ფოტო: ლინ კონვეი. ილუსტრაცია: Sophya Stavrogyna
ლინ კონვეი - უხილავი ქალი და რევოლუციონერი მეცნიერი
10 07 2018

საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის ლინ კონვეის ღვაწლის შესახებ კომპიუტერულ და საინჟინრო ინდუსტრიაში. ლინი 80 წლის ამერიკელი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც უამრავი ინოვაცია შემოიტანა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში და მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ ყველანი თანამედროვე კომპიუტერებსა და სმარტფონებს ვფლობთ და რომ კომუნიკაციებმა და კომპიუტერულმა ინჟინერიამ მსოფლიოში ამხელა პროგრესი განიცადა.

გარდა იმისა, რომ კონვეის ბიოგრაფია ასეთი შთამბეჭდავი მიღწევებითაა სავსე, მინდა საზოგადოებამ ისიც დაინახოს, თუ რაოდენ წარმატებული შეიძლება იყოს ტრანსგენდერი ქალისა და ზოგადად ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება. მინდა ადამიანებმა გაიაზრონ, თუ რატომ უნდა ვიყოთ თანასწორნი, რატომ უნდა ვსარგებლობდეთ თანაბარი უფლებებით და თუ რა შედეგს გამოიღებს ეს. არავინ იცის, შეიძლება მორიგი ლინ კონვეი ჩვენს შორისაც ცხოვრობს და ისევე იტანჯება, როგორც მისი წინამორბედი.

ლინ კონვეიმ წარმატებას მიაღწია იმ გაუსაძლის პირობებში, როდესაც ტრანსგენდერობა პათოლოგიზებული იყო მსოფლიოში, როდესაც ტრანსგენდერი ადამიანები, სამწუხაროდ, მსოფლიო ჯანდაცვის სტანდარტებითაც კი, შეშლილებად ითვლებოდნენ, მაგრამ ამ ძლიერმა ქალმა სასწაულებრივად დიდ წარმატებას მიაღწია. ეს მას ძვირად დაუჯდა - დიდი ხნით დაკარგა ახლობლების და კოლეგების მხარდაჭერა, მაგრამ მაინც შეძლო კაცობრიობის ისტორიაში კვალის დატოვება და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

კონვეი ნიუ იორკში გაიზარდა. ბავშვობაში ძალიან მორცხვი იყო და იმ პერიოდში გენდერული დისფორიით იტანჯებოდა. მისი პირველი აღტაცება და გატაცება ასტრონომია გახლდათ და ერთ გაზაფხულზე საკუთარი ხელით ტელესკოპიც კი ააწყო, რათა ვარსკვლავებზე დაკვირვება ეწარმოებინა. ბავშვობიდან კარგად სწავლობდა მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებს. 1955 წელს კონვეიმ MIT-ში ჩააბარა (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი) სადაც უმაღლეს ქულებს იღებდა, თუმცაღა მან MIT მიატოვა იმედგაცრუების გამო, რადგანაც ტრანზიცია ვერ მოახერხა 1957-1958 წლებში, მაშინდელი სამედიცინო კლიმატის გამო.

რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ, როგორც ელექტრო ტექნიკოსმა, კონვეიმ სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერების ფაკულტეტზე განაგრძო, სადაც მაგისტრის ხარისხი მოიპოვა კომპიუტერული ინჟინერიის განხრით1962-1963 წლებში. 1964 წელს კონვეი კომპანია IBM-ში აიყვანეს, სადაც მალევე არჩეულ იქნა არქიტექტურულ ჯგუფში, რომელიც თანამედროვე სუპერკომპიუტერის შექმნას ცდილობდა. იგი ერთ-ერთი მათგანია, ვინც თანამედროვე ძლიერი წარმადობის მიკროპროცესორების შექმნაში შეიტანა წვლილი.

მალე ლინი გაეცნო პიონერულ კვლევას, რომელიც ჰარი ბენჟამინმა ტრანსსექსუალთა მკურნალობის საკითხზე ჩააატარა და გააანალიზა, რომ სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია უკვე შესაძლებელი იყო. კონვეიმ მას დახმარება სთხოვა და მისი პაციენტი გახდა. რამდენიმეწლიანი ტანჯვისა და დეპრესიის შემდეგ, რასაც კონვეი განიცდიდა გენდერული დისფორიის გამო, ლინი ბენჟამინს დაუკავშირდა, რომელიც დათანხმდა, მისთვის კონსულტაცია გაეწია და შემდეგ ჰორმონები დაენიშნა. ბენჟამინის მზრუნველობის ქვეშ, კონვეიმ დაიწყო ტრანზიცია.

იმ დროისთვის, როცა კონვეი იტანჯებოდა საკუთარი მასკულინური გენდერული როლით, უკვე ორი შვილი ჰყავდა. ტრანზიციის შემდეგ კონვეის მათი ნახვის უფლება ჩამოერთვა. ლინს იმედი ჰქონდა, რომ ტრანზიციის პერიოდში სამსახურის შენარჩუნებას მაინც შეძლებდა, თუმცა IBM-მა კონვეი სამსახურიდან გააგდო 1968 წელს, მას შემდეგ, რაც მან ტრანზიციის შესახებ ღიად განაცხადა.

ტრანზიციის დასრულების შემდეგ 1968 წელს კონვეიმ სახელი და იდენტობა შეიცვალა და მისი და კარიერა თავიდან დაიწყო, ამჯერად მალულად, იგი "Computer Applications"-ის კორპორაციაში კონტრაქტით პროგრამისტი გახდა და ასევე დაიწყო მუშაობა "Memorex"-ის კორპორაციაში, 1969-1
972 წლებში სადაც ციფრული სისტემების დიზაინერი და კომპიუტერული არქიტექტორი იყო.

1973 წელს იგი შეუერთდა Xerox PARC-ს და ინტეგრალურ მიკროსქემბზე (VLSI) დაიწყო მუშაობა. 1979 წელს კარვერ მედთან ერთად თანაავტორი გახდა სახელმძღვანელოსი "შესავალი VLSI სისტემებში (Introduction to VLSI Systems). ეს ნამუშევარი და ლინის მიღწევები მიკროსქემების (ე.წ. ჩიპი) განვითარებასა და დიზაინში იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ეს მოვლენა მედისა და კონვეის რევოლუციის სახელით შევიდა ისტორიაში. სახელმძღვანელო მალე გახდა სტანდარტული გზამკვლევი ჩიპების დიზაინში, რომელსაც 1983 წლისთვის უკვე 100-ზე მეტი უნივერსიტეტზე იყენებდა. სახელმძღვანელო წიგნები და კურიკულუმები იწყებოდა მედისა და კონვეის რევოლუციით VLSI სისტემურ დიზაინში.

კონვეიმ ქამინგ-აუთი, როგორც ტრანსგენდერმა ქალმა 1999 წელს დაიწყო. იგი საუბრობდა მეგობრებთან და კოლეგებთან მის გენდერულ ტრანზიციაზე, ასევე შექმნა პერსონალური ვებსაიტი, რათა თავისი ისტორია მსოფლიოსთის გაეზიარებინა. მის შესახებ მალე გამოქვეყნდა ჟურნალებში "Scientific America" და "Los Angeles Times".

მას შემდეგ, რაც ლინ კონვეიმ გაასაჯაროვა თავისი ისტორია, ის ტრანსგენდერი აქტივისტი გახდა იმ მიზნით, რომ გენდერული იდენტობისა და გენდერული ტრანზიციის პროცესების გაშუქების ნორმალიზებისთვის შეეწყო ხელი. წლების განმავლობაში, მან ტრანზიციაში მყოფ არაერთ ტრანსგენდერ ქალს გაუწია დახმარება. ამისთვის ის იყენებს თავის ვებსაიტს, რომლის მეშვეობითაც ეხმარება მათ რჩევებით, მედიკამენტებით და ემოციურად. მისი ვებსაიტს მუმივად ემატება სიახლეები ტრანს-სპეციფიკური სამედიცინო პროცედურების და სამეცნიერო მიღწევების შესახებ. ლინი გულმხურვალე ადვოკატია მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ტრანსი ადამიანებისთვის თანაბარი უფლებებისა და სამუშაო პირობების მიღწევისთვის, ისევე როგორც ფსიქიატრთა საზოგადოებაში ტრანსგენდერი ადამიანების პათოლოგიზების შემცირებისთვის ბრძოლაში.

ლინი იყო მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანებით დაკომპლექტებული პირველი დასის წევრი "ვაგინა მონოლოგების" პერფორმანსში, რომელიც ლოს ანჯელესში 2004 წელს გაიმართა.

2009 წელს "სტოუნუოლის ამბოხების" 40 წლის თავზე, ლინი "40 ტრანსგენდერ გმირს" შორის დაასახელეს.

სხვა არაერთ შთამბეჭდავ აღიარებასთან ერთად, ლინი ჟურნალმა "Time" 2014 წელს დაასახელა იმ 21 ტრანს ადამიანს შორის, რომელთაც ამერიკულ კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

სასარგებლო ბმულები:

https://www.youtube.com/watch?v=7ncuhRYmfJw ლექცია ლინ კონვეის შესახებ: "უხილავი ქალი"


https://en.wikipedia.org/wiki/Lynn_Conway გვერდი ვიკიპედიაზე

http://ethw.org/Lynn_Conway ლინ კონვეის ბიოგრაფია

http://ai.eecs.umich.edu/people/conway/conway.html ვებსაიტი ლინის შესახებ.



ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის