დააღწია და დარჩა საკუთარ თავთან მარტო. მაგრამ რა არის ეს "საკუთარ თავთან დარჩენა"? იცით რას ვგულისხმობ? იცით რას ნიშნავს იყო ქალი? დამიჯერეთ, მე არ ვიცი. არც იმის მჯერა, რომ თქვენ იცით. არ მჯერა, რომ ვინმემ შეიძლება გაიგოს მანამ, სანამ არ გამოხატავს თავის თავს რაიმე პროფესიაში, რომლებიც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა თავისი უნარების გამოვლენა შეძლონ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს აქ მოვედი - თქვენი პატივსცემა, ქალების, რომლებიც ახლა გადიხართ გზას იმისათვის, რომ გაიგოთ რას ნიშნავს ქალი, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობებით.
ინტერვიუ შერი ვულფთან | სოციალიზმი და ლგბტ გათავისუფლება
მნიშვნელოვანია, ერთი რამ გვახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოპოლიტურ წრეებში ქამინგ-აუთი დიდი ამბავი აღარ არის, ჯერ კიდევ რეალობაა ის, რომ აშშ-ის უმეტეს ნაწილში, ეს კონტროვერსიული საკითხია. ასე რომ, ამ ადამიანებისთვის "პრაიდი" ჯერ კიდევ არის ის ადგილი, სადაც შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც არიან და ჰქონდეთ თავისუფლება, იზეიმონ ეს ფაქტი. ეს ისეთი რამეა, რაზეც ცინიკურები არ უნდა ვიყოთ. თუმცა, ეს ამაზრზენი, სრული კორპორატიზება საზიანოა ყველა ჩვენგანისთვის, მემარცხენეებისთვის, მათთვის, ვისაც გვჯერა, რომ თავისუფლება არა "სითიბანკმა" ან "ბუდვაიზერმა" მოგვიტანა, არამედ იმან, რაც ხდება აშშ-ში მემარცხენეობის აღმასვლით. მაგალითად, ნიუ-იორკში და ბევრ სხვა ქალაქში პრაიდის აღლუმებზე ვიხილეთ  "ქვიარები პალესტინის გათავისუფლებითვის". მშრომელთა კლასის რაიონში, მაგალითად ქვინსში, არსებობდა ჯგუფი "სტოუნვოლიდან ბალტიმორამდე", რომელიც გეი გათავისუფლების და Black Lives Matter საკითხებს აერთიანებდა. ასეთი შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება.
ევროპული გენდერული პოლიტიკის მომავალი
კაპიტალიზმის ფარგლებში ქალებს განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ. მათი ექსპლუატაცია ხდება შრომის ბაზარზე და მათ დამსაქმებლებს არ ესმით, რას ნიშნავს მოხუცებულებზე ან ბავშვებზე ზრუნვა. კაპიტალიზმი ზრუნვას არ აფასებს. მემარცხენეებმა საზოგადოების შესახებ იდეა გვერდზე გადავდეთ. ჩვენ არ გვაქვს შეთავაზება, რომელიც  საფუძველს ჩაუყრიდა სოლიდარობას. არ შეიძლება უბრალოდ შეკრიბო ჯგუფები და გამოაცხადო: მოდით, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქალებს, გეებს, რომას... ქალების ექსპლუატაცია ასე ხდება, გეების და რომას კი -  ასე და მოდი, გავერთიანდეთ... ჩვენ გვჭირდება სოლიდარობისა და საზოგადოების გამაერთიანებელი იდეა, გამორკვევა იმისა, თუ ვინ ვდგავართ ერთად და როგორია ჩვენთვის სასურველი მომავალი. ჩვენ ეს დიდი კითხვები და ამგვარი საზოგადოების იდეა მემარჯვენეებს გადავულოცეთ.
ინტერსექსად ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ეს უბედურების მომტანად მიიჩნევა
ინტერსექსად ყოფნის  არაერთი შესაძლო ვარიაცია არსებობს, რასაც გენიტალიების, ქრომოსომის სტრუქტურების და ჰორმონების განსხვავებული კომბინაციები განსაზღვრავს. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა დაიბადოს ერთდროულად სათესლე ჯირკვლისა და კვერცხუჯრედის ქსოვილებით, ან კომბინირებულად ატარებდეს მდედრობით და მამრობით ქრომოსომებს. ჩვენ კონტრასტს ვართ მიჩვეული. ან მაღალი ხარ ან დაბალი, ან გამხდარი ან მსუქანი, ან ქალი ან კაცი, არ არსებობს შუალედი და სხვა ვარიანტების გათვალისწინება. არ არსებობს იმის ბიოლოგიური გაგება, თუ რა ხდება. ხალხს რომ ეს ესმოდეს, დისკრიმინაციაც არ იქნებოდა.
ასექსუალობის ახლებური ხედვა
ანტირასისტი, ლესბოსელი, ფემინისტი მწერლებისთვის (მაგალითად ოდრი ლორდისთვის) ეროტიკის კონცეფცია სექსსა ან სექსუალობაზე არ არის აგებული" თქვა პრზიბილომ. ქვიარ ფემინისტი მწერლები პირიქით განმარტავენ, რომ ეროტიკა ენერგიაა, რომელსაც კავშირის შექმნა შეუძლია, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ზიგმუნდ ფროიდის თეორიებს, სადაც სასიცოცხლო ენერგია თვისობრივად სექსუალურად მოიხსენიება. "ეროტიკა შესაძლოა სექსსა და სექსუალობას მოიაზრებდეს, თუმცა ის ასევე შეიძლება ერთად მუშაობას, მეგობრებთან შეკრებას, შევიწროების წინააღმდეგ წასვლას ან რევოლუციის გაჩაღებასაც ნიშნავდეს" აცხადებს პრზიბილო. "ეროტიკა ისეთ სივრცეს იძლევა ასექსუალობისათვის, სადაც გაზიარება და კავშირები, კონტექსტურად, მაინცდამაინც სექსუალური ხასიათის არ არის.
ტრანს კაცის წერილი ძველ სექსუალურ რეჟიმს
ქალბატონებო, ბატონებო და სხვებო, სექსუალური შევიწროების პოლიტიკის შესახებ ჯვარედინად გახსნილ ცეცხლში მოყოლილმა, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა, როგორც ორ სამყაროს შორის მოქმედმა კონტრაბანდისტმა - ერთი მხრივ, "კაცების" და მეორე მხრივ, "ქალების" სამყაროებისა (ამ ორ სამყაროს, შეიძლება, სულაც არ ეარსება, ზოგიერთნი გულმოდგინედ რომ არ ცდილობდნენ მათ განცლკევებულად შენარჩუნებას ერთგვარი სქესთა ბერლინის კედლის საშუალებით). მინდა იმ ამბავს მოგიყვეთ - "ნაპოვნი ობიექტის" ან უფრო სწორად "დაკარგული სუბიექტის" პოზიციიდან - რომელიც გზაზე გადასვლისას დაიკარგა.
მიტოვებული ქვიარები: რა ზიანს აყენებს ლგბტ ასიმილაცია ჩვენი თემის ყველაზე მოწყვლად წევრებს
28 ივნისის საღამოს, ბოლო ათწლეულების ყველაზე ისტორიული ნიუ იორკის პრაიდის კვირეულის აღსანიშნავად, ორი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული ზეიმი მოეწყო. ამ ორიდან უფრო კაშკაშა და შთამბეჭდავი იყო ყველასათვის სათაყვანო 'ცეკვა პირსზე'. როცა პრაიდის აღლუმი ჟინჟლნარევ დასასრულს მიუახლოვდა, ახალგაზრდა, ჰომოსექსუალი და მეტწილად თეთრი მამაკაცების მხიარული და ენერგიული ბრბო ჰადსონის მდინარის პარკის 26-ე პირსისაკენ გაეშურა, სადაც არიანა გრანდე ღია ცის ქვეშ გამართული მაღალბიუჯეტიანი მეგა წვეულების ჰედლაინერი (მთავარი შემსრულებელი) იყო. ღონისძიება, რომელიც სრულყოფილად იყო აღჭურვილი ლაზერული განათებებით, უამრავი ჯამბოტრონით (დიდი ვიდეო ეკრანი), ფეირვერკებითა და ნახევრად შიშველი 'გო-გო' მოცეკვავეების ლეგიონით, თავზეხელაღებით ადასტურებდა ურბანული ჰომოსექსუალობის ახლადშეძენილ მოდურობას. შეშვება 80 დოლარიდან იწყებოდა, მაგრამ ამან ნამდვილად ვერ შეუშალა ხელი ენთუზიაზმით სავსე 10 000 ფანს დასეოდნენ ბილეთებს იმის სანახავად, რაც ორგანიზატორებმა მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი კლასის ლგბტ ღონისძიებად შეაფასეს.
‹‹
1
2 3 ››


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია