გავრცელებული შეხედულებები, რომლებიც ქალთა სექსუალობაზე კონტროლს აწესებს
07 12 2015
ერთი რამ, რაც ჩვენს სექსისტ საზოგადოებას ნამდვილად უყვარს, არის იმ ქალთა გაკიცხვა, რომლებიც ბედავენ, ჰქონდეთ სექსი და ამისგან სიამოვნებას იღებდნენ.
შემთხვევითი არაა, რომ ასეთი ქალების ცხოვრება რთულია. სექსუალურად ძლიერი ქალები საფრთხეს უქმნიან დღეს პატრიარქალურ წყობას, რადგან ისინი არა მხოლოდ ანგრევენ გენდერულ ნორმებს, არამედ, ამავდროულად, სააშკაროზე გამოაქვთ პატრიარქალური ფასეულობები.
ამ შფოთვიდან მომდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალთმოძულე შეურაცხმყოფელი სიტყვა: კახპა.
გავრცელებულია რწმენა, რომ ”კახპები” არიან თავისუფალი ნიმფომანიაკები, მაგრამ სინამდვილეში, საზოგადოება ამ სიტყვას იყენებს, როგორც შესანიღბ ტერმინს ყველა იმ ქალთან მიმართებაში, რომლის სექსუალურ ქმედებებს ჩვენ არ ვეთანხმებით.
(აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქალისთვის ეს ტერმინი საკუთარი იდენტობისთვის არის მისაღები, მაგრამ დანარჩენები ირწმუნებიან, რომ ამ სიტყვის პოზიტიური დატვირთვით გამოყენება შეუძლებელია, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, უბრალოდ ქალთმოძულეობრივი, შეურაცხმყოფელი ტერმინია. ამ სტატიის მიზნებისთვის ჩვენ ამ ტერმინს ბრჭყალებში გამოვიყენებთ, რათა გამოვხატოთ, რომ ეს კონსტრუქტია, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს.)
”კახპები”, როგორც წესი, ასოცირებულნი არიან მოუწესრიგებელ სქესობრივ კავშირებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ქალების „ფასეულობის ვარდნა“ მათი სექსუალურად გააქტიურების პროპორციულია, რთულია, საკუთარი სექსუალობა გეამაყებოდეს ან თუნდაც გიადვილდებოდეს ამაზე ლაპარაკი.
შენი ოჯახის, მეგობრებისა და თანამშრომლების მოსაზრება შენს სექსუალურ ცხოვრებაზე ან პიროვნებაზე, შეიძლება, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ არაადეკვატურობაზე.
ამ ინფორმაციის გაშიფრვა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რომ ეს არის არასწორი და მოგეცემათ ძალა, მთლიანად დაეპატრონოთ საკუთარ სექსუალობას.
მოდით განვიხილოთ რამოდენიმე მითი.
- "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები არიან ბინძურები და მათთვის უფროა დამახასიათებელი, აღმოაჩნდეთ სექსუალურად გადამტანი ინფექციები
- "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები დაწვებიან ყველასთან
- „მსუბუქი ყოფაქცევის“ ქალებს არ აქვთ არავითარი „მორალი“
- "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები იმედებს უცრუებენ საკუთარ ოჯახებს
- "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები სექსზე არიან დამოკიდებული
- "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე.
- "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები არ იმსახურებენ პატივისცემას
ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"