წერილი #1
29 09 2015
დე. რა კარგი იქნებოდა რომ შენ მიცნობდე. წარმოიდგინე რამდენ გაუგებრობას და უთანხმოებას მოეღებოდა ბოლო. რამდენ არასაჭირო ტკივილს აგვაცილებდა შენც და მეც. წარმოიდგინე, ერთი წამით მაინც წარმოიდგინე, რო მე მარტო შენი შიშის და გაუცნობიერებელი ზიზღის გარდა, მიწევს ბევრი უცხო ადამიანისგან იგივეს ატანა/გატანა. არადა, შენ მზრდიდი, და ვიცი ბევრ რამეში შენ თავს ადანაშაულებ ჩემ გამო, ფიქრობ, სად დაუშვი შეცდომები და სად გაგეპარა ჩემი „უკუღმართობა“. გესმის ყველაფერი თუმცა აღიარება გიჭირს. გიჭირს იმის აღიარება, რომ არავითარი უკუღმართობა ჩემში არ არის. უბრალოდ ის ვარ, რაც ვარ. ხან ერთ ხრიკს მიმართავ, რომ სიმართლე არ მოისმინო, ხან მეორეს, ხანაც მსუბუქ შანტაჟს და ზოგჯერ სასწაულად იმუქრები. არადა, გულის სიღრმეში იცი. მეც ვიცი რო იცი. ხმამაღლა გაგონების გეშინია. მეც მეშინია, რომ ბოლო-ბოლო გითხრა. არც შენგან უარყოფის მეშინია, არც საზოგადოებისგან, არავისგან. დავიღალე დე. რთულია ჩემი ბედნიერება გიხაროდეს? მა. რატომღაც ვფიქრობ შენ უფრო მარტივად მიიღებ ჩემ ამბებს. მეგონა. სანამ ბოლო დროს შენგან ვითომ გაღვიძებული მზრუნველობა არ წამოვიდა. ოჯახის შექმნასთან, ჩაცმულობასთან და ჩემ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. არადა, აქამდე არასდროს მსგავსი საუბრები არ გვქონია. შენთვის თქმა არ მიჭირს. უფრო ის მიჭირს რო ვიცი ყველაფერს შენთვის გახარშავ, ცოტას დაიტანჯები, მარა ჩუმად, შენთვის რა. ალბათ ვერ გიმეტებ, რადგან შენი ტკივილი არ მინდა დავინახო. არაერთხელ მინახავს და ვიცი როგრო გიჭირს ხოლმე რაღაცეების გადატანა. ძმას. ჰო. შენთვის რა თქმა უნდა არაფერი აღარ იარსებებს იმის მერე რაც ამ წერილს წაიკითხავ. საერთოდ, უმჯობესი იქნება მე აღარ დაგენახო. გამისწორდები ფიზიკურად. დედასაც არ მოაკლებ. მამასაც გადაწვდები. აბა? ვინმეს ბრალი ხომ უნდა იყოს?! შენი საყვარელი სიტყვების მარაგს გადმოაფრქვევ და მეც დამენძრევა და ყველაფერსაც რაც გარშემო ხელთ მოგვხვდება. ჩემო ძვირფასებო, ერთხელ მაინც თუ შეძლებთ და თქვენი ეგოიზმის, საზოგადოებრივი აზრის და კიდევ ათასი ყლეობის მიღმა გახედვას შეეცდებით, იმედი მაქვს შეძლებთ, მიხვდებით, რომ პრობლემა არც ჩემშია და არც „ჩემნაირებში“. ჩემგან პრობლემას თქვენ ქმნით.  მე გეი ვარ. და  არანაირი სირცხვილის, ტანჯვისა თუ ტკივილის გრძნობა არ გამაჩნია, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ. და მინდა რომ თქვენც იყოთ ჩემი ბედნიერებით კარგად. სიყვარულით, sophie.


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"