: დათო ქორიძის ფოტო
"ტრანსი ვერ გახდები, თუ ასეთად არ დაიბადე"
30 11 2019

შეცვალე მუსიკა "ფლეილისტში" და ისევე შეიცვლება შენი ხასიათი და განწყობაც. მე მიმაჩნია და არა მარტო მე - ეს ზოგადად ასეა, ტრანსი ვერ გახდები, თუ ასეთად არ დაიბადე. სულ მახსენდება ჩემი პირველი სიყვარული. ოჯახი მეტად რელიგიურ-ტრადიციული იყო, სადაც პროპაგანდას ვერავინ გამიწევდა, თუმცა რის პროპაგანდასაც მიწევდა, იმის შედეგია ჩემი, მეოთხე კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობა. თითქმის ყველა სახეობის ტრანსპორტის მართვას დავეუფლე, გარდა ვერტმფრენისა და გემისა. ნავის ნიჩბებით მართვის პრინციპი კი ვიცი.

ეს კვარიათში იყო, დიდი ხნის წინ. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი. ბიძაჩემი და მისი მეგობრები ავტოხელოსნები იყვნენ. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდნენ სტუმრები, იშლებოდა სუფრები, იმართებოდა ტრადიციული დღეობები. ამ დროს შემიყვარდა ზუსტად ბიძაჩემის ერთ-ერთი ძალიან სიმპატიური მეგობარი. შემიყვარდა, მარა რა შემიყვარდა... ღამეებს ვათენებდი მასზე ფიქრში.

პირველი სიყვარული მაინც სულ სხვაა. მახსოვს ზამთარი იყო. ახალ წელს აღვნიშნავდით. 12-ს რომ გადასცდა, ბავშვები საციგაოდ წაგვიყვანა. მე სულ დავსველდი თოვლში, ძალიან შემცივდა. თავისი ქურთუკი შემომახვია და ისე წამიყვანა სახლში. ის სურნელი არ დამავიწყდება. ახლა მეცინება, როგორ ვთრთოდი ხოლმე, როცა მასზე ვფიქრობდი, როცა მენატრებოდა. მისი სიგარეტის კოლოფიც კი შენახული მქონდა, ცარიელი კოლოფი, რომელიც გადააგდო.

გავიდა წლები. გავიზარდე. ათასჯერ დატრიალდა წისქვილის ქვა ჩემს თავზე.

ამ ამბებიდან 14 წლის შემდეგ ერთ-ერთ ბრენდულ (არ დავასახელებ) ავტო სერვისში მივედი მანქანის ხუნდების შესაცვლელად. გრძელი, ლამაზი კაბა მეცვა, ფეხზე "ტანგეტკები", მაკიაჟი. მთელი ცერემონიებით დამხვდნენ - ქალბატონო, აგერ დაბრძანდით, ჩვენი ხელოსანი ახლავე მიხედავს თქვენს მანქანასო. ხელოსანი რომ დავინახე, გამეცინა. თვითონ რა თქმა უნდა ვერ მიცნო, მაგრამ მე მაშინვე ვიცანი. მინდოდა მეთქვა, მე ის ბავშვი ვარ სიგიჟემდე რომ მიყვარდი თქო, თუმცა როგორც მივედი, ისე წამოვედი იქიდან. ისეთი დაბერებული იყო. ეეჰ...

ამას იმიტომ ვყვები, რომ ადამიანები ტრანს ქალებად იბადებიან, ამას მერე ვერ აირჩევ. ეს არაა ფულის შოვნის წყარო, როგორც საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია. მინდა ეს რჩევა გამოიყენოს ყველა ტრანსმა ქალმა. არასდროს დათმოთ თქვენი თავი. ტრანსგენდერობას ორი ალტერნატივა გააჩნია: ან პიროვნებად შედგები, ან მორალურად სრულიად განადგურდები. ძალიან რთულია ქალობა, მაშინ, როდესაც მამრობით სხეულში ხარ გამომწყვდეული. ვერასდროს ისწავლით სხვის შეცდომებზე. ნუ მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. რაც უფრო დამოუკიდებელი იქნები, მით უფრო მეტს გაიგებ. პირველ რიგში უნდა იცოდე ვინ ხარ სინამდვილეში, რომ მერე ამის მიხედვით წარმართო შენი ცხოვრება. გიყვარდეთ თქვენი თავიც და თქვენი სხეულიც, როგორიც არ უნდა იყოს ის - ლამაზი, თუ ულამაზო. ყველა ჩვენგანი უნიკალურია.

გარყვნილი ყველა გენდერში გვხვდება. ყოველთვის დაანახეთ ადამიანებს, რომ ტრანს ქალსაც შეუძლია ის ყველაფერი, რაც სხვას. მამაკაცები, რომლებიც ქუჩაში მხედავენ - ქერა ქალს ქუსლებზე - ყველას სხვადასხვა წარმოდგენა ექმნება ჩემზე, მაგრამ ვერცერთი მათგანი წარმოიდგენს, რომ შეიძლება მათზე კარგად ვერკვეოდე ძრავებში, მათზე კარგად ვიცოდე რომელი ზეთი და რა რაოდენობით ესაჭიროება ძრავას, გამართულად რომ იმუშაოს, თუმცა კატლეტის შეწვის დროს შეიძლება ზედმეტი მომივიდეს, ან დავაკლო.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან