ქალის მიერ განსაზღვრული ქალი
პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ ლესბოსელობა, ისევე როგორც კაცებში  ჰომოსექსუალობა, არის ქცევის კატეგორია, რომელიც მხოლოდ იმგვარ სექსისტურ საზოგადოებაშია შესაძლებელი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ხისტი გენდერული როლები და კაცთა უპირატესობის დომინირება. ეს როლები ქალების დეჰუმანიზაციას ახდენს, რადგან ჩვენ განგვსაზღვრავს, როგორც დამოკიდებულ/მსახურ კასტას, კაცთა მმართველ კასტასთან მიმართებაში; კაცებში კი ემოციების ატროფიას იწვევს, რადგან მათგან საკუთარი სხეულისა და ემოციებისგან გაუცხოებას მოითხოვს, იმისთვის, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური  თუ სამხედრო ფუნქციები ეფექტურად შეასრულონ. ჰომოსექსუალობა სქესის ბაზისზე როლების კონკრეტულად აწყობის (ან ქცევის მიღებული მოდელების) გვერდითი მოვლენაა; როგორც ასეთი, ის არაავთენტური ("რეალობასთან" არათანმხვედრი) კატეგორიაა. საზოგადოებაში, სადაც კაცები ქალებს არ ჩაგრავენ და სექსუალობის გამოვლენა გრძნობების მიყოლითაა ნებადართული, ჰომოსექსუალობისა და ჰეტეროსქესუალობის კატეგორიები საერთოდ გაქრებოდა.
მწვანე პოლიტიკა ქვიარ პოლიტიკაა
საზოგადოება მოელის ისეთ სოციალურ მოძრაობებს, რომლებიც მხოლოდ ერთი იდენტობის მქონე ადამიანებს გააერთიანებს კონკრეტული მიზნისთვის ან მხოლოდ ერთი საკითხის გარშემო იქნება შექმნილი, ხოლო სხვა მოძრაობებთან კავშირს არ დაამყარებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაკვირვებას იწვევს, როდესაც 1 მაისს ფემინისტებს უსმენენ, 8 მარტს მშრომელ ქალებს, ხოლო მწვანეებს ქვიარებთან ერთად სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობისთვის მორბენალებს ხედავენ. სწორედ ასეთი არაერთი რეაქცია გამოიწვია ახალგაზრდა მწვანეებისა და ვისგის მიერ ორგანიზებულმა "ქვიარ დების გარბენმა", რომლის წლევანდელი მთავარი საკითხი სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობა იყო. სწორედ იმიტომ, რომ გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვსაუბრობთ ერთი მხრივ, მწვანეები ქვიარ საკითხებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ქვიარ ორგანიზაცია გარემოსდაცვაზე, ვეცდები ჩემს ბლოგში მოკლედ ავხსნა.
შენი მეგობრები და მოძალადეები (თარგმანი)
იმ ზაფხულს მხოლოდ "ცერემონიას" ვუსმენდი და მახსოვს, რომ არ უწვიმია. 19 წლის ვიყავი. დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩემი მეორე წლის - რომელიც დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩემი უკანასკნელი წელი იქნება - შემდგომი ზაფხული იყო და სტუდენტებისთვის შემოთავაზებულ სამუშაოზე დავთანხმდი. სამუშაო იმას გულისხმობდა, რომ ფურგონში ჩავმსხდარიყავით და თან წაგვეღო ყვითელი ბლოკნოტი შესავსები ფორმებით და ჩაგვეცვა კომფორტული ფეხსაცმელი (არავითარი რეზინის ჩუსტები) და და მიგვეყიდა ბუნებრივი აირი მყარი ფასით მათთვის, ვისი დარწმუნებაც შეიძლებოდა, რომ მეტისმეტად ბევრს იხდიდა ფხვიერფასიან ბუნებრივ აირში.
თითქმის ყველა ექსტრემისტს აერთიანებს ერთი ნიშანი: მათი გენდერი
დამცირებასა და ძალადობას შორის გენდერირებულ კავშირში მივაგნებთ იმის ამოხსნას, თუ როგორ ერთვება ზოგიერთი ახალგაზრდა კაცი ექსტრემისტულ პოლიტიკაში, და, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პოლიტიკის შემქმნელები, სამოქალაქო და თემის ლიდერები, მშობლები, რელიგიური ლიდერები და მოქალაქეები, შევძლებთ, მათ უკან დასაბრუნებელი გზა ვაჩვენოთ. უნდა ვიკვლიოთ ღრმა ემოციური კავშირის, მიკუთვნებულობის, სირცხვილისა და დამცირების კომპენსირების, ცხოვრებაში მიზნისა და მისიის ქონის  - შეგრძნება, რომ, ბოლოსდაბოლოს, დიდებით და ძალაუფლებით ცხოვრობ - გამოცდილებები. ეს ემოციები ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ თავიანთი კაცობა დაამტკიცონ.
8 ქალმა ბოსტონის მარათონზე 1972 წელს ისტორია შექმნა, 2015 წელს ამ მარათონში 14,000 ქალი მონაწილეობდა
1967 წლის 19 აპრილს, კეტრინ შვიცერი, სირაკუზის უნივერსიტეტის ჟურლისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ბოსტონის მარათონზე დარეგისტრიდა - სახელის ინიციალებით K.W. Switzer. იმ დროისთვის "მოყვარულ ათლეტთა კავშირი" ქალებს მარათონებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა. შვიცერი პირველი ქალი იყო, რომელმაც მარათონში ოფიციალურად მიიღო მონაწილება. ისტორიულმა ფოტომ კი, რომელზეც ჩანს, როგორ ებღაუჭებიან მარათონის ორგანიზატორები შვიცერს და მისი სარეგისტრაციო ნომრის მოხსნას ცდილობენ, მსოფლიო მოიარა. ჟურნალმა Life ეს ფოტო შეიტანა სიაში: "100 ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა".
‹‹
1
2 3 4 5 ... ››


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია