რატომ ვახდენთ მარტოხელ დედების დემონიზებას, მარტოხელა მამებს კი წამებულებად შევრაცხავთ
06 12 2015
 ამის წინათ მეზობელს ვეჭორავებოდი ჩვენს საერთო მეგობარზე, რომელიც ცოლმა მიატოვა, სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ქმარი მათი 2 და 4 წლის შვილებისთვის ერთადერთ პატრონად დატოვა. ”ყოჩაღ, ამ კაცს", - ვთქვი მე. ”ქალმა მანქანაც კი თან წაიყვანა და ახლა მამას შვილები ბაღში ავტობუსით დაჰყავს, შემდეგ თვითონ სამსახურში მატარებლით მიდის. კალათბურთის თამაშს კვირაში მხოლოდ ერთხელ თუ ახერხებს ხოლმე, შენ კი იცი, როგორ უყვარს თავისი გუნდი.” მოგვიანებით, ამ დიალოგზე დავფიქრდი. მიუხედავად იმისა, რომ მეც უმანქანო, საზოადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი მარტოხელა მშობელი ვარ და არც კი შემიძლია, გავიხსენო, ბოლოს როდის მქონდა ყოველკვირეული რეკრეაციული აქტივობის განხორციელების საშუალება, მე მაინც გაოცებული დავრჩი ამ ჩემი მეგობრის მიერ გაცემული მსხვერპლით. შემდეგ ჩემს თავზე გავღიზიანდი ასეთი ტიპობრივი აზრის გაჩენის გამო. თუ კვლევებს დავუჯერებთ, ჩვენთვის დამახასიათებელია ვიფიქროთ, რომ მარტოხელა მამები გმირულ ქმედებებს ჩადიან, მარტოხელა დედები კი ამ უკანასკნელის საპირისპიროდ იქცევიან. რას ამბობს კვლევა ”ფემინისტური ოჯახური თერაპიის ჟურნალში” გამოქვეყნებულმა 2012 წლის ორმა სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი ათავსებს მარტოხელა მამებს პედესტალზე მარტოხელა დედების განსაკუთრებული კონტროლის პარალელურად. პირველ კვლევაში ავტორებმა დაადგინეს, რომ შეხედულებათა უმრავლესობა მარტოხელა მშობლებზე დასაბამს იღებს ცნებიდან იმის შესახებ, რომ მარტოხელა მამებმა თვითონ ითავეს ბავშვების აღზრდა და თვითონ შეეჭიდნენ ამ ყველაფერს მაშინ, როცა მარტოხელა დედები ამას აკეთებენ საჭიროების გამო და არა თავისი ნებით, უფრო ზუსტად კი - შემთხვევითი დაორსულების ან ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობის არქონის გამო. მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ნეგატიური ხედვები მარტოხელა დედობაზე სათავეს იღებს იმ რწმენისგან, რომლის თანახმადაც მარტოხელა დედა, როგორც პიროვნება, არის დაშავებული და ნატკენი. აღსანიშნავია, რომ კვლევის რესპონდენტთა მიერ გადმოცემული მარტოხელა დედების აღწერა მოიცავდა რწმენებს იმის შესახებ, რომ მშობელთა ეს ჯგუფი იყო დაუდევარი, უპასუხისმგებლო, ჩამოუყალიბებელი, გადაღლილი, დეპრესიული, ცუდი არჩევანის გაკეთებისადმი მიდრეკილი, უწესო, უიმედო და/ან დაბალი თვითშეფასების მქონე. მეორე მხრივ, მარტოხელა მამებს აღწერდნენ, როგორც დაბრკოლებებით სავსე სიტუაციაში მყოფ პიროვნებებს, რომლებსაც უნდა ეფიქრათ მარტოხელა მშობლობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, როგორებიცაა: ხარჯები ბავშვის გაზრდისთვის, ბავშვთა მზრუნველობის ცენტრის პოვნა და პირადი ურთიერთობების ბავშვის აღზრდასთან შეთავსება. ნახსენები არ იყო არცერთი ის პიროვნული ნაკლოვანება, რომლებითაც  მარტოხელა დედებს ახასიათებენ! მეორე კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ მარტოხელა მშობლებზე ორი იდენტური გამოგონილი ისტორიის მოსმენისას კვლევის მონაწილეები დედების მიმართ უფრო კრიტიკულები იყვნენ, ვიდრე - მამების. მარტოხელა დედები ყველამ დაახასიათა, როგორც ”ნაკლებად დაცული, ნაკლებად იღბლიანი, ნაკლებად პასუხისმგებელი, ნაკლებად დაკმაყოფილებული ცხოვრებით, ნაკლებად მორალური, ნაკლებად პატივსაცემი, ნაკლებად კარგი მშობელი და ნაკლებად ძლიერი ეკონომიკური თვალსაზრისით”, ვიდრე - მარტოხელა მამები. ნეგატიურ შეხედულებებს მივყავართ რეალურ ცხოვრებისეულ რისკებამდე მარტოხელა დედებისათვის მსგავსი რწმენების შედეგები არ ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ ჩვენ განვადიდებთ მარტოხელა მამებს და ვიწუნებთ მარტოხელა დედებს. ჩვენ უბრალოდ ხშირად ვხედავთ, თუ როგორ იჭერენ მარტოხელა დედებს სამართალდამცავები, როგორ ედებათ მათ ბავშვის საფრთხეში ჩაგდების ბრალი, ან როგორ ერთმევათ მეურვეობის უფლება მათივე "დაუდევარი" დამოკიდებულების გამო. მხოლოდ გასული რამდენიმე თვის მანძილზე, ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილი დედების რიცხვი  საკმაოდ მაღალია. ამის მაგალითი იყო შანეშა ტეილორი, მარტოხელა დედა, რომელსაც დედობის უფლება ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც მან თავისი ორი შვილი, რომელთაგან ერთი ჯერ სიარულს სწავლობდა, მეორე კი 6 თვის იყო, 45 წუთით მარტო დატოვა მანქანაში, სანამ თავად სამსახურის გასაუბრებაზე იყო შესული. ასევე დებრა ჰარელი, მომუშავე დედა, რომელმაც ღამე ციხეში გაატარა, დაკარგა მეურვეობა თავის ქალიშვილზე 2 კვირით და შესაძლო იყო 10 წლიანი პატიმრობაც კი მიესაჯათ მისთვის, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის თავის 9 წლის ბავშვს მარტო ტოვებდა პარკში სხვა ბავშვებთან სათამაშოდ, სანამ თვითონ რესტორან მაკდონალდ’ს-ში თავის ცვლაში მუშაობდა. და რა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ფაქტი გახლავთ, როდესაც შტატ ჯორჯიაში მცხოვრებმა მარტოხელა დედამ წლები გაატარა სასჯელის მოხდაში საკუთარი ვაჟის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ. ბიჭუნა ნასვამმა მძღოლმა შეიწირა, როდესაც სამი შვილის დედა გაუფრთხილებლად გადავიდა ქუჩაზე ბავშვებთან ერთად, მას შემდეგ, რაც საყიდლების დასრულებისას ავტობუსმა ისინი უახლოესი გადასასვლელიდან ერთი მესამედი მილის მოშორებით ჩამოსვა. თითოეული ეს შემთხვევა - და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია - მოიცავდა ეკონომიკური უპირატესობის არმქონე შავკანიან დედებს, რომლებიც ცდილობდნენ, ეზრუნათ თავიანთ შვილებზე ძალიან  შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში. მაშინ, როცა ამ სიტუაციაში მყოფი ყველა დედა შავკანიანი არ არის (იხილეთ ამ ტიპის ახლადმომხდარი შემთხვევები ფლორიდაში), დისპროპორციულ რაოდენობას მაინც ისინი შეადგენენ. ნაწილობრივ ეს იმის ბრალია, რომ თუ არსებობს ნეგატიური სტერეოტიპები ზოგადად მარტოხელა დედებზე, მითი უწესო შავკანიანი მარტოხელა დედების კეთილდღეობის შესახებ ყველაფერს უფრო სანიმუშოდ ართულებს ფერადკანიანი მარტოხელა დედებისათვის, რომლებიც შედარებით უფრო არასწორი გზით არიან შეფასებულნი, ვიდრე - თეთრკანიანი მარტოხელა დედები. ეს არის ის, რასაც ჩვენ ”გადამკვეთ ჩაგვრას” ვუწოდებთ. სიღარიბე და უთანასწორობა  რატომ არ ვაწყდებით ისტორიებს სასოწარკვეთილი მარტოხელა მამების შესახებ, რომლებიც თავიანთ შვილებს მსგავს სიტუაციებში აგდებენ? ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტოხელა მამებს კანონთან პრობლემები არ ექმნებათ, მაგრამ Google-ის ძიებაში ჩაწერეთ ”მარტოხელა მამების დაუდევარი მოპყრობა ბავშვისადმი”. თქვენ შედეგად იხილავთ ბავშვზე ფიზიკური ძალადობის ფაქტების გამაოგნებელ რაოდენობას და არა სიტუაციებს, რომლებიც მოიცავს მეურვეობის ჩამორთმევას ან კრიმინალურ ბრალდებებს "დაუდევრობისთვის", რაც რთულად განსამარტი რამაა. როგორც ბევრი ამტკიცებს, როდესაც ბრალდებები წამოყენებულია მსგავს გარემოებებში, რეალური მიზეზი ამ ყველაფრისა არის სიღარიბე. სიღარიბე კი გაცილებით დიდ გავლენას მარტოხელა დედებზე ახდენს. როგორც 2013 წლის გამოკითხვამ დაადგინა, სიღარიბეში მცხოვრები მარტოხელა დედების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა მამების რიცხვს: მარტოხელა მამების 24% მარტოხელა დედების 43%-ის წინააღმდეგ. ამასთან განიხილეთ ის ფაქტიც, რომ მარტოხელა მამების რიცხვი გაცილებით უფრო ნაკლებია, ვიდრე - მარტოხელა დედებისა (კიდევ ერთმა 2013 წლის კვლევამ დაადგინა, რომ მარტოხელა მშობელთა ოჯახების 76%-ს ქალები უძღვებიან) და ისიც, რომ ისინი, ვინც ოჯახს უდგანან სათავეში, ხშირად ღებულობენ უფასო საშვს, რომელიც არის დაფუძნებული ჩვენს ნიშანდობლივ რწმენაზე მარტოხელა მამების სიმამაცის შესახებ და შედეგად გაცილებით უფრო მეტი დედა აღმოჩნდება ხოლმე წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაში, ვიდრე - მამა. რისი გაკეთება შეგვიძლია როდესაც საქმე ბავშვის აღზრდას ეხება, ჩვენი უმრავლესობა კვლავ სქესთან დაკავშირებულ რწმენებს ებღაუჭება ქალისა და მამაკაცის როლების შესახებ. გააზრება იმისა, რომ ეს არის სოციალურად შექმნილი ხედვები და არა ბუნების მიერ დადგენილი სიმართლე, დაგვეხმარება, დავამარცხოთ ის სტიგმა და საფრთხე, რომლის წინაშეც მარტოხელა დედები დგანან და ჩვენ შევძლებთ, შევქმნათ გარემო, რომელშიც უფრო მეტი მამაკაცი იგრძნობს თავს კომპეტენტურად ბავშვთა აღზრდაში და მხარდაჭერილად, როგორც მარტოხელა მამები. გთავაზობთ სხვა რამდენიმე გზას, რომელიც შეგვიძლია ავირჩიოთ:
  1. იბრძოლეთ გენდერული თანასწორობისთვის ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ზოგად მოლოდინებში
როგორც საზოგადოება, ჩვენ უფრო ნაკლებს ველით მამებისგან, ვიდრე - დედებისგან, როდესაც საქმე მომავალ თაობაზე ზრუნვას ეხება. შედეგად, დედებს უფრო კრიტიკულად უყურებენ, ვიდრე - მამებს, რომლებიც ქებას მაშინაც კი იმსახურებენ, როდესაც ისინი უბრალოდ გამოჩნდებიან ხოლმე ბავშვის ცხოვრებაში. ამოიღეთ ხმა, როდესაც ხალხის მიერ გაკეთებულ პოზიტიურ კომენტარს მოისმენთ მამაზე, რომელიც უბრალოდ ბავშვის გვერდითაა სათამაშო მოედანზე კვირა დილას, ნაცვლად იმისა, რომ ეძინოს! შესძახეთ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ, თუ როგორ ”უვლის” მამა საკუთარ შვილს. არცერთი ამ ორი უკანასკნელი შემთხვევიდან არ გადის ნორმის ფარგლებს გარეთ. ეს უბრალოდ ბავშვის აღზრდის ნაწილია.
  1. როგორც დედებმა, მიეცით მამებს განვითარების საშუალება
როდესაც ჰეტეროსექსუალი წყვილი ერთმანეთს ეყრება, ქალები ხშირად შიშობენ, რომ მშობლის როლის მამისთვის გადაცემის შემთხვევაში ისინი უხეშად განიკიცხებიან, მაშინაც კი, როდესაც მამა უფრო მეტად არის სამსახურით უზრუნველყოფილი. არ გეგონოთ, რომ თუ მამა ასრულებს მშობლის ძირითად როლს, ამის უკან შეიძლება, რაღაც შემაძრწუნებელი ისტორია იმალებოდეს. თუ რეალური მიზეზი არ გაგაჩნიათ სხვაგვარად ფიქრისთვის, დარწმუნებული იყავით, რომ ის არის ნამდვილად კომპეტენტური საკუთარი მოვალეობების შესრულებისთვის. ასევე მოეშვით მამის ბავშვის აღზრდის მეთოდის გაკრიტიკებას, თუ თქვენ იგივეს არ იტყოდით დედაზე.
  1. დაადანაშაულეთ სიღატაკე და არა - მარტოხელა დედები
მარტოხელა დედების და არა მათი მწვავე ფინანსური პრობლემების დადანაშაულებას შეიძლება, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს და ამან უკვე გამოიწვია მრავალი დედის დაპატიმრება და მათი დედობრივი უფლებების ჩამორთმევა. ებრძოლეთ სიღატაკეს და მხარი დაუჭირეთ მშობელთა პროგრამებს, როგორებიცაა: დეკრეტი და სუბსიდირებული სოციალური მომსახურება და მზრუნველობა. იბრძოლეთ, რათა გაზარდოთ მინიმალური შემოსავალი, სანამ ის ცხოვრებისთვის ადეკვატური არ გახდება და გახდით პოლიტიკურები.
  1. გაიაზრეთ ცრურწმენები მარტოხელა მშობლების შესახებ
მარტოხელა მამობა ხშირად არის აღქმული, როგორც კეთილშობილი მამაკაცის მიერ ჩადენილი ქმედება, ხოლო მარტოხელა დედობა მიჩნეულია, როგორც გზა, რომლის არჩევაც უწევს ქალს, რომელმაც მიიღო არასწორი გადაწყვეტილებები წარსულში და სხვა გამოსავალი არ აქვს. როდესაც ჩვენ ამ ხედვას ვამართლებთ და ვიღებთ, ჩვენ უკვდავყოფთ სხვისთვის მტკივნეულ მითებს. თუ შენ მარტოხელა მამას შესთავაზებდი, დარჩენილიყავი მის ბავშვთან, რათა მას შესაძლებლობა გასჩენოდა, საღამო გარეთ გაეტარებინა, გააკეთე იგივე მარტოხელა დედისთვის.
  1. აღიარე, რომ მეინსტრიმული აზროვნება ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე
როგორც ფემინისტებმა, ჩვენ უნდა გავიაზროთ და უარვყოთ გენდერული სტერეოტიპები, როდესაც საქმე ეხება ბავშვის აღზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, უამრავი ჩვენგანი კვლავ თვლის, რომ მშობლობა ქალს უფრო ბუნებრივად ხვდება წილად, ვიდრე - მამაკაცს. გასაკეთებელი კიდევ ბევრია როდესაც ჩემი დიდი ბებია 1912 წელს, საფრანგეთში, ქმარს გაეყარა, მისი ქმედებები იყო მიჩნეული, როგორც უაღრესად სკანდალური. ის ფაქტი, რომ ის გახდა მარტოხელა დედა მისი ქორწინების დაშლის შემდეგ, რომლის მიზეზიც დაქვრივება არ იყო, სრულიად გაუონარი და მიუღებელი იყო. ისიც და ბებიაჩემიც მთელი ამ სტიგმით ცხოვრობდნენ მთელი თავიანთი ცხოვრება. საბედნიეროდ, ჩვენ წინ წავიწიეთ და გაყრაც და მარტოხელა დედობაც უფრო ჩვეულებრივი და მისაღები ამბავი გახდა საზოგადოებაში, ვიდრე ეს იყო საუკუნის წინ. თუმცა, როგორც უამრავი მარტოხელა დედა დამემოწმება, ამ ყველაფრის უბრალოდ უფრო ჩვეულებრივ მოვლენად აღქმა არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ოჯახები ყველანაირი სახითა და ფორმით შეიძლება, არსებობდეს და ჩვენ უნდა ვიშრომოთ, რათა მხარი დავუჭიროთ არა მარტო მათ, ვისაც ღირსეულებად და კეთილშობილებად მივიჩნევთ, არამედ მათაც, ვისი გადაწყვეტილებებიც შეიძლება, ჩვენი გადაწყვეტილებებისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის