წერილი #14
29 09 2015
დედა შენთვის არასდროს დამიძახებია, პირველად ამ ფურცელზე მოგმართავ ამ წოდებით და ხარისხით.  ვისურვებდი იმის მერე რასაც ახლა გეტყვი ისევ შენი წვიმიანი მთის ყვავილად დავრჩენილიყავი. მე როცა ახლა აღარ ვარ პატარა ბავშვი და არც იმდენად დიდი რომ შენ მიცნობდე უნდა გითხრა ისეთი რამ რამაც ჩემი დაბადება შეიძლება განანებინოს. მე არ ვარ ისეთი, როგორიც შენ გინდა და ისურვებდი ვყოფილიყავი. მე არ ვარ ისეთი, როგორიც მე ვისურვებდი შენთვის ვყოფილიყავი. მე ვერ გავთხოვდები და ვერ გაგხდი ბებიას რადგან არ შემიძლია გავიღვიძო იმ ადამიანის გვერდით, ვინც არ მეყვარება.  ვერ დავიძინებ ჩემი შვილის მამის გვერდითაც რადგან მხოლოდ იმის გვერდით შემიძლია ერთ საწოლში სუნთქვა, ვინც მიზიდავს – ასეთი კი მხოლოდ ქალი შეიძლება იყოს, ანუ ჩემივე სქესის წარმომადგენელი. მაპატიე, რომ იმდენად ეგოისტი ვარ, რომ სურვილი მაქვს ყოველ დილას ღიმილით ვიღვიძებდე. მაპატიე, რომ ვერ შევიცვლები, რადგან შენ და თქვენ ასე გინდათ. მაპატიე, რომ ვერ დავკარგავ იმ მე-ს რომელიც მე ვარ. მაპატიე, თუ ამ ყველაფრის მერე ჩემს ყოლას  შენთვის ყველაზე საძულველი ცხოველის, ძაღლის ყოლას არჩევდი.  მაგრამ უბრალოდ იცოდე, რომ სხვაგვარად არ ძალმიძს, მე ლესბოსელი ვარ, მომწონს ჩემივე სქესი და ეს არ არის ავადმყოფობა. რადგან ავადმყოფობა ადამიანს კლავს. ეს ”სენი” კი კურნავს. მკურნავს სიცრუისა და სიყალბისგან.  და მამყოფებს იმად, რაც ვარ. ალბათ მეტყვი, რომ თუ სხეულს არა, სულს ვიზიანებ. ნუთუ, სიყვარული სულს ღუპავს?! ნუთუ, ის, რომ ის ხარ რაც ხარ და ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან, ავადმყოფობა და დანაშაულია?! თუ არ მეთანხმები მითხარი და გავქრები. მითხარი, რომ სიყვარული ცოდვაა , ოჯახის შეურაცხყოფა და სირცხვილი, სურვილების შესრულება კი დანაშაული, მითხარი, რომ არ გჭირდები ასეთი და წავალ! მაგრამ იცოდე, რომ მაინც ყველა ბოროტ მდინარეს გადავლახავ სიყვარულის ტაძრამდე მისასვლელად.


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან