ფემის (femme) უხილავობა - ქვიარ თემის უხერხული საიდუმლო
28 11 2015
ჩემმა ბოლო სამმა შეყვარებულმა მითხრა, რომ ჰეტეროსექსუალს ვგავარ. ასეთ რამეს არ ელოდები იმ ქალისგან, რომლის კლიტორიც რამდენიმე ათასჯერ გაგილოკავს, მაგრამ წლების მანძილზე მსგავსი რამ ბევრჯერ უთქვამთ სხვადასხვა ფორმით. მე „ფემ“ (femme) ლესბოსელი ვარ, “პომადიანი” (lipstick) ლესბოსელი, გრძელი თმითა და მანიკურით. 20 წელზე მეტია, რაც ქალებთან მაქვს ურთიერთობა, ქვეყნის გამაოგნებელი კომენტარი და რეაქცია მოყვება ხოლმე ჩემი სექსუალური ორიენტაციის და იდენტობის გამჟღავნებას. „ზედმეტად ლამაზი ხარ ლესბოსელი რომ იყო,“ მითხრა ერთხელ გაზეთის გეი რედაქტორმა სამსახურის გასაუბრებაზე.  ლესბოსელების ბარში პირდაპირ უთქვამთ, ,,ჰეტეროების სამყაროში“ დაბრუნდი, იქაურობას ეკუთვნიო. ცოტა ხნის წინ ერთ ჯგუფში ვიჯექი, რომლიც მხოლოდ ლესბოსელების, ქვიარების და ტრანს-მასკულინი ადამიანებისგან შედგებოდა. ქვიარ სამყაროში ურთიერთობებზე ვლაპარაკობდით, როცა ერთ-ერთი მომიბრუნდა და მითხრა, ბოდიში, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი რომ ქვიარი ხარო. რატომ ვერ იფიქრებდა ვიღაც, რომ ლესბოსელი ვარ ასეთ კონკრეტულ გარემოში? იმიტომ, რომ ჰეტეროსექსუალს ვგავარ. ჰეტეროს როცა გავხარ - რა ჯანდაბა იგულისხმება ამაში, არ ვიცი, მაგრამ, მაინც -  რა თქმა უნდა, პრივილეგიაა. ამერიკის ნებისმიერ ნაწილში შემიძლია, შიშის გარეშე ვიმოგზაურო. შემიძლია, შევერიო და ჰეტეროსექსუალად მოვაჩვენო თავი, თუ საჭიროა. ვინაიდან კაცებისთვის მიმზიდველი ვარ, შემიძლია, მოდის, მომსახურების ან სექს ინდუსტრიაში ვიმუშავო. მაგრამ მაინც ხშირად მაწუხებს, რომ ჰეტეროსექსუალში ვეშლები ხალხს. ჩემი იდენტობის ასეთი უარყოფა ჩემდაუნებურად მუდმივად კარადაში მკეტავს. ხალხს ყოველთვის ჰეტეროსექსუალში არ ვეშლებოდი. ბედის ირონიაა, რომ მოზარდობის და 20-25 წლის ასაკში ბიჭს ძალიან გვავდი. არადა ამ პერიოდში ძირითადად ბიჭებს ვხვდებოდი. იმ დროს მოკლე თმისა და პიჯაკების გამო ბევრს ლესბოსელი ვეგონე, რაც ჩემს შინაგან ბრძოლას იმის გასარკვევად, თუ მართლა რა ვიყავი, უფრო ართულებდა. მთელი ბავშვობა გენდერებს შორის წინ და უკან ტრიალში გავატარე - ხან ბიჭვს, ვგავდი ხან გოგოს, რის გამოც გარდაუვალი უხერხული მზერების და კითხვების მოგერიება მიწევდა.

ჩემმა კათოლიკე ბებიამ იგრძნო, რომ რაღაც „ისე“ არ იყო ჩემს თავს და ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში საბავშვო ფემინისტური წიგნი მიყიდა, სახელად მოთხრობები თავისუფალი ბავშვებისთვის.  ალბათ ზუსტად ამ ძილისპირული მოთხრობების გამო ჩემი გენდერული გამოხატვა არასდროს იყო რაღაც წესებით შეზღუდული. როცა ძირითადად კაცებთან ვიწექი, კაცს ვგავდი. როცა ქალებთან ურთიერთობა დავიწყე, უფრო კომფორტულად თავს ფემინურად ვგრძნობდი. ბევრი ქვიარის მსგავსად, „ქამინგ აუთი“ არც ჩემთვის მომხდარა ერთ დღეს. ეს გრძელვადიანი პირადი პროცესი იყო, რომელზეც მეგობრებს და ოჯახსაც კი არ ველაპარაკებოდი. ცოტა ხანი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემ გარდა ყველამ იცოდა, ვინ ვიყავი. მაგრამ როცა 25 წლის მერე თმა გავიზარდე, მაკიაჟის და სამკაულების ტარება დავიწყე და ქვიარებს შორის შეუმჩნეველი გავხდი, ასეთი დარწმუნებით ვეღარავინ ამბობდა, ვინ ვიყავი. სწორედ ამ თვითაღმოჩენისთვის გავლილი გრძელი აღმართის გამო სასოწარკვეთილად მინდა, ქვიარად მცნობდნენ. მე ჩემი იდენტობისთვის ვიბრძოლე, ნაკუწები ერთად შევაკოწიწე. ეს 1980-1990-იან წლებში ხდება, როცა ლგბტ ადამიანები სატელევიზიო გადაცემებში ჯერ კიდევ არ არსებობს და ერთადერთი ჩემთვის ცნობილი ლესბოსელი მარტინა ნავრატილოვაა. ქამინგ-აუთის გაკეთებამდე არ მეგონა, რომ შესაძლებელია ფემინური და ლესბოსელი ერთდრულად იყო. სიტყვა ტრანსგენდერი, გენდერქვიარი, ბუჩი ან ფემი არასდროს გამეგო. უცნაური გენდერული გამოხატვის და ჩახლართული სექსუალობის სამყაროში ვარსებობდი.  თავს მარტოსულად ვგრძნობდი და მთელი ათი წელი ჩუმ შფოთვასა და სამყაროს მორგებისთვის ბრძოლაში გავატარე. ამ ყველაფრის გავლის შემდეგ ძალიან შეურაცხყოფილი და დაუფიქრებელი რეაქცია მაქვს, როცა მეუბნებიან რომ „ჰეტეროსექსუალს ვგავარ.“ საკუთარ თავს „ქალბიჭა“ ფემინურ ლესბოსელად გამოვხატავ და თავს ასე კომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის, ისეთივე ხილული ლესბოსელი, ვარ როგორც - ბუჩი. ქვიარს ვგავარ იმიტომ, რომ ქვიარი ვარ. ის, რაც ვარ, განსაზღვრავს იმას, თუ ვის ვგავარ და არა - პირიქით. დავიღალე, ადამიანები ლესბოსელის იდენტობას მასკულინურ ყუთში რომ ტენიან. თან ეს მარტო ჩემი პრობლემა არაა. ფემის უხილავობას ლგბტ თემი დიდი ხანია, ებრძვის. ეს პრობლემაა ფემინური ლესბოსელების, ბისექსუალი და ტრანსი ქალებისთვის (ორივე უპირობოდ ჰეტეროსექსუალად მოიაზრებიან), ქვიარებისა და ქალებისთვის, რომლებსაც ადრეული რომანტიკული ურთიერთობები სხვა ქალებთან აქვთ. ამ უკანასკნელისთვის ეს ურთიერთობები თითქმის ყოველთვის ,,ეტაპი“ ან ,,ყურადღების მიქცევის“ საშუალებად განიხილება. გენდერული გამოხატვის სექსუალურ ორიენტაციაში არევა ლგბტ თემში ისევე გავრცელებული და, შეიძლება, უარესიცაა, ვიდრე - თემს გარეთ. ფემის უხილავობის გავლენისა და საფუძვლების შესასწავლად ბევრ ქვიარ ქალს დაველაპარაკე, რომლებიც ფემ-იდენტობის დიდ ნაწილს შეადგენენ. ყოველი მათგანი ამ საკითხზე მოწადინებით საუბრობდა. თითოეული ისტორია აჩვენებდა, რომ ლგბტ ქალების იდენტობების უგლებელყოფა დესტრუქციული პრობლემაა. გამოკითხული ქალებიდან ბევრი ქალი ფემის სპექტრზე საუბრობდა, დაწყებული „ძლიერ ფემინურით“ (მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოკლე კაბა, მაკიაჟი, ჩანთა, მანიკურები) „ქალბიჭა“, ე.წ. ,,ნაკლებ ფემინურით“ დამთავრებული (გოგოს მაისური და ჯინსები, ზოგჯერ კაბა, მოკლე თმა, მაგრამ არა სპრეი და ტუჩის საცხები). ერთმა თავს ,,გრანჟიც“ კი უწოდა, რაც, ჩემი აზრით, ცოტა ჰიპობას ნიშნავს და საჭმელთანაა დაკავშირებული. ეს, უბრალოდ, მაგალითებია. ფემინურობის სპექტრი ფართოა ქვიარ თემში, ისევე, როგორც ყველა ქალში. მაგალითად, ბეტ დიტო და ამბერ ჰერდი „ძალიან ფემინურად“ ჩაითვლებიან, სარა დელევინი და კრისტენ სტუარტი კი თავისი ჩაცმულობის გამო - „ნაკლებ ფემინურად.“ ფემი ქალები ყოველთვის იყვნენ ლესბოსელების თემში. დიდი ხანია, არიან იმ კულტურაში, რომელიც იბრძვის, სერიოზულად მიიღონ და სადაც ფემინურობა იმაზე მეტია, ვიდრე - კაცისთვის მოხმარების პროდუქტი. წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის