რატომ არ არის ინტერნეტში შეურაცხყოფა "სიტყვის თავისუფლება"
10 12 2015
რომ მომინდეს, ვინმე უცნობს ახლავე მივადგებოდი ქუჩაში და მოკვლით დავემუქრებოდი. მართალია, ეს მუქარისთვის კარგი მიზეზი არ არის, მაგრამ სავსებით შემიძლია, თუ მინდა: მერე რა, რომ შედეგად შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც ვემუქრები, თავი დაუცველად იგრძნოს ან, უბრალოდ, დამახვევინოს. ალბათ, ასე ფიქრობენ ის ადამიანები, ვინც რაც უნდათ იმის თქმის უფლებას იცავენ, არ აქვს მნიშნელობა, ეს სიძულვილის ენაა, გაუპატიურების მუქარა თუ მოკვლით დაშინება. თუ ინტერნეტში ორ წუთზე მეტი გაგიტარებია, ალბათ, ხვდები, რასაც ვგულისხმობ - დატროლვა, ბულინგი, არაგულახდილი, მაგრამ გაზრახ საწყენი კომენტარები და სხვა რაღაცეები, რასაც პირში არავინ  არავის ეტყოდა. რაც კიდევ უფრო უარესია, ინტერნეტში შეურაცხყოფა არაპროპორციულად დიდ გავლენას ახდენს მარგინალიზებულ ადამიანებზე. მაგალითად, მთელი ყალბი ტვიტერ კამპანია, რომელიც მთლიანად შავკანიანი ფემინისტების წინააღმდეგ იყო შექმნილი. წლების განმავლობაში ინტერნეტში ნ-სიტყვის (N-Word) გაგონების, მოკვლით დამუქრების, თვითმკვლელობაზე ხუმრობებით დანაგვიანებული კომენატარების სექციის შემდეგ ადვილია, მგრძნობელობა დაკარგო იმის მიმართ, რასაც ანონიმურობით გათამამებული ხალხი ამბობს. ამიტომ, როცა ხალხი ინტერნეტით შეურაცხოფას უპირისპირდება, რაც სასამართლოში ჩივილსაც შეიძლებდა, გულისხმობდეს, ისინიც კი, ვინც თვითონ არ ტროლაობენ, ამბობენ: ,,ტროლები დატროლვას გააგრძლებენ. მოშორდი ინტერნეტს, თუ ამასთან გამკლავება არ შეგიძლია.“ როცა ინტერნეტში შეურაცხყოფას ყურადღებას არ ვაქცევთ,  ერთი რამ გვავიწყდება - ინტერნეტში ტროლები არ არიან. გარდა სპამის რობოტებისა და ტვიტერზე დარეგისტრირებული შინაური ცხოველების პროფილებისა, ინტერნეტი მთლიანად ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც თავანთ სიტყვებზე პასუხისმგებელი არიან, რომელთაც შეუძლიათ, ეს სიტყვები სხვებისთვის ზიანის მისაყენებლად გამოიყენონ, თუმცა, იმავე ადამიანებისთვის რეალურ ცხოვრებაში სხვისთვის ,,წადი, თავი მოიკალი“ ზრდილობიანი საუბრის ნაწილი არაა. ინტერნეტი არ არის რაღაც უსხეულო სივრცე, სადაც შეურაცხყოფისას ყველამ პასუხისმგებლობისგან თავისუფლად უნდა იგრძნოს თავი ან შეურაცხყოფა თავდაცვისა წინააღმდეგობის გარეშე მიიღოს. ინტერნეტი ისეთივე რეალობაა, როგორც ჩვენი ცხოვრების სხვა ნაწილები, და როგორც ამ უკანასკნელში, ისე - ინტერნეტში, არის რაღაცები, რისი თქმაც არ შეიძლება. პირველი ჩასწორება, რომელსაც ონლაინ შეურაცხყოფის დასაცავად მოიხმობენ, აძლევს ადამიანს საშუალებას, ყველა სიტუაციაში რაც უნდა, ის თქვას. ეს არის განსხვავება სიტყვის ცენზურასა და მის შედეგებს შორის.
  1. ჩაგვრის ენა სიტყვის თავისუფლებას არ უწყობს ხელს
იმ ადამიანებთან, ვინც თავის ჩაგვრის ენის გამოყენების ,,უფლებას“ იცავენ, მაგალითად, მიზოგინიურ მუქარებს, ერთი დიდი პრობლემა მაქვს - ასეთი ენა სიტყვის თავისუფლებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. ჩაგვრის ენა სხვების გასაჩუმებელი ტაქტიკაა, მისი გამოყენება ქალების, შავკანიანი, ლგბტქ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ეს არ ნიშნავს, რომ მდიდარი, თეთრკანიანი, ჰეტერო, სისგენდერი კაცები არ განიცდიან ინტერნეტში შეურაცხყოფას, განსაკუთრებით, თუ არაპოპულარული აზრები აქვთ ან სოციალურ ნორმებს არ ემორჩილებიან. მაგრამ მე უფრო მეტი ადამიანი მინახავს ფ-ზე დაწყებული სიტყვის (Fuck) დასაცავად, როცა საქმე გეების აბუჩად აგდებას ეხება, ვიდრე - მეორე, ასევე ფ-ზე დაწყებული სიტყვის (ფემინიზმის).  ასევე, უფრო ხშირად ვხედავ თეთრკანიანებს, რომლებიც ნ-სიტყვას რასიზმის დასაცინად იყენებენ, ვიდრე მათ, ვინც ამ სიტყვაში მართლა შინაარსს გულისხმობს. ზოგადად, ინტერნეტ სივრცეები უფრო მტრულადაა მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ განწყობილი, ვიდრე - პრივილიგირებული ჯგუფების მიმართ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ზუსტად ისე ხდება, როგორც სხვა დანარჩენ ადგილებში. სოციალური ქსელი იმ ადამიანების ამბებისთვის არის პლატფორმა, ვინც მეინსტრიმ მედიაში ნაკლებად ან ცუდადაა წარმოდგენილი. აქ მარგინალიზებულ ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირება, ბოლის გაშვება, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ ორგანიზება შეუძლიათ. ონლაინ ძალადობა გამოხატვის თავისუფლების ამ ფორმას ეწინააღმდეგება. არავის უნდა, დიალოგი მიზოგინიაზე საუბრით დაიწყოს და შემდეგ გაუპატიურების მუქარები და არასასურველი სექსუალური ყურადღება მიიღოს. არავის უნდა, ტვიტერზე მათ მიერ გამოვლილი რასიზმის შესახებ ისაუბროს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ დასცინონ და გააჩუმონ. ხალხი თვლის, რომ ონლაინ ძალადობა საკუთარი თავის შესახებ საჯაროდ წერის გამოსასყიდია. მაგრამ ასეთი მიდგომა იგივეა, რომ თქვა, ქუჩაში თუ მიდიხარ და შავკანიანი, ხარ რასისტული კომენტარები გარდაუვალიაო. ინტერნეტი არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანები მოწყვლადები არიან ან თავს გამოხატავენ, ამიტომ რასიზმი, სექსიზმი და სიძულვილის სხვა ფორმები არ არის აქ უფრო მეტად დასაცავი, ვიდრე - სხვა სახის კომუნიკაციისას უცნობებს შორის.
  1. ონლაინ ძალადობა უბრალოდ ,,შეურაცხმყოფელი“ არ არის; ის საშიშია
რამდენიმე წლის წინ კაცმა, სახელად ლეო ტრაინორმა, გადაწყვიტა, იმ ადამიანს შეხვედროდა, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე მას ინტერნეტით დევნიდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მას და მის ოჯახს ემუქრებოდა. შემდეგ ლეომ ამაზე სტატია დაწერა. მიუხედავად იმისა,  რომ ადამიანი, რომელიც ემუქრებოდა, საკმაოდ უწყინარი აღმოჩნდა, შეუძლებელია, მუქარის მოსმენისას ამას ვინმე მიმხვდარიყო. ლეომ თავისი ცხოვრების ორი წელი ოჯახის უსაფრთხოებაზე დარდში გაატარა მხოლოდ იმიტომ, რომ დედამიწის მეორე ბოლოში ერთ მოზარდს ძალიან ბევრი დრო ჰქონდა. ის ადამიანები, ვინც ონლაინ თავდასხმას და ჩაგვრას იცავენ, შეიძლება, თავს უწყინარ ხუმარებად მიიჩნევენ, მაგრამ მას, ვისაც შეურაცხყოფენ, წარმოდგენა არ აქვს, ძალადობა ზარმაცი თანაგრძნობის არმქონე ბავშვისგან მოდის თუ გაუწონასწორებელი, საშიში ადამიანისგან.  მაშინაც კი, თუ ყველა, ვინც ინტერნეტში ღვარძლს ანთხევს, სრულიად უწყინარია, ადამიანებს გრძნობები მაინც აქვთ. ჩვენგან უმრავლესობას მოზრდილი ადამიანის იმიჯი აქვს მორგებული, რაც ინდიფერენტულ და სასტიკ კრიტიკასთან გულგრილად გამკლავებას გულისხმობს, მაგრამ ადამიანი დასახიჩრებისა და გაუპატიურების იმდენ მუქარას ხედავს ინტერნეტში, რომ სრულიად საკმარისია, ადამიანობაში რწმენა დაკარგო.
  1. ემპათია მხოლოდ შენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის არაა
აღიარება: ინტერნეტში გამოსაქვეყნებელი სტატიების წერა სიტყვების უფსკრულში ჩაყრას ჰგავს. მაშინაც კი, როცა სტატია უკვე ინტერნეტშია, წინასწარ ვერ განვსაზღვრავ, რა გავლენა ექნება სტატიას - ვინ წაიკითხავს, ვის ექნება რეაქცია, ან როგორი გამოხმაურება მოჰყვება. რაღაც დამატებითი დრო და ფიქრი სჭირდება იმის განსაზღვრას, თუ რა შედეგები მოჰყვება სიტყვებს ინტერნეტში. ამისგან განსხვავებით, პირისპირ საუბარში ნათქვამზე რეაქციას მაშინვე ხედავ. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, ამდენი ადამიანი ასეთ საშინელ რაღაცებს რატომ ამბობს ვირტუალურ სივრცეში და როგორ შეუძლიათ ყველა უცნობზე, რომელიც გააღიზიანებთ, სიძულვილი ანთხიონ. როცა სიტყვების შედეგები ისეთივე სწრაფია, როგორც პირისპირ საუბარში, უფრო ძნელია, ასეთი დაუდევარი იყო. მაგრამ როცა ანონიმური ხარ და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ტექსტს და პიქსელებს ელაპარაკები, ადვილია, ყველანაირი საზიზღრობა ამოუშვა ყველანაირი გრძნობის გარეშე. ძალიან მარტივია, ონლაინ სიძულვილის ენასა და შეურაცხყოფას თამაშივით, ხუმრობასავით, ან წარსულ სისულელეებად შეხედო. მაგრამ ასე არაა. ადამიანები ინტერნეტშიც რეალურები არიან. დედამიწის სხვა უკიდურეს ნაწილშიც რეალურები არიან. რეალურები არიან მაშინაც, როცა თვლიან, რომ გამაღიზიანებელი, სულელი და დაცინვის ღირსი ხარ. ასე რომ, მათ, ვინც ფემინისტებს ან უბრალოდ ყველას თავს ესხმის ინტერნეტში, მინდა ვუთხრა, რომ არ არის საჭირო, ყველა ადამიანს ინტერნეტში განსაკუთრებულად მოექცე, ისევე, როგორც არაა აუცილებელი განსაკუთრებით ფრთხილად ილაპარაკო პირისპირ. მაგრამ თუ დესტრუქციულ და საზიანო სიტყვებს იტყვი ინტერნეტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მზად იყავი, რომ გამოგავლენენ, სათანადო პასუხს გაგცემენ და შენს სიტყვებზე პასუხს მოგთხოვენ,  რაც, თავის მხრივ, სრულიად სამართლიანია. *** ადამიანები, ვინც ინტერნეტში სიძულვილის წინააღმდეგ ხმას იღებენ, ამას ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად არ აკეთებენ. ისინი უარს ამბობენ, აიტანონ თავიანთ უფლებებსა და ადამიანობაზე თავდასხმები. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ტროლის და ანონიმურის თამაში ადვილია, ისინი, ვინც გზავნილებს იღებენ, ადამიანებად რჩებიან. ადამიანები კი, როგორც ონლაინ, ისე - ცხოვრებაში, რეაგირებენ, არ ეთანხმებიან, განაწყენდებიან და ერთმანეთს საკუთარ  ნათქვამზე პასუხისმგებლობას აკისრებენ. წყარო


ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან