ფემინური გეი კაცებისათვის: საკუთარი თავის შესაყვარებლად
02 12 2015
ჯეისონ ფლორესი
მოზარდობის ასაკში ხმამაღლა ვუსვამდი ხაზს, რომ ფემინური გეი კაცები არ მიზიდავდა.
იმ მომენტში შიშის, ბრაზის, დაბნეულობისა და თვითსიძულვილის ტყვეობაში ვიყავი.
იმ დროზე როცა ვფიქრობ, ვოცნებობ, უკან დაბრუნება შემეძლოს. საკუთარ თავს ლექციებსა და შეგონებებს კი არ წავუკითხავდი, იმ სიყვარულს მივცემდი, რომელსაც სხვაგან ვერსად ვიღებდი.
ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვიცოდი, რომ ისე ვლაპარაკობდი, როგორც ადამიანებს გეი კაცის საუბარი წარმოედგინათ. ვიცოდი, რომ სიარულისას თეძოებს ვარხევდი და ზოგადად, თვალშისაცემი, ვიყავი.
ვინაიდან ადამიანები ამ ყველაფრის მიმართ ან ინდიფერენტულები იყვნენ ან ნეგატიურები, ყველაფერი, რაც მე განმასხვავებდა, მეგონა, ცუდი იყო. სამყაროს ჩემთვის ამის მეტი არაფერი ეჩვენებინა.
ჩემნაირ ადამიანებსაც ვერ ვიტანდი იმიტომ, რომ მეგონა, ისინიც ჩემსავით სიძულვილის ღირსები იყვნენ.
ფემინური გეი კაცი არავის გულზე არ ეხატება, მე კი საკმარისად ძლიერი და დამოუკიდებელი არ ვიყავი, რათა ჩემი გამეტანა და მტკიცედ ვმდგარიყავი. საშინლად მჭირდებოდა თვითგანმტკიცება.
გულახდილად რომ ვთქვა, ვერც ვაცნობიერებდი, რომ საკუთარ თავს ვერ ვიტანდი, თუმცა სხვების მიმართ სიძულვილს ნათლად შევიგრძნობდი. საკუთარ თავს სტერეოტიპებს მიღმა განვიხილავდი და თავს ვუმეორებდი, რომ მე სხვა გეებს არ ვგავდი.
სხვა ფემინური გეები ჩემთვის კარიკატურები იყვნენ, საკუთარ თავს კი სამგანზომილებიან პიროვნებად აღვიქვამდი. ყველას ვეუბნებოდი, რომ არასდროს მექნებოდა ასეთ ბიჭებთან ურთიერთობა.
ასე გრძელდებოდა, სანამ ჩემმა მოსიყვარულე ბიძამ არ დამანახა, რომ ჩემი იდეოლოგია ჩემთვისვე იყო საზიანო და სხვებთან პრობლემებს შემიქმნიდა.
მან პირველმა შეამჩნია, კონტროლდაკარგული, სპირალისებურად როგორ ვმოძრაობდი და საბოლოოდ ან სულ მარტო დავრჩებოდი, ან მოუწესრიგებელი ურთიერთობები მექნებოდა, რომელშიც საკუთარი გენდერული გამოხატვის გამო თავს დამცირებულად ვიგრძნობდი.
იმ ღამეს ჩემს პირისპირ დაჯდა ტახტზე და ერთი მარტივი კითხვა დამისვა:
რატომ?
სასოწარკვეთილი ვეცადე, ჩემი ფიქრები ამეხსნა, იმ იმედით, რომ ფემინური გეების ჩემი მხრიდან არმოწონება გამემართლებინა, მაგრამ პასუხი ვერ ვიპოვე.
ყველა პასუხი იმ ღამეს ვერ მივიღე, ვერც შემდეგ კვირას ან თვეს, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ საკუთარი თავის სიყვარულის გზას დავადექი და ჰეტერონორმატიული გავლენისგან გათავისფლებისკენ წავედი.
ახლა ვხვდები, რომ მე, ერთი მხრივ, წარმოდგენების სისტემის მსხვერპლი ვიყავი, რომელიც ყველა უმცირესობის წარმომადგენელ ჯგუფებს რაღაც უკიდურესობად წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი - საკუთარი თავის სიძულვილის მსხვერპლი, რაც თვითძიების მოზარდობის წლებს ხშირად თან სდევს ხოლმე.
მძულს სიტყვა „მსხვერპლის“ გამოყენება, მაგრამ ახალგაზრდა ფემინური გეი მამაკაცის გამოცდილებას ამ შემთხვევაში ყველაზე სწორად აღწერს. გამოცდილებას, რომლის დროსაც საკუთარი თავის სიყვარულის შანსი თავიდანვე არ გვეძლევა.
ძლიერი მხარდაჭერის სისტემის გარეშე, მოზარდობის შემდეგაც მისჯილი გვაქვს ვიფიქროთ, რომ არასასურველები ვართ და არავის ვუყვარვართ.
სიმართლე ისაა, რომ ახალგაზრდა მოზრდილ ადამიანსაც მიჭირს ჩემი სექსუალობა და გენდერული გამოხატვა და მათი თანაკვეთა შევიყვარო. ჩემი სიარულის, ჩაცმის მანერის გამო და ზოგადად, ჩემი ავთენტური მეს გამოვლინებისთვის კაცებისგან აგრესიული კომენტარები მესმის ხოლმე. ვგრძნობ, ზიზღით როგორ მათვალიერებენ და მაშინვე თვალს ვარიდებ.
მე შეიძლება, ვიბრძვი, რომ თავი შევიყვარო, მაგრამ ამ ბრძოლაში წარმატებული ვარ. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემი ფემინურობა ძალაა.
მეინსტრიმ გეი მოძრაობას ჩვენნაირი გეი კაცების ეშინია. უფრო და უფრო ცდილობენ, რომ რადიკალური ქვიარობა ჰომონორმატიულ ინტეგრაციაზე გაცვალონ.
ჩვენ ლამაზი მებრძოლები ვართ. მაგრამ რას ნიშნავს ჩემი მხრიდან ასეთი განცხადება?
ქვემოთ რამდენიმე სტრატეგიაა მოცემული, რომელიც შეგახსენებს, რომ შენ მშვენიერი მებრძოლი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, ამგვარად ფიქრის ნებას არ გაძლევს.
- გააცნობიერე, რომ შენი ფემინურობა ძალაა
- გაიაზრე ჰეტერონორმატიულობა და მისი მექანიზმები
- შენნაირ ადამიანებს დაუკავშირდი
- მეინსტრიმ მედიას ყურადღებას ნუ მიაქცევ
- შენი საკუთარი ისტორიები შექმენი
- საკუთარ თავს დრო მიეცი , ძალიან ბევრი დრო
ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის