:
სქაიფოლის ჩანაწერები: "კლიენტს ტუჩებში არ აკოცო"
02 11 2019

ქალაქი ისტამბული, ჩემი ბოლო დღე თურქეთში.

ავტობუსი მალე გადის. საფეხურზე ვზივარ წყლის ბოთლით ხელში, გამალებით ველი როდის დადგება გამგზავრების დრო. ერთი სული მაქვს თბილისი ვიხილო, ის თბილისი, სადაც 11 წელი ვიცხოვრე. ქალაქი, რომლის ყველა კუთხე-კუნჭული და მის ყველა რაიონში მცხოვრები ადამიანების მენტალიტეტი ვიცი. ქალაქი, რომელიც ჩემი სახლია, მისი ღამის ცხოვრებით. სადაც სახლში ვარ. 12 საათზე მეტი ვიმგზავრე.

უკან ინგლისურენოვანი მგზავრი ზის, მის გვერდზე კი ქართველი ახალგაზრდა ბიჭები სხედან, ასე თუ ისე ჰომო, ტრანსფობიური განწყობით, და არამარტო... აწუხებენ ამ უცხოელს, იცინიან, ეკითხებიან რაღაცეებს და მის ინგლისურად გაცემულ პასუხებზე იცინიან, რაკი მას ქართული არ ესმის, უსვამენ უშვერ შეკითხვებს... რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა. ორივე ენა მესმოდა. გადავწყვიტე ქართველი მგზავრებისთვის უცხოელი მგზავრის პასუხები მეთარგმნა მათ დამამცირებელ კითხვებზე. მამაკაცს მობილურის ეკრანზე ოჯახის ფოტო დაეყენებინა. ფოტოზე ერთ-ერთი მისი და იყო - ლამაზი და მშვენიერი გოგო, რამაც ქართველი მგზავრების ყურადღება მიიქცია, გაგვაცნობო? ეკითხებოდნენ. მასთან დაწოლაში საქმეს ჩამიწყობო? რა თქმა უნდა, ეს მას არ ესმოდა. ვცდილობდი სიტუაციის განმუხტვას... თემის გადატანის, კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით არასწორად ვთარგმნიდი.

შემოვედით ნელ-ნელა თბილისში, გამალებით ველი 8 თვის შემდეგ თბილისის ხილვას, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დრაივ ტობაკოს ჯიხურებთან გავლას, 60 თეთრად სწრაფად და მარტივად რძიანი ყავის შეძენას. ავტობუსიდან ფეხი ჩამოვდგი და მაშინვე სახლში ვიგრძენი თავი.

გავიდა რამდენიმე დღე. კვლავ ქუჩა და კვლავ კლიენტი, ყოველ ღამე სხვადასხვა ქალების ქმრები და არამარტო...ღრმად ვსუნთქავ და ვიწყებ ახალი ცხოვრებისკენ ნაბიჯების გადადგმას. საკმაოდ მჯერა ასტროლოგიის, მიმაჩნია, რომ ეს ზუსტი მეცნიერებაა. მაშინ ვიწამე, რომ ოცნებები ხდება, ალბათ ულამაზესად გამოვიყურებოდი იმ საღამოს. ამაზე იშვიათად ვზრუნავ. ჩვეულ ადგილას მეგობარ ტრანსებთან ერთად ვარ. გაჩერდა ჩვეულებრივად ავტომობილი, შევთანხმდით ფასსზე და გავყევი. სასაცილოდ მეჩვენება დღეს. ლამის ბედისწერის დავიჯერე, რისიც დიდად არ მჯერა. შევთანხმდით სულ რაღაც ოც ლარზე. უბრალო, უღიმღამო მამაკაცი იყო, რომელიც აგერ სამი წელი შესრულდა, რაც ჩემთვის განუმეორებელი ერთადერთი და შეუცვლელი სიყვარული გახდა.

იყო მომსახურება, საუბარი სიცილი და ბევრი ლამაზი წუთი. რიგით კლიენტთან, იმ კლიენტთან რომელიც წლების მანძილზე შემიყვარდა უზომოდ. იყო ვარდები, იყო ულამაზესი დღეები ჩემს ცხოვრებაში, რაც ასე მაკლდა. ახალმთვარეობას ჩავუთქვი უპირობო სიყვარულის სურვილი. ეს ხომ ჯადოსნური ღამეა და ახდა. ახდა და თან როგორ. მისი ყურადღება, სიყვარული, პატივისცემა, იმის განცდა, რომ მის გვერდით ქალი ვარ. ეს ბედნიერი წამები გამყვება მარად, თუმც თავად მოვუღე ამას ბოლო, საზოგადოების და მათი დამოკიდებულების გამო, სადღაც ჩემი დანაშაულიც იყო, როცა დაუნდობელი ვიყავი მის მიმართ და ვთხოვდი მიეტოვებინა ყველა და ყველაფერი! ოჯახი და აბსოლუტურად ყველაფერი. ურთიერთობებში მკაცრი ვარ.

დამღუპა ალბათ სიამაყემაც. ვცდილობდი შენარჩუნებას, მაგრამ როცა განაცხადა, რომ ჩემთან რჩებოდა, თუმცა ცოლთან განქორწინებას არ აპირებდა, მანდ დავასრულე. მიუხედავად სიყვარულისა, მიუხედავად ჩვენი სამწლიანი ურთიერთობისა, მაინც დავასრულე ეს ჭეშმარიტი და მართლაც გულწრფელი სასიყვარულო კავშირი. ალბათ მეტი მინდოდა, შეიძლება ამდენის ღირსიც არ ვიყავი და მაინც ვითხოვდი, თუმცა მე მას ვაკოცე და ტრანსი, რომელიც მარიგებდა არასდროს აკოცო კლიენტსო, ეს გაკვეთილი გამოვტოვე... მომავალში არ ვიცი რა იქნება, ერთი რაც ვიცი ისაა, რომ მე მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი... ალბათ ადამიანები ჩვენი ხელით ვინგრევთ ცხოვრებას, ისევე როგორც ვიშენებთ, მარად დამრჩება გულში ლამაზი დღეები და მოგონებები.

მაპატიეთ ენ ბანალური პოსტი ასე მოკლე რომ არის. მე მსურდა, ყოველთვის მსურდა დედობა და ცოლობა, ეს არ შედგა. ხან მგონია, რომ არ ვიბრძვი და უბრძოლველად ვეგუები, განაჩენი მკითხველმა გამოიტანოს. ვიმედოვნებ გამიმართლებს მაშინ, როდესაც დავტოვებ ამ ქვეყანას. ეს ოცნებად მექცა, წასვლა კი არა გაქცევა, ელემენტარული ადამიანური ცხოვრებით ცხოვრება, სადაც არ სცხვენიათ არც ტრანსი საყვარლების და არც ტრანსი ცოლების. მჯერა და იმედით ვუყურებ მომავალს.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი