17 ტყუილი სექსზე, რომელიც გოგონებს აღარ უნდა შთავაგონოთ
16 01 2016

სკოლის მოსწავლე გოგონებზე მაილი საირუსის მიერ ზეგავლენის მოხდენის გამო წუხილი იქნება თუ უმწიკვლობის ბურთების გამოყენების მზარდი ტრადიცია, ნათელია, რომ საზოგადოებას იზიდავს ახალგაზრდა ქალების სექსუალობა - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მის კონტროლს ეხება. მაგრამ მაინც, რას ვასწავლით გოგონებს კონკრეტულად სექსის შესახებ?

არსებობს რამდენიმე ზიანისმომტანი მითი გოგონებსა და სექსზე, რომელიც მარტივად არ გაქრება. ეს მითები სავსეა მოძველებული სქესობრივი როლებითა და რწმენით, რომ ქალის სექსუალობის ბუნება რაღაცით სამარცხვინოა.

ამერიკის სასწავლო კურიკულუმებში სექსუალურ განათლების შეტანამ ამ მითების გაქრობას დიდად მაინც არ შეუწყო ხელი: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 10 გოგონადან ექვსს ჰქონდა ნათქვამი, რომ მათი სექსუალური განათლების პროგრამის ერთ-ერთ ეტაპზე მას ესაუბრებდონენ, თუ როგორ უნდა თქვას უარი სექსზე. პერსონალური თავისუფლების ნაკლებობა ასევე იყო ნახსენები მომდევნო კვლევაში, რომელიც ბაზრის სოციოლოგმა, ჰეზერ ჰლავკმა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალი ფიქრობს სექსზე, როგორც ისეთ რამეზე, რომელიც "უნდა გახორციელდეს მათზე."

ცოდნა ძალაა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია სექსთან დაკავშირებული წარმოდგენები გავაჯანსაღოთ. ამისთვის საჭიროა, გვქონდეს უფრო გახსნილი დიალოგი. გოგონებს უნდა ვასწავლოთ, რომ თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ საკუთარ სექსუალობასთან. მეტად მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მათი სხეულები ეკუთვნით მხოლოდ მათ. უპირველეს ყოვლისა კი, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ქალების სექსუალობასთან დაკავშირებული შემდეგი 17 მითის უკვდავყოფა საზოგადოების ცნობიერებაში.

  1. ქალიშვილობა არსებობს

ტერეს სეჩტერის 2013 წლის დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "როგორ დავკარგოთ ქალიშვილობა" სვამს ერთი შეხედვით მარტივ კითხვას: რას ნიშნავს ქალიშვილი? პასუხი საკმაოდ ჩახლართულია. გავრცელებული რწმენა ქალიშვილობაზე ფოკუსირდება ჰეტერონორმატიულ, მამაკაცზე ორიენტირებულ კავშირზე - "პენისი შედის საშოში." ასეთი დეფინიცია უგულებელყოფს ლგბტ წყვილების არსებობას, ორალურ და ანალურ სექსს, შემთხვევებს, როცა "პენისმა ბოლომდე ვერ შეაღწია," გაუპატიურების ფქტებს ანდაც ემოციურ ინტიმურობას.

კულტურის ობსესია ქალიშვილობაზე ქალის უმწიკვლობის შენარჩუნებას ითხოვს. გამომდინარე იქიდან, ეს ტერმინი ძალიან ბევრ შემთხვევაში უადგილოა, ის არ უნდა ატარებდეს ასეთ დატვირთვას. ქალიშვილობის უნივერსალური კონცეფცია არ არსებობს. ადამიანებებს უნდა შეეძლოთ თვითონ განსაზღვრონ რას არის მათთვის ინტიმურობის ნიშნები.

  1. საქალწულე აპკი ქალიშვილობის ნიშანია

იმის წინ წამოწევით, რომ ქალიშვილობის ცნება მეტად საეჭვოა, არ არის გასაკვირი, რომ არ არსებობს არავითარი მედიცინური მეთოდი იმის დასადგენად ვინმე არის ქალიშვილი, თუ არა. ეს გულისხმობს გახეულ საქალწულე აპკსაც. საქალწულე აპკი ძირითადად ზიანდება ახალგაზრდობის პერიოდში და შეიძლება გაირღვეს ნებისმიერი აქტივობის შესრულებისას, დაწყებული ბატუტზე ხტომით, დამთავრებული ცხენის ჯირითითა თუ სპორტის სხვა სახეობით დაკავებისას. ზოგიერთი ქალი არც კი იბადება საქალწულე აპკით.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ქალების ნეხევარზე მეტს არ სდის სისხლი პირველი სექსუალური კავშირის დამყარებისას, სისხლის კვალი გადასაფარებლებზე ინარჩუნებს ქალიშვილობის დაკარგვის მანიშნებლის სტატუსს მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. ანატომიურ მახასიათებელთან შეუსაბამო მითის მუდმივობამ ბაზარზე ხელოვნური საქალწულე აპკები და ქალიშვილობის აღმდგენი რეკონსტრუქციული ქირურგიული ოპერაციაც კი გააჩინა. რაც უფრო შემაშფოთებელია, გოგონებს მთელ დედამიწაზე ხშირად აიძულებენ გაიარონ შეურაცხმყოფელი და უფლების ხელმყოფი ქალიშვილობის ტესტები, რათა დადასტურდეს მათ უმწიკვლობა.

  1. ყველა ქალი იბადება ვაგინით

რამდენიმე ფაქტორი ამ სიაში ფოკუსირდება მათ ანატომიაზე, ვინც ბიოლოგიურად დაიბადა ქალად, რათა ნათელი მოვფინოთ იმ პრობლემებს, რომლებზეც გოგონების უმრავლესობა ვერ საუბრობს საკმარისი დოზით. მიზანი კი ის არის, რომ არასოდეს მივმართოთ ექსკლუზიას - არასოდეს განვსაზღვროთ ქალობა ვაგინის ქონა/არ ქონით. გენდერული იდენტობა ზოგჯერ არ ემთხვევა ბიოლოგიურ სქესს და ტრანს ქალები არიან ქალები.

  1. პირველი სექსი მტკივნეული იქნება, ძალიან

გოგონებს ასწავლიან, რომ პირველი სექსუალური გამოცდილების მიღება მტკივნეულია. ამ ტკივილის დიდი ნაწილს სინამდვილეში ნერვიულობის ნიადაგზე კუნთების გაძლიერებული შეკუმშვა იწვევს. ძირითადად, სისხლდენის მიზეზი ლუბრიკაციის ნაკლებობის გამო ვაგინალური ქსოვილის რღვევა და გამოუცდელობაა, და არა - საქალწულე აპკი.

თუ ჩვენ შევწყვეტთ გოგონებთან საუბარს იმაზე, თუ რამდენად მტკივნეული იქნება შეგრძნება, რომელსაც ისინი განიცდიან პირველი სქესობრივი კავშირისას, ყველაფერი ყველასთვის უფრო მეტად მოსახერხებელი გახდებოდა.

  1. თუ ვინმე რამეს გიყიდის, ვალდებული ხარ მასთან დაწვე

არ აქვს მნიშვნელობა სასმელზე გეპატიჟებიან თუ ბრილიანტის ყელსაბამს გჩუქნიან, შენ არასდროს არ ხარ ვინმესთან ვალში გქონდეს სექსი მასთან. არასდროს!

  1. ზედმეტი სექსი "გაგწელავს "

სულელური ხუმრობები ახალგაზრდა ქალებს უსაფრთხო, შეთანხმებული მრავალფეროვნების შიშის უნერგავენ. სიმართლე ისაა, რომ ქალები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით ისევე, როგორც კაცები. ვაგინა წააგავს გასაწელ რეზინს და თუ შენ სახანძრო შლანგით არ ატარებ მასტურბაციას, ყველაფერი კარგად იქნება.

რა თქმა უნდა, არც ბავშვის ყოლა "გაანადგურებს" თქვენს ვაგინას. ბევრი ქალი უჩივის ბავშვის გაჩენის შემდგომ განსხვავებულ შეგრძნებებს (პოსტ-მშობიარული რეაბილიტაცია რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა ასაკი, ახალშობილის ზომა და თუ რამდენად სწორად აკეთებ სასქესო ორგანოს ვარჯიშებს), მაგრამ ჩვენ უნდა შთავაგონოთ გოგონებს, რომ მათ შორის განსხვავება არის სრულიად ბუნებრივი და რომ ეს არ წარმოადგენს რაღაც ახალ ბზარსა და ნაკლოვანებას.

  1. ქალები დიდად არ ფიქრობენ სექსზე

უამრავი სექსოლოგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქალებს ისევე სურთ სექსი, როგორც კაცებს. ეს არ არის ახლი ტრენდი; მეცნიერება უბრალოდ სწავლობს, თუ როგორ დასვას მართებული შეკითხვა ქალთა სურვილების შესახებ.

მაშინ, რატომ განაგრძობს ეს მითი კვლავ არსებობას? ის ფაქტი, რომ გოგონებს შთააგონებენ, თითქოს სექსზე ფიქრი არის ბიჭური, ნამდვილად ხელისშემშლელია ამ შემთხვევაში. გასართობ მედიას ასევე სჩვევია გამოსახოს ქალები, როგორც ურთიერთობაზე პასუხისმგებელი მხარე, რომელიც დაცლილია სექსუალობისგან.

მითის მეორე მხარეა ის იდეაფიქსი, რომ "ნამდვილ" მამაკაცებს უნდა გააჩნდეთ ხარბი სექსუალური მოთხოვნილებები. იმის თქმა, რომ "კაცები სექსზე ყოველ 7 წამში ფიქრობენ" უბრალოდ არ არის სწორი. საზოგადოების ასეთი კონცენტრირება მამაკაცების ლიბიდოზე აჩენს კაცის სექსუალობის გარკვეულ კარიკატურას, რომელიც სექსუალური სურვილების დროგამოშვებით ნაკლებობას ან ემოციურ გამოვლინებებს მიიჩნევს არასაკმარისად მამაკაცურად. ეს მართალი არ არის.

  1. ქალებს არ მოსწონთ დროებითი სექსი

ქალებს არა მარტო უნდათ სექსი, არამედ როგორც ჟურნალისტი დანიელ ბერგნერი აღნიშნავს თავის ნაშრომში "რა სურთ ქალებს? ქალთა სურვილების მეცნიერების თავგადასავლები," მათი სურვილი "უმეტეს შემთხვევაში, არ არის გაღვივებული ან ხელშეწყობილი ემოციური ინტიმურობითა და უსაფრთხოებით." ეს იმას ნიშნავს, რომ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, ქალებს შეუძლიათ ჰქონდეთ სექსი განურჩევლად იმისა, განიცდიან ისინი რაიმე ემოციურ მიზიდულობას პარტნიორის მიმართ, თუ არა. სექსუალური სურვილების გამოკვლევამ დაადასტურა, რომ უამრავ გოგონას სურს დაკავდეს დროებითი სექსით უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივ ბიჭს და ბევრ ბიჭს ეს სურვილი უფრო ნაკლებად აქვს, ვიდრე ქალს.

ქალის სექსუალური სურვილების ამვარი გაგება სოციალურადაა კონსტრუირებული. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, რომ სქესთა შორის განსხვავებები პროგრესული თაობების დახმარებით დროთაგანმავლობაში მცირდება, უფრო მეტად ისეთ ქვეყნებში, სადაც ძალაუფლება უფრო სამართლიანადაა განაწილებული და სადაც მსუბუქი ყოფაქცევის სტიგმის ქალებს ნაკლებად რცხვენიათ.

  1. დამცავ საშუალებებს ყიდულობენ ბიჭები

არ არის საჭირო იყო დამოკიდებული სხვაზე. გოგონებსაც შეუძლიათ იყვნენ მომზადებულები.

  1. "გულცივი" ცოლები ქმნიან მოღალატე ქმრებს

მითი გულცივ ცოლებზე ასახავს მოძველებულ ცნობებს ქალებზე, რომლებსაც იმდენად არ აინტერესებთ სექსი, რომ არ შესწევთ უნარი დააკმაყოფილონ საკუთარი ქმრები. ღალატის გენდერული სტერეოტიპებზე დაბრალების ნაცლად, აუცილებელია, პერსონალური პასუხისმგებლობების აღებაზე ვისაუბროთ. ამას გარდა, კაცები უფრო მეტს იმსახურებენ, ვიდრე ცხოველად აღქმაა, რომელსაც სურვილების გაკონტროლება არ შეუძლია.

  1. თმის მოშორება აუცილებელია

მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ქალები, რომ ცხოვრებისეული სიამოვნების მიღება მხოლოდ თმის საფარველის არქონის შემთხვევაში შეიძლება, შენ არავითარი ვალდებულება არ გაქვს, გააკეთო ის, რაც არ გინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თმის მოშორების პროცედურები ის ინდუსტრიაა, რომელიც ადამიანის კომპლექსების ექსპლუატაციით ფულის საკეთებლად შეიქმნა.

ეს მათთვის ნამდვილად ამართლებს: აშშ-ში ეპილაციაში აღებული თანხა 2.1 მლრდ დოლარს შეადგენს; მთელი ცხოვრების მანძილზე თითოეული ქალი საშუალოდ 10,000 დოლარს საპარს საშუალებებზე ხარჯავს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, შენ უნდა აკეთებდეს იმას, რაც შენთვის მისაღებია.

  1. არ შეიძლება სექსის ქონა მენსტრუაციის დროს

თუ ეს შენთვის ამაზრზენია, არაუშავს. (და მაინც, ნუთუ მენსტრუალური სისხლი უფრო გულისამრევია, ვიდრე სექსის დროს გამოდენილი სითხე?) თუმცა მსგავსი აქტი არის ფიზიკურად შესაძლებელიც და უსაფრთხოც. უფრო მეტიც, სექსის ქონა ციკლის დროს აუმჯობესებს მენსტრუალურ კრუნჩხვებს. ზოგიერთმა ქალმა თქვა ისიც, რომ სექსის ქონის შედეგად დროის ამ მონაკვეთში, მათი მენსტრუალური ციკლის პერიოდი ჯამში შემცირდა. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ დაორსულება ან სექსუალურად გადამტანი ინფექციის შეძენა მაინც არის შესაძლებელი მენსტრუალური ციკლის დროს, ასე რომ, ნურასდროს დაივიწყებთ პრეზერვატივს.

  1. ზოგჯერ სექსი მტკივნეულიც უნდა იყოს

სექსი არ უნდა იყოს მტკივეული, მაგრამ ზოგიერთი ქალისთვის მაინც არის. თუ შენი კუნთები ამისთვის არ არის მზად, შეიძლება გეტკინოს. დაახლოებით, საჭიროა მომზადების 20 წუთი, სანამ უშუალოდ სექსზე გადახვალ, რათა საშო სრულიად იყოს მზად ამისთვის.

თუმცა ზოგიერთი ქალისთვის ეს შემზადების პერიოდი არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. მდგომარეობები, როგორიცაა ვაგინისმუსი და ვულვოდინია, რეალურად არსებობს, თუმცა სამწუხაროდ ხალხი ნაკლებადაა ინფორმირებული ამის შესახებ. ამის შედეგი კი არის ის, რომ უამრავი ქალი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პრობლემა აწუხებს, ფიქრობს, რომ მათი დახმარება არავის შეუძლია. თუ შენთვის სექსი მტკივნეულია, ჯობს მოძებნო სპეციალისტი, რომელიც გაგესაუბრება და გაგიწევს შესაბამის დახმარებას.

  1. სექსის პირველივე წუთიდან კარგავ უფლებას, თქვა "გაჩერდი"

შენ გაქვს შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიცვალო საკუთარი აზრი. შენი პარტნიორი ვალდებულია პატივი გცეს ამისთვის. იცოდე, რომ შენი ხმა უნდა გაიგოს ყველამ.

  1. ქალები არ უყურებენ პორნოს

სიძულვილი, რომელსაც ქალები განიცდიან პორნო ფილმების მიმართ, შეიძლება იყოს გასაგები, რადგან ნათქვამია, რომ ამ უკანასკნელის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს არარეალისტური ან არაჯანსაღი დამოკიდებულება ქალთა სექსუალობის მიმართ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ, როგორც დები ჰერბენიკი კინსის ინსტიტუტიდან აღნიშნავს, "პორნო ფილმების უმრავლესობას მამაკაცები იღებენ, მამაკაცებისთვის."

ეს არც იმას ნიშნავს, რომ ქალები ვერ ღებულობენ სიამოვნებას პორნოს ყურების დროს და არც იმას, რომ არ არსებობს ბაზარი ქალებისთვის განკუთვნილი პროდუქციისთვის. მკვლევრებმა გვაჩვენეს, რომ კაცებსაც და ქალებსაც აქვთ გარკვეული რეაქცია სექსუალური ხასიათის მასალების ხილვისას და რომ ქალების აღგზნებადობა ეროტიული სურათების ყურებისას იმავე სიმძლავრისაა, რამდენიც კაცებისა.

  1. სექსუალური ძალადობა ნორმალურია

ახალმა შემაშფოთებელმა კვლევამ დაასკვნა, რომ ბევრი ახალგაზრდა ქალისთვის სექსუალური ძალადობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. გოგონებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ მსგავსი მოპყრობა მისაღებია. ნებისმიერი სახის სექსუალური ძალადობა არის მიუღებელი და ის უპატივცემულო არგუმენტი, რომელიც ამბობს "ბიჭები არიან ბიჭები," არის სასაცილო და ზიანისმომტანი ყველა სქესის წარმომადგენლისათვის. პირადი ფიზიკური ავტონომია არ ექვემდებარება დისკუსიას.

  1. ამას აკეთებს ყველა

ამერიკელთა საშუალო ასაკი, როდესაც ისინი იწყებენ პირველ სექსუალურ ურთიერთობას, არის 17 წელი. ადამიანთა დიდი ნაწილი არ ეწევა სექსუალურ ცხოვრებას უფრო გვიანდელ (ან ადრეულ) ასაკამდე და ეს ნორმალურია. ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ გაქვს სექსის მიმართ ინტერესი. იყო პოზიტიურად განწყობილი სექსის მიმართ არ ნიშნავს იმას, რომ ყველას მოუწოდო განუსაზღვრელი რაოდენობით სექსის ქონისკენ; ეს ყველაფერი იმისთვის ითქვა, რომ ყველამ გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეთ უსაფრთხო, სირცხვილის განცდისგან თავისუფალი სექსი, რომელიც ეფუძნება ინფორმირებულ და პერსონალურ არჩევანს.

წყარო



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"