ქალი, ნარკოტიკები, სტიგმა
21 წლის ასაკში, დედას სახლიდან პირველად რომ გადავსახლდი სხვაგან, პირდაპირ შორეული კუნძულის სულ ბოლო, ქვედა კიდეში იყო, სადაც თბილისიდან ჩასვლა ყველაზე სწრაფად 2 თვითმფრინავით და სამი მატარებლით, 18 საათში შეიძლებოდა. ბოლო მატარებლიდან რომ ჩამოვბობღდი, გადაქანცული და დაზაფრული, ბაქანზე საოცრად კეთილშობილი შესახედაობის, თუმცა ჩემზე მეტად დაბნეული წყვილი დამხვდა, რომელთანაც სახლი შემდეგი 1 წელი უნდა გამეყო. ზაკი ჩემთან ერთად სწავლობდა, შარლოტა კი ჩვენზე ერთი წლით იყო უმცროსი. ერთმანეთის გასაცნობად ფრთხილად დავიწყეთ საუბარი ზოგად ღირებულებებზე, პოლიტიკურ თუ რელიგიურ მოსაზრებებზე და მალე სხვადასხვა სუბსტანციებისადმი დამოკიდებულებასაც მივადექით.
გაბი - თავისუფლება სიცოცხლის რისკის ფასად
გაბი ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი ტრანსგენდერი ქალია მათ შორის ვისაც ვიცნობ. სახელი სერიალ "პრისიონერას" მთავარი გმირის, გაბრიელას ხათრით დაირქვა, ისიც უსამართლობის მსხვერპლი იყო, ჩვენი ცხოვრება ამ კუთხით ერთმანეთს გავსო, მითხრა. ცხოვრება მის მიმართ მართლაც უსამართლოა. ბავშვობა კი ჰქონდა ლაღი და უზრუნველი - ლამაზ სოფელში ცხოვრობდა, დედა ცივ ნიავს არ აკარებდა, დასთან განსაკუთრებულად მეგობრობდა, სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მასწავლებლებსაც უყვარდათ და კლასელებსაც, მუდმივად მოწესრიგებული, გამოწკეპილი დავდიოდიო. სწავლითაც კარგად სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბიჭი ქალაჩუნას ეძახდა, სკოლაზე და კლასელებზე ლაპარაკი მაინც უყვარს.
ნარკოპოლიციის პოლიტიკური ზარბაზანი
1967 წლის 19 აპრილს, კეტრინ შვიცერი, სირაკუზის უნივერსიტეტის ჟურლისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ბოსტონის მარათონზე დარეგისტრიდა - სახელის ინიციალებით K.W. Switzer. იმ დროისთვის "მოყვარულ ათლეტთა კავშირი" ქალებს მარათონებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა. შვიცერი პირველი ქალი იყო, რომელმაც მარათონში ოფიციალურად მიიღო მონაწილება. ისტორიულმა ფოტომ კი, რომელზეც ჩანს, როგორ ებღაუჭებიან მარათონის ორგანიზატორები შვიცერს და მისი სარეგისტრაციო ნომრის მოხსნას ცდილობენ, მსოფლიო მოიარა. ჟურნალმა Life ეს ფოტო შეიტანა სიაში: "100 ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა".
ნატა - იუმორით ძალადობის წინააღმდეგ
ნატა ტრანსგენდერი ქალია. დეკემბერში გავიცანი, მას შემდეგ რაც WISG-ში დავიწყე მუშაობა. თავიდან ალმაცერად მიყურებდა, მერე დამიმეგობრდა. 6 თვის იყო დედის მშობლებმა და ძმებმა მამა რომ მოუკლეს. სასამართლო ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, თითქოს ბუნდოვნად მახსოვს კიდეც სასამართლო დარბაზიო, ამბობს. ალბათ უფრო სხვებისგან მოსმენილით ააგო წარმოსახვაში, რომ თვითონაც ესწრებოდა პროცესს. ამ ამბის მერე ძალიან მალე დედა გათხოვდა და წავიდა. ნატა მამის მშობლებმა გაზარდეს. ყველაზე ბედნიერი სწორედ ის დრო იყო, ბებიასთან და პაპასთან ერთად რომ ცხოვრობდა სოფელში.
რატომ არის "საშიში დედა" საშიში?
გასული წლის დეკემბერში, თბილისის კინოფესტივალის შემდეგ, ჩემ ირგვლივ ყველა ანა ურუშაძის "საშიში დედა"-ს შესახებ ალაპარაკდა. ზოგი ამბობდა, რომ ფილმი თითიდან ძალით გამოწოვილ პრობლემებს ეხება, ზოგს მსახიობების შესრულება არ მოეწონა - ხელოვნური და თეატრალური ეჩვენა. წავიკითხე ქართველი ჩინიანი კრიტიკოსების რეცენზიებიც, რომლებიც ასევე არ წყალობენ ფილმს. მაგალითად, ალექსანდრე გაბელია წერს, რომ ამ ფილმში ახალი არაფერია, "რადგან [ის] ვერ ქმნის მეტა-ტექსტუალურ დისკურსს, სადაც დისტოპიურმა ენამ ერთი მხრივ ინდივიდისა და სისტემის შეტაკების მიზეზშედეგობრიობა უნდა ასახოს". უფრო მწვავე კრიტიკის (უფრო სწორედ ცინიზმის) ქარცეცხლში გაატარა ის თეო ხატიაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ "საშიში დედა" მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა გადაიღოს ფილმი ახალგაზრდა რეჟისორმა.


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია