ქალი უფლებადამცველების დღე
30 11 2016

I am a feminist. I've been female for a long time now. It'd be stupid not to be on my own side - Maya Angelou, an American poet, memoirist, and civil rights activist.

მეც ფემინისტი ვარ, თუმცა რამდენიმე წლის წინ ამას ასე თამამად ვერ ვამბობდი. მეშინოდა. ჰო, იმ განწყობის მეშინოდა, რაც ამ სიტყვის გაგონებისას ჩემს მშობლებს, მეგობრებსა და, უბრალოდ, ნაცნონებს გაუჩნდებოდათ. ანუ, კაცები არ მოგწონს? ანუ ქალები გაინტერესებს? ანუ, ანუ, ანუ...

ჰოდა, როცა ერთ მშვენიერ დღეს, ბევრი ჩემნაირი, ჩემზე უფროსი თუ უმცროსი გოგოსგან მოვისმინე, ერთად და ცალ-ცალკე, რომ ფემინისტები არიან, შიშიც გამიქრა. მივხვდი, რომ რაც უფრო მეტად გეშინია იმის, რასაც აკეთებ, მით უფრო მეტად ღალატობ საკუთარ თავს, ჩემთვის კი, როგორც ქალისთვის, ყველაფერი, რაც ქალებს ეხება, მნიშვნელოვანია!

ფემინისტობა სულაც არ ნიშნავს ერთი სქესის დაკნინებას მეორეს უპირატესობის გამოსავლენად. ეს არის თანასწორობისათვის ბრძოლა. ბრძოლა უსისხლოდ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

2004 წლიდან დღემდე 29 ნოემბერს მსოფლიო ქალი უფლებადამცველების დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, როდესაც ქალების წვლილი სხვა ქალების უფლებების დასაცავად განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა; დღე, როცა ქალები, რომლებსაც უამრავი შეზღუდვის, წინააღმდეგობის, შეურაცხყოფის, ტკივილისა და ბრძოლის გადატანა უწევთ, ამ დღეს ხელჩაკიდებულნი უხილავ ჯაჭვს ქმნიან და ერთ მუშტად შეკრულნი, ხმამაღლა ამბობენ თავიანთ სათქმელს. სათქმელს იმაზე, თუ როგორ ზღუდავენ მათი სქესის გამო ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში; თუ როგორ უწევთ მუდმივად თავის მართლება თავაინთი გადადგმული ნაბიჯების გამო პირად თუ საჯარო

ცხოვრებაში; როგორ იცავენ თავს სექსუალური, პოლიტიკური, ოჯახური თუ ვირტუალური რეპრესიებისგან და ასე შემდეგ.

გაეროს ექსპერტები წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, ქალი უფლებადამცველების უფლებების დაცვაზე იზრუნონ სტერეოტიპებით მყარად ფესვგადგმულ პატრიარქალურ გარემოში. ექსპერტების თქმით, დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ძალების კონსოლიდაცია ქალი უფლებადამცველების დასაცავად, რადგან სწორედ ეს ქალები არიან ცვლილებათა აგენტები პოპულისტურ, ავტორიტარულ, ფუნდამენტალისტურ გარემოში იმ დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რასაც ისინი ხვდებიან სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც, თავის მხრივ, მათ ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებაზეც აისახება. განსაკუთრებით დიდი საფრთხის წინაშე არიან კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ გარემოში მცხოვრები ქალები.

ქალებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს საქართველოც ყოველწლიურად აღნიშნავს. 2013 წლიდან დღემდე, ქალთა ფონდის ორგანიზებით, 29 ნოემბერს თითო ქართველი აქტივისტი ქალი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მფლობელი ხდება.

სწორედ მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ამ ქართველი ფემინისტი ქალის სახელს უკავშირდება ქართული სუფრაჟიზმის დაბადება. კატო მიქელაძის პრემიის დაწესების მთავარი მიზანიც ქალი უფლებადამცველების იმ მნიშვნელოვანი წვლილის დაფასებაა, რასაც ისინი წლიდან წლამდე აკეთებენ ქალებისთვის, ქალებთან ერთად, ქალების სახელით.

მთავარი ხომ სოლიდარობაა - ქალებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და ერთად დგომა. ჩვენ არა გვაქვს ძალაუფლება ცალ-ცალკე, მაგრამ გვაქვს ერთად და ამას ჩვენგან სჭირდება გააზრება და გამოყენება.

ქალთა უფლებადამცველისა და პრემიის ერთ-ერთი ნომინანტის ბაია პატარაიას თქმით, ქალთა უფლებების დაცვა ადვილი არ არის, რადგან პირდაპირ პატრიარქატს ეჯახები, პატრიარქატი კი ყველა ჩვენგანშია ჩვენი კულტურის გამო. ამასთან, ბევრი სტერეოტიპი არსებობს ფემინისტების შესახებ და ამ სტერეოტიპებთან გამკლავება გჭირდება ყველა ფეხის ნაბიჯზე. ხშირად გვაბულინგებენ, დაგვცინიან, არასერიოზულად აღიქვამენ ჩვენ ნათქვამს. თუმცა რეალურად მდგომარეობა იცვლება: ჩვენ უკვე დავანახეთ საზოგადოებას თუ როგორი მძიმე და გავრცელებული პრობლემაა ქალზე ძალადობა. წინ კი უფრო რთული ბრძოლები გველის. ქალი უფლებადამცველების მძიმე შრომას აღიარება და დაფასება უდავოდ სჭირდება.

კატო მიქელაძის სახელობის პრემიის წლევანდელი მფლობელი სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე გახდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჯილდო მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც ის წლებია ქალთა უფლებების დასაცავად აკეთებს.



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან