მითები სექს ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების შესახებ
30 11 2015
კომერციულ სექსში ჩართული ადამიანები უხილავობისა და ხილვადობის, კრიმინალისა და მოქალაქის, უსაფრთხოებისა და საფრთხის, ექსპლუატაციასა და გაძლიერებას შორის გაბმულ ბეწვის ხიდებზე მოძრაობენ; სტიგმასა და უხილავობასთან ერთად ხშირად ძალადობასა და დისკრიმინაციასაც განიცდიან. თუმცა, როგორც წესი, მათზე არავინ ლაპარაკობს ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში.
ძალიან შეზღუდულ და არასწორ ინფორმაციას გადმოსცემს მედია სექს-ინდუსტრიის შესახებ, რასაც თან ერთვის კომერციული სექსის კულტურული სტიგმა და არასწორი წარმოდგენები მის შესახებ.
ფემინიზმი ისტორიულად ძალიან ამარტივებდა (და დღემდე ამარტივებს) საკითხს, როცა საქმე ,, სექსის შესახებ ფემინისტების ომს“ ეხება.
ხშირად ჩვენ ვერ აღვიქვამთ საკითხის მრავალმხრივობას და სირთულეს - ვინ და რატომ არის ჩართული კომერციულ სექსში, და რამდენად აქვთ თვითონ სურვილი და რამდენად აკეთებენ ამას იძულების გამო?
შეიძლება, შენ თვითონაც ყოფილხარ კომერციულ სექს ინდუსტრიაში ჩართული ან იქნებ ვინმეს იცნობ, ვინც ყოფილა. ან იქნებ მხოლოდ მასმედიისგან მოწოდებული გამარტივებული ინფორმაცია გაქვს სექს ტრეფიკინგისა და სექს მუშაკების შესახებ და ამ ორს შორის განსხვავებას ვერც ხვდები.
ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ შენ მაინც შეგიძლია, სექს ინდრუსტრიაში მომუშავე ადამიანებს დაეხმარო.
თუმცა, ჯერ საჭიროა, დავამსხვრიოთ სექს ინდუსტრიასთან დაკავშირებული მცდარი წარმოდგენები და მითები, რომლებიც ხელს გვიშლის რეალობის სწორად აღქმაში.
მითი #1: მათ მიმართ გამოყენებულ სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს
ჩვენი კულტურა სექს ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანები აღიქვამს, როგორც ბინძურებად, ნარკომანებად, მსხვერპლებად, გადარჩენილებად, დაავადებების გადამტანებად, ცუდ ადამიანებად, კრიმინალებად - ერთი სიტყვით, ,,ბოზებად“ და ,,ძუკნებად“.
მათაც კი, ვისაც არ უნდა დამამცირებელი იარლიყების მიკრობა, არ იციან, როგორ მოიხსენიონ სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები. ყველაზე ხშირად სიტყვა ,,მეძავი“ გვესმის. ზოგი შეიძლება, ასეც უწოდებდეს საკუთარ თავს, მაგრამ ბევრს არ სურს, ასეთი სახელით მიმართონ.
ძალიან დიდი განსხვავებებია მათ შორის, ვინც კომერციულ სექსში თავისი ნებითაა ჩართული, ვინც იძულებით აკეთებს ამას და ვინც ამ ორ უკიდურესობას შუაშია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს განსხვავებები ენაშიც აისახოს.
ამ მიზეზით, მათ, ვინც თავისი ნებით ერთვება სექსის ინდუსტრიაში, სიტყვა „სექს-მუშაკი“ უფრო მოსწონთ და საკუთარ თავსაც ასე უწოდებენ. ეს სახელი სექს-მუშაკებმა თავიანთი საქმისთვის ახალი მნიშვნელობის მისანიჭებლად არჩიეს, რადგან შრომისა და ეკონომიკური გაცვლის კომპონენტს უსვამს ხაზს.
მეორეს მხრივ, სექს ტრეფიკინგი გულისხმობს მათ, ვინც იძულებით, მოტყუებით, თაღლითობითა და ძალის გამოყენებით არიან სექსის ინდუსტრიაში ჩართული. არასრულწლოვანების შემთხვევაში კი საქმე ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასთან გვაქვს საქმე. მათი ასაკის გამო არანაირი თვალსაჩინო ძალადობისა და თაღლითობის არსებობა არაა საჭირო - კანონის წინაშე ბავშვები სექს ინდუსტრიაში ტრეფიკინგად ითვლება.
ეს კატეგორიები არც ისე მარტივი და მყარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ძირითად შემთხვევებში ადამიანების გამოცდილება სადღაც ამ სპექტრის რომელიმე ნაწილშია და სექსის ინდუსტრიაში ყოფნის მიზეზებიც დროთა განმავლობაში შეიძლება, შეიცვალოს ინდივიდისთვის. თუნდაც, ამ წამს, განა რაღაც კატეგორიებში არ ვაჯგუფებთ ადამიანებს? მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, კარგი იქნება, კიდევ ერთხელ გადავხედოთ საკუთარ წინასწარგანწყობებს და დაშვებებს სექსის ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებთან დაკავშირებით.
მითი#2: სექს-ინდუსტრიაში ჩართული ყველა ადამიანი ჰეტეროსექსუალი, ღარიბი, ზრდასრული ქალია, რომელიც ქუჩაში მუშაობს
როცა სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანზე ფიქრობ, როგორი პიროვნება წარმოგიდგება თვალწინ?
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენები კატეგორიიდან ძალიან ბევრია სექს-ინდუსტრიაში, არსებობს ბევრი სახის იდენტობა და ჩაგვრა, რომელსაც ეს ადამიანები განიცდიან.
მართალია, სიღარიბე და უმუშევრობა ხშირად უბიძგებს ადამიანს, სექს-ინდუსტრიაში ჩართვისკენ, მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა საშუალო ფენის წარმომადგენელია.
თუმცა, ძირითადად ღარიბი ქალებისა და ბავშვების კრიმინალიზება და დაპატიმრება ხდება.
ბევრი ადამიანი სექს-ინდუსტრიაში ჰეტეროსექსუალი ქალია (როგორც სის-, ისე ტრანსგენდერი), სექსის მყიდველთა უმრავლესობა კი ჰეტეროსექსუალი კაცი, თუმცა სხვადასხვა გენდერისა და სექსუალობის მქონე ადამიანები ასევე ყიდიან და მოიხმარენ სექსს.
სექსის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანის არქეტიპული სახე ე. წ. ,,ქუჩის ქალია.“ თუმცა, ტექნიკასა და ინტერნეტს მთავარი ადგილი უკავია სექს-ინდუსტრიაში. დღეს უფრო გავრცელებული ფორმა ინტერნეტ-სექსია, თუმცა, სხვა სახის ტექნოლოგიები, მაგალითად ტელეფონები და ფილმებიც აქტიურად გამოიყენება.
არასრულწლოვანი ადამიანებიც სექს ინდუსტრიის დიდ ნაწილს შეადგენს და ხშირად სექს ტრეფიკერების (ექსპლუატატორების) ადვილი ნადავლი ხდებიან. ასაკის გამო, ბავშვები უკვე ისედაც მარგინალიზებული და უფრო მოწყვლადები არიან. ეს ყველა გენდერის და რასის წარმომადგენელ ბავშვს ეხება.
გარდა ამისა, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამო ლგბტქი ახალგაზრდები ნებით თუ იძლუბით სახლიდან მიდიან და უსახლკაროები რჩებიან. რაც თვითგადარჩენისთვის სექსის გაყიდვის ან სექსუალურ ექსპლუატაციაში აღმოჩენის საფრთხეს ქმნის.
აშკარაა, რომ სექს ინდუსტრია სხვადასხვა ფორმებით არსებობს და ბევრ განსხვავებულ ადამიანს მოიცავს. თუმცა მრავალფეროვნების მიუხედავად, იმ ადამიანებს, ვინც უკვე სოციალურად გარიყული და მარგინალიზებულია, უფრო მეტი სტრუქტურული და ინდივიდუალური ძალადობის ატანა უწევთ, ვიდრე მათ სიტუაციაში მყოფ შედარებით უფრო პრივილიგირებულ პირებს.
ვინც უფრო პრივილიგირებულ სიტუაციაშია, მაგალითად, თეთრკანიანი, უფრო მეტი ნაცნობობის მქონე და ნაკლებ მდიდარი ადამიანები, კომერციულ სექსში უფრო უხილავ ადგილებში ერთვებიან (მაგ. ინტერნეტი) და შესაბამისად, უფრო ნაკლებია მათი დაპატიმრების და გამოაშკარავების ალბათობაც.
თუმცა ისინი, ვინც უფრო ხილვადები არიან, უფრო მეტად კონტროლდებიან პოლიციის მიერ. მაგალითად ტრანსგენდერ, სხვა რასის წარმომადგენლ, კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად აპატიმრებენ და უფრო მეტად სძულთ ისინი.
მითი #3: სექს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ყველა მსხვერპლია ან ყველა გაძლიერებულია
ძალიან ხშირად სექს ინდუსტრიაზე საუბარი ძალიან მარტივ არგუმენტებამდე დაიყვანება - სექს ინდუსტრია, ზოგის აზრით, სექსისტურია და ქალი მისი მსხვერპლია; სხვები კი თვლიან, რომ იგი ქალებს აძლიერებს. სინამდვილეში ორივე მართალიცაა და ტყუილიც.
ადამიანები სექს-ინდუსტრიაში ერთვებიან ბევრი განსხვავებული მიზეზის გამო, რომელიც შეგვიძლია, სამ დიდ კატეგორიად დავყოთ:
- სექს ტრეფიკინგი: სექს ინდუსტრიაში ჩართვა ძალის, თაღლითობის და იძულების გამოყენებით. ეს შეიძლება, იყოს ზრდასრული ან არასრულწლოვანი, რომელიც კომერციულ სექსშია ექსპლუატირებული.
- ეკონომიკური იძულების გამო: ამ მიზეზით მომუშავე ადამიანებისთვის კომერციული სექსი ფულის გამომუშავებისა და თვითგადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა.
- ნებაყოფლობითი სექს-მუშაკი - ეს ის ადამიანია, რომელიც ზრდასრულ ასაკში ირჩევს კომერციული სექსის მიმწოდებელი გახდეს.
ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა