რატომ არ არის ინტერნეტში შეურაცხყოფა "სიტყვის თავისუფლება"
10 12 2015
რომ მომინდეს, ვინმე უცნობს ახლავე მივადგებოდი ქუჩაში და მოკვლით დავემუქრებოდი.
მართალია, ეს მუქარისთვის კარგი მიზეზი არ არის, მაგრამ სავსებით შემიძლია, თუ მინდა: მერე რა, რომ შედეგად შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც ვემუქრები, თავი დაუცველად იგრძნოს ან, უბრალოდ, დამახვევინოს.
ალბათ, ასე ფიქრობენ ის ადამიანები, ვინც რაც უნდათ იმის თქმის უფლებას იცავენ, არ აქვს მნიშნელობა, ეს სიძულვილის ენაა, გაუპატიურების მუქარა თუ მოკვლით დაშინება.
თუ ინტერნეტში ორ წუთზე მეტი გაგიტარებია, ალბათ, ხვდები, რასაც ვგულისხმობ - დატროლვა, ბულინგი, არაგულახდილი, მაგრამ გაზრახ საწყენი კომენტარები და სხვა რაღაცეები, რასაც პირში არავინ არავის ეტყოდა.
რაც კიდევ უფრო უარესია, ინტერნეტში შეურაცხყოფა არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენს მარგინალიზებულ ადამიანებზე. მაგალითად, მთელი ყალბი ტვიტერ კამპანია, რომელიც მთლიანად შავკანიანი ფემინისტების წინააღმდეგ იყო შექმნილი.
წლების განმავლობაში ინტერნეტში ნ-სიტყვის (N-Word) გაგონების, მოკვლით დამუქრების, თვითმკვლელობაზე ხუმრობებით დანაგვიანებული კომენატარების სექციის შემდეგ ადვილია, მგრძნობელობა დაკარგო იმის მიმართ, რასაც ანონიმურობით გათამამებული ხალხი ამბობს.
ამიტომ, როცა ხალხი ინტერნეტით შეურაცხოფას უპირისპირდება, რაც სასამართლოში ჩივილსაც შეიძლებდა, გულისხმობდეს, ისინიც კი, ვინც თვითონ არ ტროლაობენ, ამბობენ: ,,ტროლები დატროლვას გააგრძლებენ. მოშორდი ინტერნეტს, თუ ამასთან გამკლავება არ შეგიძლია.“
როცა ინტერნეტში შეურაცხყოფას ყურადღებას არ ვაქცევთ, ერთი რამ გვავიწყდება - ინტერნეტში ტროლები არ არიან.
გარდა სპამის რობოტებისა და ტვიტერზე დარეგისტრირებული შინაური ცხოველების პროფილებისა, ინტერნეტი მთლიანად ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც თავანთ სიტყვებზე პასუხისმგებელი არიან, რომელთაც შეუძლიათ, ეს სიტყვები სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენონ, თუმცა, იმავე ადამიანებისთვის რეალურ ცხოვრებაში სხვისთვის ,,წადი, თავი მოიკალი“ ზრდილობიანი საუბრის ნაწილი არაა.
ინტერნეტი არ არის რაღაც უსხეულო სივრცე, სადაც შეურაცხყოფისას ყველამ პასუხისმგებლობისგან თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი ან შეურაცხყოფა თავდაცვისა წინააღმდეგობის გარეშე მიიღოს. ინტერნეტი ისეთივე რეალობაა, როგორც ჩვენი ცხოვრების სხვა ნაწილები, და როგორც ამ უკანასკნელში, ისე - ინტერნეტში, არის რაღაცები, რისი თქმაც არ შეიძლება.
პირველი ჩასწორება, რომელსაც ონლაინ შეურაცხყოფის დასაცავად მოიხმობენ, აძლევს ადამიანს საშუალებას, ყველა სიტუაციაში რაც უნდა, ის თქვას. ეს არის განსხვავება სიტყვის ცენზურასა და მის შედეგებს შორის.
- ჩაგვრის ენა სიტყვის თავისუფლებას არ უწყობს ხელს
- ონლაინ ძალადობა უბრალოდ ,,შეურაცხმყოფელი“ არ არის; ის საშიშია
- ემპათია მხოლოდ შენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის არაა
ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"