ასია ბაზდირიევას ომის დღიურები (თარგმანი)
ასია ბაზდირიევა კიევში მცხოვრები მკვლევარი და ხელოვნების ისტორიკოსია. ის Geocinema-ს კოლექტივის წევრია, დოკუმენეტური კვლევითი პროექტის, რომელიც შეისწავლის ინფტრაქტრუქტურებს და დედამიწის შემსწავლელ მონაცემებს, როგორც კინოს ფორმას. ომის პირველ დღეებში ასიას დღიურს შემთხვევით გადავეყარე ინსტაგრამზე და მას შემდეგ ის ჩემთვის ამ ომის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ მთხრობელად იქცა. ხშირად ვუზიარებდი ხოლმე ასიას დღიურების სქრინებს ქართველ, გერმანელ და უკრაინელ მეგობრებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი აზრები იყოფოდა სხვადასხვა თემაზე, მაგალითად დეკოლონიზმზე, ნაციონალიზმზე. ასია ხშირად მარტივ სიტყვებს პოულობს ამ ახლართული ცნებების ერთმანეთისგან განსაცალკევებლად და გასარკვევად.
ამანდა
როგორც კი მშობლები სახლის კარს გაიხურავდნენ, დედის ტრილიაჟისკენ გარბოდა, სადაც პარფიუმერია ეგულებოდა. გამოეწყობოდა დედის ქუსლიან ფეხსაცმლებში და როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერს სახეზე ისვამდა, ფერად-ფერადი პომადებით იღებავდა ტუჩებს. მოკლედ, დიდი ზეიმი ჰქონდა. სახლში დაბრუნებული დედა პოულობდა გაფუჭებულ, ამოჩიჩქნილ ნელსაცხებლებს და ტყდებოდა ამაზე ერთი აურზაური, თუმცა ყოველთვის ჰყავდა დამცველი ბებია, რომელიც მის ასეთ ქცევას ბავშვურობით ხსნიდა და მუდამ მის გამართლებაში იყო. სკოლაში მისვლის მერე ცოტა ხნით ეს გასართობები დაივიწყა, სხვა ამბებმა მიიქცია მისი ყურადღება - იქაურ აქტივობებზე გადაერთო. მისი მეგობრები სულ გოგოები იყვნენ, მათთან მეტ საერთოს პოულობდა, მათთან ლაპარაკი და თამაში ერჩივნა. მესამე კლასში იყო, დედას რომ გამოუცხადა, გოგო ვარო. შინაგანად რასაც გრძნობდა, ის თქვა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ისეთი გულწრფელობით, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. დედა თავიდან პანიკაში ჩავარდა. მაგრამ მერე მივიწყებას მიეცა ამანდას ნათქვამი და ეს ამბავიც მის ბავშვურ გართობას მიეწერა.   
სქაიფოლის ჩანაწერები: ძველი დღიურიდან
მოსაღამოვდა. გამწარებული, სწრაფად ვიკეთებ  ახალ მაკიაჟს. აგერ მობნელდა ნელნელა, "ცოტა დავლიოს" პრინციპით ვიწყებ სმას, იმ იმედით, რომ ვიქნები მეტად ნიჭიერი მსახიობი ეგრედ წოდებულ კლიენტთან, შეთრობის შემდგომ ვიძახებ ტაქსის, რომელსაც გულისყურით ვაკვირდები აივნიდან. თავდასხმის და ზოგადი ტრანსფობიური დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ისე ვმოქმედებ, როგორც კარგი მესაზღვრე. მზვერავივით რენტგენს ვუტარებ მთლიანად კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას და როცა დავრწმუნდები, რომ ჩემი ჩასვლა, სადარბაზოდან გასვლა და ტაქსიმდე მისვლა უსაფრთხოა,  მაშინვე გამალებით, აჩქარებული ნაბიჯებით, თავდახრილი მივემართები დაბლა. ამ თავდახრასაც თავისი მიზეზი აქვს. თმა წინ, სახეზე მეყრება და სახეს ვმალავ, თითქოს ვთავისუფლდები შიშისგან და სტრესისგან, ან ჩემი კომპლექსებისგან, რომელიც ხალხის მიმართ მაქვს. როცა მოვთავსდები ტაქსის უკანა სავარძელზე, თამამად ამოვისუთქებ. სად მივდივართ, მძღოლი მეკითხება.  რა თქმა უნდა ვუთითებ ტრანსგენდერ ქალთა თავშეყრის ადგილს და მივემართები სხვა მეგობრების სანახავად...
დავიღალე
დავიღალე იმით, რომ დაღლილი ვიძინებ და კიდევ უფრო დაღლილი ვიღვიძებ. დავიღალე არჩევნებით და პოლიტიკოსებით და მათგან თავისუფალ რეალობაში ცხოვრების აბსოლუტური შეუძლებლობით - მათი მესიჯებით, ზარებით, ბილბორდებით, ფლაერებით, ოჯახის წევრებით, ახლობლებით და გულშემატკივრებით, მათით სავსე სიზმრებით და კოშმარებით. ამ ყველაფრის კომიკური ბინარულობითაც ძალიან დავიღალე. დავიღალე ნაცებითაც და ქოცებითაც, ყოველგვარი მნიშვნელობისაგან დაცლილი სიტყვებით დემოკრატია, განვითარება, პროგრესი. დავიღალე აგენტებით, მოღალატეებით, დემაგოგებით, ყოფილი, მიმდინარე და მომავალი პრეზიდენტებით, ომის დაწყებაზე დაუსრულებელი აპელაციით, რუსეთუმეებით და ევროპული მომავლით და საბჭოთა წარსულით. დავიღალე ბატონი ბიძინათი და მასზე ხუმრობით, გირჩით და გირჩზე ხუმრობით.
‹‹
1
2 3 4 5 ››


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია