გავრცელებული შეხედულებები, რომლებიც ქალთა სექსუალობაზე კონტროლს აწესებს
07 12 2015
ერთი რამ, რაც ჩვენს სექსისტ საზოგადოებას ნამდვილად უყვარს, არის იმ ქალთა გაკიცხვა, რომლებიც ბედავენ, ჰქონდეთ სექსი და ამისგან სიამოვნებას იღებდნენ. შემთხვევითი არაა, რომ ასეთი ქალების ცხოვრება რთულია. სექსუალურად ძლიერი ქალები საფრთხეს უქმნიან დღეს პატრიარქალურ წყობას, რადგან ისინი არა მხოლოდ ანგრევენ გენდერულ ნორმებს, არამედ, ამავდროულად, სააშკაროზე გამოაქვთ პატრიარქალური ფასეულობები. ამ შფოთვიდან მომდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქალთმოძულე შეურაცხმყოფელი სიტყვა: კახპა. გავრცელებულია რწმენა, რომ ”კახპები” არიან თავისუფალი ნიმფომანიაკები, მაგრამ სინამდვილეში, საზოგადოება ამ სიტყვას იყენებს, როგორც შესანიღბ ტერმინს ყველა იმ ქალთან მიმართებაში, რომლის სექსუალურ ქმედებებს ჩვენ არ ვეთანხმებით.     (აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ქალისთვის ეს ტერმინი საკუთარი იდენტობისთვის არის მისაღები, მაგრამ დანარჩენები ირწმუნებიან, რომ ამ სიტყვის პოზიტიური დატვირთვით გამოყენება შეუძლებელია, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, უბრალოდ ქალთმოძულეობრივი, შეურაცხმყოფელი ტერმინია. ამ სტატიის მიზნებისთვის ჩვენ ამ ტერმინს ბრჭყალებში გამოვიყენებთ, რათა გამოვხატოთ, რომ ეს კონსტრუქტია, რომელსაც თავისი დატვირთვა აქვს.) ”კახპები”, როგორც წესი, ასოცირებულნი არიან მოუწესრიგებელ სქესობრივ კავშირებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ქალების „ფასეულობის ვარდნა“ მათი სექსუალურად გააქტიურების პროპორციულია, რთულია, საკუთარი სექსუალობა გეამაყებოდეს ან თუნდაც გიადვილდებოდეს ამაზე ლაპარაკი. შენი ოჯახის, მეგობრებისა და თანამშრომლების მოსაზრება შენს სექსუალურ ცხოვრებაზე ან პიროვნებაზე, შეიძლება, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ არაადეკვატურობაზე. ამ ინფორმაციის გაშიფრვა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რომ ეს არის არასწორი და მოგეცემათ ძალა, მთლიანად დაეპატრონოთ საკუთარ სექსუალობას.     მოდით განვიხილოთ რამოდენიმე მითი.
  1. "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები არიან ბინძურები და მათთვის უფროა დამახასიათებელი, აღმოაჩნდეთ სექსუალურად გადამტანი ინფექციები
   ქალს შეუძლია 100-ჯერ დაწვეს ერთ პარტნიორთან, მაგრამ მაშინ, როცა ამ რიცხვს სხვა ადამიანებიც ემატებიან, ის იმ წამსვე იქცევა დაავადებების გამავრცელებლად. პირველ რიგში, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავს, სექსუალურად გადამტანი ინფექციების დიაგნოსტიკის ანალიზის რეგულარული ჩატარება ყოველთვის აუცილებელია. მეორე, ამ დაავადების მიღება არ ნიშნავს იმას, რომ შენ რამით ხარ ნაკლები სხვებზე, მაგრამ მოდით თითოეული სტიგმა განვიხილოთ სათითაოდ. ეს რწმენა დასაბამს იღებს იმ მოსაზრებისგან, რომ რამოდენიმე სხვადასხვა სექსუალური პარტნიორის ყოლა პირდაპირ თანაფარდობაში მოდის ქალის უმწიკვლობასთან. სწორედ ამიტომ, უამრავ გოგონას ასაკის მატებასთან ერთად შთააგონებენ, რომ მას სექსი მხოლოდ მონოგამიური ურთიერთობის დროს (სასურველია ქორწილის შემდეგ) უნდა ჰქონდეს და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ მას პარტნიორთან ძლიერი ემოციები აკავშირებს. შენ ალბათ იტყვი, ”მხოლოდ იმიტომ, რომ მე მომწონს სექსი, არ ნიშნავს იმას, რომ არ მწამს მონოგამიის ან სიყვარულის” და ეს მართალია! ჩემი დებულება არ ექვემდებარება იმ აზრს, რომ ჩვენ უნდა გვრცხვენოდეს უფრო ტრადიციული ხედვების სიყვარულზე. მე ვამბობ იმას, რომ ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ ფაქტს, რომელიც ჩირქს სცხებს ნებისმიერს მათი სექსუალური ქმედებების გამო და ვთქვათ, რომ ეს არის უხეში  საქციელი.     ქალს, რომელიც იმყოფება 30 წლიან ქორწინებაში, შეუძლია, მიიღოს სექსობრივი გზით გადამდები ინფექცია, თუ მისი ქმარი სხვასთანაც ამყარებს სქესობრივ კონტაქტს და ამას უმალავს მეუღლეს. ჯანსაღი სექსუალური ქმედება არავითარ კავშირში არ არის სექსუალურ პარტნიორთა რაოდენობის შეზღუდვასთან. ამის გასაღები არის გახსნილობა, გულწრფელობა და დიალოგის შენარჩუნება. და რაც  შეეხება ”სიბინძურის” მეორად მნიშვნელობას, ეს, უბრალოდ, ქალთმოძულეობაა. შენი პირადი ჰიგიენა არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ცოტა ან რამდენად ბევრი სექსუალური პარტნიორი გყავს.    
  1. "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები დაწვებიან ყველასთან
   არსებობს დაჟინებული რწმენა იმისა, რომ ”კახპებს” სექსი აქვთ ყველაფერთან, რაც მოძრაობს. თითქოს, თუ შენ გიყვარს სექსი, ყველას და ყოველთვის შეუძლია, წაგიყვანოს შინ ღამის გასატარებლად. საზიზღრობაა. განაგრძეთ ოცნებობა, ბიჭებო. არცერთი ქალი არ იმსახურებს მსგავს მოპყრობას სექსუალური კმაყოფილებისთვის.     პლიუს ამას, სექსი არ არის მხოლოდ ორგაზმი. კიდევ უამრავი ფაქტორია ამასთან დაკავშირებული - ვიზუალური მხარე, კავშირი, ერთმანეთთან შეთავსება და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა ვაკეთებთ გარკვეულ არჩევანს. რა თქმა უნდა, სექსი სასიამოვნოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ყველასთან დასაწოლად ხარ მზად მორიგი ორგაზმის განსაცდელად. მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხარ ”კახპა”, არ ნიშნავს იმას, რომ არ გაგაჩნია სტანდარტები.
  1. „მსუბუქი ყოფაქცევის“ ქალებს არ აქვთ არავითარი „მორალი“
   ჩვენს  საზოგადოებას საკმაოდ უცნაური შეხედულებები აქვს სექსუალობასა და მორალებზე. ხალხის აზრით, თუ ქალი ამყარებს სქესობრივ კონტაქტს ბევრ ადამიანთან, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წარუმატებელია ცხოვრებაში და რომ მის პიროვნებას სამუდამოდ აქვს ღირსება შელახული.     ”კახპები” ქმნიან საფრთხეს, რადგან მათი მორალობის ნაკლებობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ სურვილი, დაიცვან წესები, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ მოხდება მათი ქცევების რეგულირება პატრიარქალური სტანდარტების მიხედვით, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ქალი. ეს არ არის 1930-იანი წლები. ქალები არ მიჰყვებიან ცოლად მათი საშუალო სკოლის დროინდელ შეყვარებულებს 16 წლის ასაკში და არ კავდებიან სექსით მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნონ საკუთარ მეუღლეს ან გააჩინონ ბავშვები (ეს პატრიარქალური უტოპიაა. რა თქმა უნდა, ის ჰეტეროსექსუალურია). ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გვაჯილდოვებს საკმარისი დამოუკიდებლობითა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობით იმისთვის, რომ გვქონდეს საშუალება, შევიცნოთ საკუთარი სხეულები. მოსაზრება სექსუალურ აქტივობასა ან სურვილზე, მიაღწიო სექსუალურ სიამოვნებას, რომელიც არსებითადაა ასოცირებული ამორალურობასთან, არის, უბრალოდ, მორიგი ბრალდება, რომელსაც უყენებენ ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს, რათა დაადანაშაულონ ისინი იმაში, რასაც საერთოდ არ უნდა ნანობდნენ.     შეაფასეთ ადამიანის მორალურობა და აზროვნება იმაზე დაყრდნობით, თუ როგორ ექცევა ის სხვას და არა იმის მიხედვით, თუ რამდენ ადამიანთან დაწოლილა წარსულში.
  1. "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები იმედებს უცრუებენ საკუთარ ოჯახებს
   ოჰო, ვისაუბროთ სენსიტიურ თემაზე. იცით, როდესაც თქვენ ხდებით ”კახპა,” ეს ფაქტი ანაცვლებს თქვენი იდენტობის ყველა სხვა დანარჩენ ასპექტს. შენ შეიძლება, იყო გავლენიანი მოსამართლე, მაგრამ თუ შენმა ოჯახმა იცის, რომ ეწევი აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას, მამიდაშენი კვლავ იგივე შეურაცხყმოფელ ლექციას ჩაგიტარებს ყოველ მადლიერების დღეს. დიახ, ჩვენ ისევ ისეთ კულტურაში ვცხოვრობთ, რომელშიც სჯერათ, რომ ქალის სექსუალური ქმედებები შემარცხვენელია მისი ოჯახისთვის. თუ შენ დიდი რაოდენობით გაქვს სექსი, მაშინ, სავარაუდოდ, ცუდად ხარ გაზრდილი. ეს ლოგიკა არ მოდის ახლოს სიმართლესთან, რადგან შენ მიერ გაკეთებული არჩევანი სექსთან დაკავშირებით არავითარ კავშირში არ არის იმასთან, თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი ხარ ცხოვრების სხვა ასპექტებში. უამრავ ნებისმიერი წარმოშობის მქონე ადამიანს მოსწონს სექსი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენ ამის შედეგად განიკიცხები, არის ის, რომ შენ ხარ ქალბი და ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად უგუნურად იქცევიან ისინი ამ შემთხვევაში. მაშინაც კი, როდესაც მათი გადმოსახედიდან ისინი კარგს აკეთებენ შენთვის, შენს ოჯახს არ აქვს არავითარი უფლება, დაიწყოს შენი განკითხვა შენი სექსუალური ცხოვრებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხარ ზრდასრული. ეს უბრალოდ უადგილო და შემარცხვენელი ქმედებაა. თუ მათ განზრახული აქვთ შენი ოჯახიდან მოკვეთა ან განუწყვეტლივ განაგრძობენ შენს განსჯას, ეს უკვე არის ნიშანი უფრო დიდი დისკუსიისა, რომელიც საჭიროებს გამართვას.     შენს ოჯახს არ უნდა უცრუვდებოდეს შენში იმედები, მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ "მსუბუქი ყოფაქცევის", რადგან ეს არის შენი პირადი ცხოვრება და შენ კვლავ გაქვს იმავე რაოდენობის პოტენციალი ”კახპობისთვის,” რამდენიც თავშეკავებულობისთვის. შენი სექსუალური ქმედებები არ გამოსახავს შენს დანარჩენ შესაძლებლობებს.
  1. "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები სექსზე არიან დამოკიდებული
   რა თქმა უნდა, ნიმფომანიის თეორია. ”კახპები” არიან აღქმულნი, როგორც მაცდური ბუნების მქონე ქალები, რომლებიც მოატყუებენ და გამოიყენებენ ნებისმიერს, თუ ეს იქნება სექსის ქონის გარანტი. ხალხს (კონკრეტულად მამაკაცებს) უწევთ, წარმოიდგინონ სექსუალურად თავისუფალი ქალები, როგორც დამოკიდებულების მქონე, რადგან ქალი, რომელსაც ამოძრავებს რაღაც ძალა, რომლის კონტროლიც მას არ შეუძლია, ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ქალი, რომელსაც სექსის ქონა მხოლოდ დროთაგანმავლობაში სიამოვნებს.     ებრძოლეთ ამ თეორიას. შენ შეგიძლია, სიამოვნება მიიღო სექსისგან მასზე დამოკიდებულების ქონის გარეშე. იმის დაჟინებით მტკიცება, რომ შენ ხარ შეპყრობილი რაღაც გაუკონტროლებელი ვნებით, არის უბრალოდ მორიგი, არაკრეატიული გზა, რომლითაც ცდილობენ მოგაშორონ თავისუფლებას. ნათელი გახადეთ ის ფაქტი, რომ მხოლოდ თქვენ ირჩევთ, ვისთან და როდის დაკავდებით სექსით.
  1. "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე.
   ყოველთვის, როდესაც ქალისთვის პრიორიტეტული ხდება საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები, ჩვენ ერთხმად შევძახებთ: ”ნარცისი.” აქტიური სექსუალური ცხოვრების ქონა არ ნიშნავს თვითგანდიდებას. შენ იცი, რა გსურს და არ გაქვს ამის მიღების პრობლემა. ადამიანებმა არ უნდა დაგჩაგრონ ამის გამო.     სხვა თუ არაფერი, ისინი უნდა განიცდიდნენ შურს შენ მიმართ, რადგან შენ ხარ საკმარისად კომფორტული საკუთარ სხეულთან და სექსუალობასთან მიმართებაში იმისთვის, რომ ამით სიამოვნება მიიღო. არასოდეს უნდა იგრძნო თავი გაუმაძღარ პიროვნებად ან ეგოისტად მხოლოდ იმიტომ, რომ მოგწონს სექსი. სექსი არ უარყოფს შენს სხვა საყვარელ აქტივობებსა და მისწრაფებებს ცხოვრებაში. შენი სექსუალური ცხოვრება არ ამცირებს შენს შესაძლებლობას, შეგიყვარდეს და შეუყვარდე სხვას. ვის აქვს უფლება თქვას, რომ შენ ფიქრობ მხოლოდ საკუთარ თავზე? ადამიანები, რომლებიც მსგავსი ვარაუდებით განსაზღვრავენ შენს ცხოვრებას ისეთ ზედაპირულ ფაქტზე დაყრდნობით, როგორიცაა სექსი, ალბათ არც იმსახურებენ შენს ცხოვრებაში არსებობას.
  1. "მსუბუქი ყოფაქცევის" ქალები არ იმსახურებენ პატივისცემას
   ეს არის ყველაზე ზიანის მომტანი ვარაუდი. ყველა ამ არასწორი შეხედულებების შემდეგ "კახპების" შესახებ, მარტივია, ეს ყველაფერი შენთვისაც ინტერნალიზებული აღმოჩნდეს. შენ ასახავ სტერეოტიპებს საკუთარ თავზე და იწყებ ფიქრს იმაზე, რომ იქნებ, შენშია პრობლემა ან, იქნებ, უფრო ნაკლები ხარ რამით. არასდროს გაგიელვოთ ამ აზრმა თავში. ნუ მისცემთ უფლებას პატრიარქალურ ნაგავს, გიკარნახოთ, თუ როგორ იცხოვროთ თქვენ.     არ შემიძლია, საკმარისად არ გავუსვა ამას ხაზი: ის ფაქტორი, თუ რა რაოდენობით აქვს ვინმეს სექსი, არ განსაზღვრავს მის ღირსებას - ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. იარე თავაწეულმა და დაგმე ის უსუსური არგუმენტები ერთი დამაჯერებელი მზერით. არავის არ უნდა ჰქონდეს უფლება, აკონტროლოს შენი სექსუალური ცხოვრება. ერთადერთი, ვისაც შეუძლია, ამაზე რამე თქვას, არის ის, ვისთანაც გაქვს სექსი და ისიც - განსაზღვრული რაოდენობით, ყველა სხვა დანარჩენს კი, უბრალოდ, უთხარი, ნუ ჩაერევიან შენს საქმეში. იყავი "მსუბუქი ყოფაქცევის", ან ნუ იქნები. შენ ხარ საკუთარი არჩევანის განკარგულებაში და ყველა ქალი იმსახურებს პატივისცემას, მიუხედავად მისი სექსუალური ქმედებისა. წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა