English
სიახლეები
სტატიები
თვალსაზრისი
ინტერვიუ
ბიოგრაფიები
ბლოგი
ომის დღიურები
ანიკოს ბლოგი
ტრანს ამბები
ნიას ბლოგი
საფოს დღიურები
ნუკრის ბლოგი
სქაიფოლის ჩანაწერები
სანდროს ბლოგი
კამპანიები
ქვიარ დები
16 დღე
ტრანს
ქამინგ-აუთ
გენდერი &
სექსუალობა
ხელოვნება
ლიტერატურა
კინო
მუსიკა
მხატვრობა/ფოტოგრაფია
პოდკასტი
ბლოგი
07 04 2022
ომის დღიურები
https://lesbi.ge/s/nv7/
ასია ბაზდირიევას ომის დღიურები (თარგმანი)
ასია ბაზდირიევა კიევში მცხოვრები მკვლევარი და ხელოვნების ისტორიკოსია. ის Geocinema-ს კოლექტივის წევრია, დოკუმენეტური კვლევითი პროექტის, რომელიც შეისწავლის ინფტრაქტრუქტურებს და დედამიწის შემსწავლელ მონაცემებს, როგორც კინოს ფორმას. ომის პირველ დღეებში ასიას დღიურს შემთხვევით გადავეყარე ინსტაგრამზე და მას შემდეგ ის ჩემთვის ამ ომის ისტორიის ერთ-ერთ მთავარ მთხრობელად იქცა. ხშირად ვუზიარებდი ხოლმე ასიას დღიურების სქრინებს ქართველ, გერმანელ და უკრაინელ მეგობრებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი აზრები იყოფოდა სხვადასხვა თემაზე, მაგალითად დეკოლონიზმზე, ნაციონალიზმზე. ასია ხშირად მარტივ სიტყვებს პოულობს ამ ახლართული ცნებების ერთმანეთისგან განსაცალკევებლად და გასარკვევად.
03 07 2020
ტრანს ამბები
https://lesbi.ge/s/pe2/
ამანდა
როგორც კი მშობლები სახლის კარს გაიხურავდნენ, დედის ტრილიაჟისკენ გარბოდა, სადაც პარფიუმერია ეგულებოდა. გამოეწყობოდა დედის ქუსლიან ფეხსაცმლებში და როგორც თვითონ ამბობს, ყველაფერს სახეზე ისვამდა, ფერად-ფერადი პომადებით იღებავდა ტუჩებს. მოკლედ, დიდი ზეიმი ჰქონდა. სახლში დაბრუნებული დედა პოულობდა გაფუჭებულ, ამოჩიჩქნილ ნელსაცხებლებს და ტყდებოდა ამაზე ერთი აურზაური, თუმცა ყოველთვის ჰყავდა დამცველი ბებია, რომელიც მის ასეთ ქცევას ბავშვურობით ხსნიდა და მუდამ მის გამართლებაში იყო. სკოლაში მისვლის მერე ცოტა ხნით ეს გასართობები დაივიწყა, სხვა ამბებმა მიიქცია მისი ყურადღება - იქაურ აქტივობებზე გადაერთო. მისი მეგობრები სულ გოგოები იყვნენ, მათთან მეტ საერთოს პოულობდა, მათთან ლაპარაკი და თამაში ერჩივნა. მესამე კლასში იყო, დედას რომ გამოუცხადა, გოგო ვარო. შინაგანად რასაც გრძნობდა, ის თქვა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ისეთი გულწრფელობით, როგორც მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ. დედა თავიდან პანიკაში ჩავარდა. მაგრამ მერე მივიწყებას მიეცა ამანდას ნათქვამი და ეს ამბავიც მის ბავშვურ გართობას მიეწერა.
08 03 2020
სანდროს ბლოგი
https://lesbi.ge/s/5rt/
8 მარტის ერთი გამქრალი ტრადიცია
სოფელში, სადაც გავიზარდე, ბევრი არაფერი ხდებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის. სუფრის გაშლა და ქეიფი ქალებისგან დიასახლისობას და კაცებისთვის გამასპინძლებას მოითხოვდა. ქალს უნდა გაემზადებინა საჭმელი, დაელაგებინა სახლი, გაეშალათ სუფრა და გამასპინძლებოდა სტუმრებს. ქალები მაგიდასთან დიდხანს ვერ სხდებოდნენ, რადგან საჭმელს ჩამატება სჭირდებოდა, ან ვინ გააცხელებდა ჩაქაფულსა და ტოლმას?! ასე ხდებოდა წელიწადში 364 დღე, თუმცა იყო ერთი განსაკუთრებული 24 საათი, როდესაც თითქოს ყველაფერი იცვლებოდა.
30 11 2019
სქაიფოლის ჩანაწერები
https://lesbi.ge/s/jxf/
"ტრანსი ვერ გახდები, თუ ასეთად არ დაიბადე"
შეცვალე მუსიკა "ფლეილისტში" და ისევე შეიცვლება შენი ხასიათი და განწყობაც. მე მიმაჩნია და არა მარტო მე - ეს ზოგადად ასეა, ტრანსი ვერ გახდები, თუ ასეთად არ დაიბადე. სულ მახსენდება ჩემი პირველი სიყვარული. ოჯახი მეტად რელიგიურ-ტრადიციული იყო, სადაც პროპაგანდას ვერავინ გამიწევდა, თუმცა რის პროპაგანდასაც მიწევდა, იმის შედეგია ჩემი, მეოთხე კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობა. თითქმის ყველა სახეობის ტრანსპორტის მართვას დავეუფლე, გარდა ვერტმფრენისა და გემისა. ნავის ნიჩბებით მართვის პრინციპი კი ვიცი.
20 11 2019
ტრანს ამბები
https://lesbi.ge/s/42a/
"მკვდარს რად უნდა დაბადების მოწმობა?"
გაბიზე ადრეც დავწერე. მოგიყევით, როგორ ცხოვრობდა პატარა, ლამაზ სოფელში, როგორი უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა და როგორ თავს ევლებოდა მთელი ოჯახი. რომ წამოიზარდა, ნელ-ნელა საკუთარი გენდერული იდენტობის გარკვევა დაიწყო. გაუგებრობები ოჯახთან მაშინ არ დაწყებულა. დედას გეი ეგონა, თუმცა ამის გამო პრობლემა მისთვის არასდროს შეუქმნია. ამასობაში გაბი თბილისში წამოვიდა სასწავლებლად. დასვენების დღეებში უპრობლემოდ ჩადიოდა სახლში. იქ კი ყველაფერი ძველებურად ხვდებოდა.
02 11 2019
სქაიფოლის ჩანაწერები
https://lesbi.ge/s/u4w/
სქაიფოლის ჩანაწერები: "კლიენტს ტუჩებში არ აკოცო"
ქალაქი ისტამბული, ჩემი ბოლო დღე თურქეთში. ავტობუსი მალე გადის. საფეხურზე ვზივარ წყლის ბოთლით ხელში, გამალებით ველი როდის დადგება გამგზავრების დრო... ერთი სული მაქვს თბილისი ვიხილო, ის თბილისი, სადაც 11წელი ვიცხოვრე... ქალაქი, რომლის ყველა კუთხე-კუნჭული და მის ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანების მენტალიტეტი ვიცი... ქალაქი, რომელიც ჩემი სახლია, მისი ღამის ცხოვრებით... სადაც სახლში ვარ... 12 საათზე მეტი ვიმგზავრე.
27 07 2019
სქაიფოლის ჩანაწერები
https://lesbi.ge/s/f89/
სქაიფოლის ჩანაწერები: ძველი დღიურიდან
მოსაღამოვდა. გამწარებული, სწრაფად ვიკეთებ ახალ მაკიაჟს. აგერ მობნელდა ნელნელა, "ცოტა დავლიოს" პრინციპით ვიწყებ სმას, იმ იმედით, რომ ვიქნები მეტად ნიჭიერი მსახიობი ეგრედ წოდებულ კლიენტთან, შეთრობის შემდგომ ვიძახებ ტაქსის, რომელსაც გულისყურით ვაკვირდები აივნიდან. თავდასხმის და ზოგადი ტრანსფობიური დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად ისე ვმოქმედებ, როგორც კარგი მესაზღვრე. მზვერავივით რენტგენს ვუტარებ მთლიანად კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას და როცა დავრწმუნდები, რომ ჩემი ჩასვლა, სადარბაზოდან გასვლა და ტაქსიმდე მისვლა უსაფრთხოა, მაშინვე გამალებით, აჩქარებული ნაბიჯებით, თავდახრილი მივემართები დაბლა. ამ თავდახრასაც თავისი მიზეზი აქვს. თმა წინ, სახეზე მეყრება და სახეს ვმალავ, თითქოს ვთავისუფლდები შიშისგან და სტრესისგან, ან ჩემი კომპლექსებისგან, რომელიც ხალხის მიმართ მაქვს. როცა მოვთავსდები ტაქსის უკანა სავარძელზე, თამამად ამოვისუთქებ. სად მივდივართ, მძღოლი მეკითხება. რა თქმა უნდა ვუთითებ ტრანსგენდერ ქალთა თავშეყრის ადგილს და მივემართები სხვა მეგობრების სანახავად...
28 11 2018
ანიკოს ბლოგი
https://lesbi.ge/s/gue/
დავიღალე
დავიღალე იმით, რომ დაღლილი ვიძინებ და კიდევ უფრო დაღლილი ვიღვიძებ. დავიღალე არჩევნებით და პოლიტიკოსებით და მათგან თავისუფალ რეალობაში ცხოვრების აბსოლუტური შეუძლებლობით - მათი მესიჯებით, ზარებით, ბილბორდებით, ფლაერებით, ოჯახის წევრებით, ახლობლებით და გულშემატკივრებით, მათით სავსე სიზმრებით და კოშმარებით. ამ ყველაფრის კომიკური ბინარულობითაც ძალიან დავიღალე. დავიღალე ნაცებითაც და ქოცებითაც, ყოველგვარი მნიშვნელობისაგან დაცლილი სიტყვებით დემოკრატია, განვითარება, პროგრესი. დავიღალე აგენტებით, მოღალატეებით, დემაგოგებით, ყოფილი, მიმდინარე და მომავალი პრეზიდენტებით, ომის დაწყებაზე დაუსრულებელი აპელაციით, რუსეთუმეებით და ევროპული მომავლით და საბჭოთა წარსულით. დავიღალე ბატონი ბიძინათი და მასზე ხუმრობით, გირჩით და გირჩზე ხუმრობით.
20 11 2018
ტრანს ამბები
https://lesbi.ge/s/km5/
მკვდრად შერაცხული შვილები
2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის აქტი. ამ კანონს მეორენაირად შეპარდის აქტსაც ეძახიან. კანონის მიღებას საფუძვლად დაედო წლების წინ ჩადენილი ორი სასტიკი მკვლელობა: მეთიუ შეპარდი, რომელიც მოკლეს იმიტომ, რომ გეი იყო და და ჯეიმს ბერდი, რომლის მკვლელობის მიზეზი მისი კანის ფერი გახდა. ორივე შემთხვევაში მკვლელობის მოტივს სიძულვილი წარმოადგენდა.
09 11 2018
ტრანს ამბები
https://lesbi.ge/s/cet/
ამბავი კაცისა, რომელიც, შემთხვევით, ქალის სხეულში დაიბადა
დიდი ხანია მინდა ბარტზე დავწერო. გამორჩეული ადამიანია. სანამ გავიცნობდი, მანამდეც სულ მესმოდა მის შესახებ. რომ დავურეკე და ვუთხარი, ბლოგის დაწერა გადავწყვიტე შენზე, წინააღმდეგი თუ არ ხარ თქო, სიამოვნებით დამთანხმდა, მაგრამ დიდხანს მალოდინა. მუდმივად დაკავებულია, სულ რაღაცას აკეთებს. სულ იქაა, სადაც ვიღაცას უჭირს. თემის წევრის გამო, ბევრჯერ, საკუთარი საქმე გადაუდია. მისი იმედი ყოველთვის აქვთ.
‹‹
‹
1
2
3
4
5
›
››
პოპულარული
სად არიან მეცნიერი ქალები, აინტერესებს კაცს, რომელმაც სარეცხი მანქანის ჩართვა არ იცის
მონიკას ორი ცხოვრება
მე ფატიმა ვარ
ფემინისტური საკითხავი
Facebook
Twitter
Tweets by WISG_
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვისგმა" (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 16 მაისს ლიტერატრულ კაფე "ნოველაში" გამოფენა-ინსტალაციას "ჰომოფობიის ლაბირინთი – labyrinth of homophobia" უმასპინძლა.
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა