მე დიუკის უნივერსიტეტის პირველკურსელი პორნოვარსკვლავი ვარ
01 12 2015
ლორენ ა. "კი მაგრამ, რატომ უნდა გადაწყვიტო ადამიანმა პორნოს კეთება?" ადამიანები ხშირად მისვამენ ამ შეკითხვას. მათ  იციან, რომ დიუკის უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვსწავლობ და როცა აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ჭორი, რომელსაც მათ ყური მოჰკრეს ან ფორუმზე წაიკითხეს, სიმართლეა, შოკსა და გაოცებას ვერ მალავენ. არადა, პასუხი საკმაოდ მარტივია. არ მქონდა საშუალება, სწავლის საფასური - 60,000$ დამეფარა, ჩემი ოჯახი სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და ვიპოვე გზა, ვალების გარეშე მესწავლა ჩემი ოცნების უნივერსიტეტში იმ საქმის კეთებით, რომელიც სრულებით მიყვარს. უფრო გასაგები რომ იყოს: ჩემი მოღვაწეობა პორნოში არის საინტერესო, ამაღელვებელი და გამაძლიერებელი. უბრალოდ, მხრებს ვიჩეჩავ და ვამბობ: "არც კი მინდა ისეთ ადგილას ვიმუშაო, სადაც სექს მუშაკების დისკრიმინაციას ახდენენ." არ მრცხვენია იმის, რომ პორნოში ვარ ჩართული. პირიქით, პორნოგრაფიის კეთება სრულიად მაკმაყოფილებს. ამის გათვალისწინებით, სასტიკად მინდა, ჩემს პირად ცხოვრებას პატივს სცემდნენ და ვითხოვ, რომ ყველამ, ვინც ჩემი ნამდვილი სახელი იცის, პატივი სცეს ერთ ფაქტს: ამ საკითხზე საჯაროდ მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ეს გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც საძმოს წევრმა გადაწყვიტა, რომ ჩემს შესახებ ათასობით სხვა კაცისთვის მოეყოლა. ამიტომაც ვწერ ამას. ამიტომაც მივეცი ინტერვიუ დიუკის უნივერსიტეტის გაზეთს. იმიტომ, რომ თუ ადამიანები შენზე ლაპარაკს იწყებენ, შენ ისიც გინდა, რომ ეს საუბარი გააკონტროლო და გამოიყენო იგი იმ დიალოგის წამოსაწყებად, რომელიც, ამ შემთხვევაში, იმ შეურაცხყოფას ეხება, რასაც სექს მუშაკებს ვაყენებთ. ერთ-ერთი რამ, რასაც ინტერნეტის მომხმარებლები არასწორად გებულობენ და რაშიც მადანაშაულებენ, არის ის, რომ თითქოს მონაწილეობა მივიღე პორნო სცენაში, რომელიც "გაუპატიურებაზე ფანატაზიებს აღძრავდა". ეს არის საშინელი ბრალდება, მაგრამ მესმის, როგორ მიდიან ადამიანები ამ ბრალდებამდე. საიტი, რომელმაც ეს საკითხი წამოწია წინ და რომლისთვისაც გადავიღე, უხეში სექსის ვებგვერდია. არც მაიძულეს და არც არავის დავუშავებივარ იმ სცენის გადაღებისას. ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, თანხმობის საფუძველზე იყო. მე მხარს ვუჭერ და ვიცავ იმ ზრდასრულ პორნო მსახიობებს, რომლებიც უხეში სექსის სცენებში იღებენ მონაწილეობას. ყველას თავისი გატაცებები აქვს და არავის აქვს უფლება, ვინმეს აიძულებდეს, რცხვენოდეს, რომ იმას აკეთებს, რაც სიამოვნებს, რაც სრულიად ლეგალურია და რაშიც ყველა ჩართული პირის თანხმობა არსებობს. რა თქმა უნდა, სრულიად მესმის და ვაღიარებ, რომ ყველა ქალს მსგავსი პოზიტიური გამოცდილება არ გააჩნია ამ ინდუსტრიაში. ჩვენ ამ ქალებს უნდა მოვუსმინოთ. ეს რომ გავაკეთოთ, პირველ რიგში, ის სტიგმა უნდა მოვაცილოთ, რომელსაც მათ პროფესიებს ვანიჭებთ და ისინი ლეგიტიმურ კარიერებად უნდა განვიხილოთ. კარიერებად, რომლებსაც რეგულაცია და მეთვალყურეობა სჭირდება. ხმის ამოღების საშუალება უნდა მივცეთ ქალებს, რომლებიც პორნო ინდუსტრიაში ექსპლუატაციასა და ცუდ მოპყრობას განიცდიან. იძულება, რცხვენოდეთ საქმის, რომელსაც აკეთებენ, ამის მიღწევის გზა არაა. ჩემთვის პორნოს კეთება წარმოუდგენელი სიხარულის მომნიჭებელია. ეს ჩემი არტისტულობის გამოხატვის გზაა, ჩემი სიყვარული, ჩემი ბედნიერება, ჩემი სახლი. ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს მიგრძვნია თავი უფრო ძლიერად და ბედნიერად. სამყაროში, სადაც ქალები, როგორც წესი, თავიანთი არჩევანის გაკეთების უფლებას მოკლებულები არიან, მე საკუთარ სექსუალობაზე სრული კონტროლი მაქვს. როგორც ბისექსუალი ქალი, რომელსაც ბევრი სექსუალური თავისებურება მაქვს, მე სრულიად მიღებულად ვგრძნობ თავს. ეს გამათავისუფლებელია, გამაძლიერებელია, არაჩვეულებრივია, ეს ისაა, როგორიც სამყარო უნდა იყოს. ეს არის სრულიად საპირისპირო იმ კულტურისა, რომელიც "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალებზე ზეწოლას ახდებნს და გაუპატიურებას გამართლებას უძებნის. ეს გამოცდილი მაქვს ინტერნეტის გარკვეული ბნელი კუნჭულებიდან. სხვა თუ არაფერი, ეს უხეში მოწოდება იყო გაღვიძებისკენ. ყველაზე ცუდი დაიწყო მაშინ, როცა ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული, საშობაო არდადეგებიდან დავბრუნდი. ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ფეისბუქზე უცნობი მამრობითი სქესის სტუდენტები  დამეგობრების მოთხოვნებით მბომბავდნენ. პირველ ჯერზე არაფერი მიფიქრია. სიმართლე რომ ვთქვათ, მესიამოვნა კიდეც (იქნებ იმიტომ, რომ რეალურად ლამაზი და სასიამოვნო ვარ, ვიფიქრე); მაგრამ მერე, მოხდა წარმოუდგენელი: ჩემი კურსელი სტუდენტი ტვიტერზე ამედევნა. შეტყობინება რომ მივიღე, გული გამიჩერდა. შიშისგან ვკანკალებდი. ვიცოდი რა მოჰყვებოდა ამას: შიში, დამცირება, შერცხვენა, მუქარები, შეურაცხყოფა. რასაც არ ველოდი, იყო ის, რომ სასტიკი კიბერ-ბულინგის და ზეწოლის ობიექტი გავხდებოდი. არ ველოდი, რომ ყოველი პირადი დეტალი ჩემი ცხოვრების შესახებ საჯარო გახდებოდა. არ ველოდი, რომ ჩემი განათლებულობა და ეთიკურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. და ნამდვილად არ ველოდი, რომ ძალიან პირადული ინფორმაცია ჩემი იდენტობისა და ადგილსამყოფელის შესახებ ხელაღებით გავრცელდებოდა საუნივერსიტეტო ფორუმებში. მიწოდეს "ბოზი, რომელმაც საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს", "ერთი დიდი ნაბოზარი მეძავი" და ალბათ ყველაზე შეურაცხმყოფელი: "პატარა გოგო, რომელმაც არ იცის, რას აკეთებს." იცით რას გეტყვით? მე ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ. შენ თუ იცი? მთელი ჩემი ცხოვრება, მილიონობით სხვა გოგოს მსგავსად, ვისმენდი იმას, რომ სექსი დამამცირებელი და სასირცხვილო აქტია. 5 წლის რომ ვიყავი და საკუთარი სხეულის აღმოჩენას ვიწყებდი, თავზარდაცემულმა დედაჩემმა მითხრა, რომ თუ მასტურბაციას მივყოფდი ხელს, ვაგინა მომძვრებოდა. ყველაზე საოცარი ხედვა, რომელსაც შთამაგონებდნენ, იყო ის, რომ სექსი ისაა, რაც ქალებს "აქვთ", მაგრამ მალე არ უნდა "გასცენ" - თითქოს ქალში გარკვეული შეზღუდული რესურსია ამ მხრივ და მისი გაცემით აუცილებლად რაღაცას გარგავს, ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით იყოს, თუ ვისთან "გასცემს" ამ რესურსს. გაბატონებული საზოგადოებრივი ტვინის რეცხვა მიდის იმის შესახებ, რომ სექსუალობა და სექსი ქალებს "აკნინებს", კაცები კი მხოლოდ მეორე ბოლოში არსებული უმანკო მიმღები არსებები არიან. ქალიშვილობა თუ თავის შეკავება გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ ხარ: კარგი თუ ცუდი ადამიანი, პატიოსანი ქალი, თუ - პირიქით. ქალების შემთხვევაში ის, რომ იყო „მორალური,“ სრულიადაა დამოკიდებული მათ სექსუალობაზე. ქალიშვილი-ბოზი დიქოტომია ვერაგული სტანდარტია, რომელსაც ქალებზე ვაწესებთ. ქალები უნდა იყვნენ მოკრძალებულები და უმწიკვლოები, ამავდროულად კი, სექსუალურად მიმზიდველები და ხელმისაწვდომები. პრანჭიას უწოდებენ, თუ პაემანზე სექსი არ აქვს ქალს. თუ აქვს სექსი, მაშინ, ბოზია. საზოგადოება აწესებს ნორმას, რომელსაც ქალები ვერაფრით დააკმაყოფილებენ. აქვე უნდა ვიკითხოთ, რატომ ხდება სექს მუშაკების ასეთი სასტიკი სტიგმატიზაცია. რატომ არ ვაძლევთ მათ მუშაობის, განათლების მიღების საშუალებას? რატომ ვემუქრბით და ვძალადობთ მათზე? რატომ გვაშინებს იმის გაფიქრებაც კი, რომ ქალს შეიძლება სექსუალური გამოცდილებები ჰქონდეს? პასუხი მარტივია. პატრიარქატს ქალის სექსუალობა აფრთხობს. შემზარავია, რომ ქალი შეიძლება, საკუთარ სექსუალობას, სხეულს ფლობდეს. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალები მამრობითი სქესის სექსუალობას დაექვემდებარონ. ვცდილობთ, მათ არჩევანის უფლება და ავტონომიურობა წავართვათ. გვინდა, ვიძალადოთ მათზე და პატრიარქატს დამოკიდებულნი შევინარჩუნოთ. ქალი, რომელიც ნორმის ტრანსგრესიას ახდენს და საკუთარ სხეულს ფლობს - იმიტომ რომ, ზუსტად ეგაა პორნო, მიუხედავად იმისა, რამდენად უხეშია სექსი - აუცილებლად წარმოადგენს საფრთხეს გამჯდარი გენდერული ნორმებისთვის, რომლებიც საზოგადოების პოლარიზებას ახდენს. ძალიან კარგად ვიცი, რომ საფრთხე, რომელსაც პატრიარქატს წარმოვუდგენ, საკმაოდ დიდია. ქალი, რომელიც განათლებული, ჭკვიანია და ირჩევს სექს სამუშაოს, თითქმის წარმოუდგენელია. საინტერესოა, რომ პორნო (მილიარდობით დოლარის ინდუსტრია) მოიხმარება მილიონობით ადამიანის - ქალების, კაცებისა და ყველა სხვა გენდერის მქონე ადამიანების მიერ - და მაინც არავინ ცდილობს, გაითვალისწინოს იმ ადამიანთა სიცოცხლე, რომლებიც კამერის წინ არიან. არავის უნდა, ყური უგდოს იმ ზეწოლისა და ექსპლუატაციის შესახებ საუბარს, რომელსაც ადგილი აქვს, არავის უნდა, მოისმინოს საუბარი იმ ძალადობის შესახებ, რომელიც ყოველდღიურად ხდება სექს მუშაკების თავს, არავის უნდა გაიგონოს, რომ ჩვენ ჩვენი იმედები, ოცნებები და მიზნები გვაქვს. არა. ჩვენ უბრალოდ "ბოზები და ჩერჩეტები" ვართ. მე ამის წინააღმდეგი ვარ. სამაგიეროდ, ის, რასაც მე ვითხოვ, ძალიან მარტივია. მე, სხვა სექს მუშაკების მსგავსად, მინდა, პატივს მცემდნენ. მე მოვითხოვ თანასწორ რეპრეზენტაციას კანონისა და საზოგადოებრივი ინსტიტუციების ფარგლებში. მოვითხოვ, რომ ადამიანებმა ჩვენი ადამიანურობა აღიარონ. მოვითხოვ, რომ ადამიანებმა ჩვენს უნიკალურ ნარატივებსა და დიალოგებს მოუსმინონ. ფემინისტებს, რომლებიც პორნოგრაფიის წინააღმდეგნი არიან, ვეტყვი: პატივს ვცემ თქვენს შეხედულებას. მიუხედავად ამისა, მოვითხოვ დაფიქრდეთ, როგორც ახდენთ ქალთა ჯგუფის მარგინალიზებას მათი ქმედებების დაგმობით. დაფიქრდეთ, რომ როცა ქალებს სექს სამუშაოში ჩართულობის გამო აკნინებთ, თქვენ აკნინებთ მათ, და შესაბამისად, თქვენ წარმოადგენთ პრობლემას. გთხოვთ, ნუ განაგრძობთ იმ შეცდომების დაშვებას, რასაც უმცირესობათა ჯგუფების ხმების იგნორირებით ჩადიოდით წარსულში. მოისმინეთ. მოუსმინეთ ქალებს, რომლებსაც ამდენი ხანია, აჩუმებენ. მოუსმინეთ მათ აზრებსა და საჭიროებებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ სოლიდარობისა და ჭეშმარიტი თანასწორობის მიღწევას ჩვენსავე მოძრაობაში. ადამიანებს ვთხოვ, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, თუ რატომ ამცირებენ ქალის სექსუალობის. რატომ ვუწოდებთ ქალებს ბოზებს და კახპებს? რატომ ვიყენებთ პროსტიტუციის სინონიმებს, როგორც ყველაზე საშინელ სალანძღავ სიტყვებს? რატომ ვაიძულებთ გაუპატიურების მსხვერპლ ადამიანებს, რცხვენოდეთ იმ საზარელი ძალადობის, რომელთა ობიექტიც გახდნენ? რატომ არის, რომ პირველი შეკითხვა, რაც ადამიანებს პირიდან ამოსდით, არის: "რა ეცვა იმ ღამეს, როცა გააუპატიურეს?" რატომ ვგმობთ იმ ქალებს, რომლებსაც არაერთი პარტნიორი ჰყოლიათ ქორწინების გარეშე? დაფიქრდით. საკუთარ თავთან მაინც იყავით გულწრფელები. პასუხები გაგაოცებთ. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ კარიერას, მე ჩემი ოცნებების ასრულებას განვაგრძობ და იმედი მაქვს, რომ ხელს შევუწყობ ცვლილებებს იმ სამყაროში, რომელიც გენდერული ნორმებითა და სექსიზმითაა გამოჭედილი. აბა, სცადეთ და გამაჩერეთ. წყარო


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება