შენი მეგობრები და მოძალადეები (თარგმანი)
იმ ზაფხულს მხოლოდ "ცერემონიას" ვუსმენდი და მახსოვს, რომ არ უწვიმია. 19 წლის ვიყავი. დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩემი მეორე წლის - რომელიც დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჩემი უკანასკნელი წელი იქნება - შემდგომი ზაფხული იყო და სტუდენტებისთვის შემოთავაზებულ სამუშაოზე დავთანხმდი. სამუშაო იმას გულისხმობდა, რომ ფურგონში ჩავმსხდარიყავით და თან წაგვეღო ყვითელი ბლოკნოტი შესავსები ფორმებით და ჩაგვეცვა კომფორტული ფეხსაცმელი (არავითარი რეზინის ჩუსტები) და და მიგვეყიდა ბუნებრივი აირი მყარი ფასით მათთვის, ვისი დარწმუნებაც შეიძლებოდა, რომ მეტისმეტად ბევრს იხდიდა ფხვიერფასიან ბუნებრივ აირში.
თითქმის ყველა ექსტრემისტს აერთიანებს ერთი ნიშანი: მათი გენდერი
დამცირებასა და ძალადობას შორის გენდერირებულ კავშირში მივაგნებთ იმის ამოხსნას, თუ როგორ ერთვება ზოგიერთი ახალგაზრდა კაცი ექსტრემისტულ პოლიტიკაში, და, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პოლიტიკის შემქმნელები, სამოქალაქო და თემის ლიდერები, მშობლები, რელიგიური ლიდერები და მოქალაქეები, შევძლებთ, მათ უკან დასაბრუნებელი გზა ვაჩვენოთ. უნდა ვიკვლიოთ ღრმა ემოციური კავშირის, მიკუთვნებულობის, სირცხვილისა და დამცირების კომპენსირების, ცხოვრებაში მიზნისა და მისიის ქონის  - შეგრძნება, რომ, ბოლოსდაბოლოს, დიდებით და ძალაუფლებით ცხოვრობ - გამოცდილებები. ეს ემოციები ნოყიერ ნიადაგს ქმნის ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებიც მოწადინებულნი არიან, რომ თავიანთი კაცობა დაამტკიცონ.
‹‹
1
2 3 4 5 ››


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"