8 ქალმა ბოსტონის მარათონზე 1972 წელს ისტორია შექმნა, 2015 წელს ამ მარათონში 14,000 ქალი მონაწილეობდა
08 05 2018

1967 წლის 19 აპრილს, კეტრინ შვიცერი, სირაკუზის უნივერსიტეტის ჟურლისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ბოსტონის მარათონზე დარეგისტრიდა - სახელის ინიციალებით K.W. Switzer. იმ დროისთვის "მოყვარულ ათლეტთა კავშირი" ქალებს მარათონებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევდა. შვიცერი პირველი ქალი იყო, რომელმაც მარათონში ოფიციალურად მიიღო მონაწილება. ისტორიულმა ფოტომ კი, რომელზეც ჩანს, როგორ ებღაუჭებიან მარათონის ორგანიზატორები შვიცერს და მისი სარეგისტრაციო ნომრის მოხსნას ცდილობენ, მსოფლიო მოიარა. ჟურნალმა Life ეს ფოტო შეიტანა სიაში: "100 ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა".

შვიცერს, დასისხლიანებული ფეხების მიუხედავად, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ფინიშის ხაზი გადაეკვეთა. ქალს კაცის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც ევროპაში შეუკვეთა. იმ დროისთის ქალების სპორტულ ფეხსაცმელს ჯერ კიდევ არავინ აწარმოებდა, რადგან ბაზარზე საკმარისი მოთხოვნა არ არსებობდა.

"მოყვარულ ათლეტთა ასოციაცია" ქალებს გრძელ დისტანციაზე სირბილის უფლებას ფორმალურად 1971 წლის შემოდგომამდე არ აძლევდა. ქალებმა ბოსტონის მარათონში მონაწილეობა ოფიციალურად 1972 წელს დაიწყეს. იმავე წელს, როცა კონგრესმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის თანახმად, სქესის საფუძველზე ნებისმიერი ტიპის, მათ შორის სპორტულ განათლებასა და აქტივობებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა აიკრძალა; იმავე წელს, როცა ჟურნალ Ms. - ის პირველი ნომერი გამოვიდა, ჰელენ რედის ჰიტმა "მე ქალი ვარ" (I am woman) ჩარტების მოწინავე ადგილები დაიკავა, ბილი ჯინ კინგი კი Sports Illustrated-მა 1972 წლის სპორტსმენ ქალად დაასახელა.

ნინა კუსიკი, 1972 წელს, ბოსტონის მარათონის დაარსებიდან 74 წლის შემდეგ, პირველი ჩემპიონი ქალი გახდა. იმ წელს 8 ქალმა დაიწყო და დაასრულა მარათონის სრული გარბენი. 33 წლის კუსკსის მაშინ სამი 6 წლამდე შვილი ყავდა. 8 ქალის ისტორიული გარბენის და გარდატეხისმომტანი კანონის შედეგად, გრძელ-დისტანციაზე მორბენალი ქალების რაოდენობა შთამბეჭდავად გაიზარდა.

შვიცერმა 1974 წლის "ნიუ-იორკ სითი მარათონშიც" მიიღო მონაწილეობა და 59-ე ადგილზე გავიდა. 1975 წელს კი, მე-4 მარათონზე მას შემდეგ, რაც ქალებს გარბენში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მისცეს, შვიცერმა მე-2 ადგილით დაამთავრა.

ქალებს დიდხანს უწევდათ ბრძოლა, რათა რეგიონულ, ეროვნულ და მსოფლიო დონეზე მარათონებში მონაწილეობის უფლებას მიეღოთ, საბოლოოდ კი ოლიმპიურ მარათონამდე მისულიყვნენ.

1896 წელს, ბოსტონის პირველ მარათონამდე ერთი წლით ადრე, მარათონი, როგორც სპორტის სახეობა, ოლიმპიური თამაშების ნაწილი გახდა. მარათონებში ქალთა მონაწილეობის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ სირბილი ქალებისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვის საფრთხე იქნებოდა. 1980 წელს სპორტული მედიცინის ამერიკულმა კოლეჯმა (ACSM) გააავრცელა განცხადება, რომ "არ არსებობს სამეცნიერო ან სამედიცინო მტკიცებულება, რომ გრძელ დისტანციაზე რბოლას ქალი ათლეტებისთვის რამე უკუჩვენება აქვს. კოლეჯი რეკომენდაციას იძლევა, ქალებმა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე მამაკაც კოლეგებთან შეჯიბრის უფლება მიიღონ".

1981 წლის თებერვალში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო დათანხმდა, რომ 1984 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის თამაშებში ქალთა მარათონი ოფიციალურად შეეტანათ.

იმავე წლის სექტემბერში, კომიტეტმა, დაარსებიდან 84 წლის შემდეგ, პირველ ქალი წევრი აირჩია და ხმა მისცა საბჭოს რეკომენდაციას, რომ ქალებს, ბოლოს და ბოლოს, ოლიმპიურ მარათონში მონაწილეობის უფლება მიეღოთ.

მომდევო ზაფხულს, ბოსტონის მარათონის ორგზის გამარჯვებულმა (1979 და 1983 წლებში), ჯოან ბენუა სამუელსონმა, ქალთა ოლიმპიური მარათონის პირველი ოქროს მედალი მოიგო, გაუსწრო რა 50 ქალს 28 სხვადასხვა ქვეყნიდან, და დაასრულა 44-ე ადგილზე. შვიცერი, ქალთა რბოლის პიონერი და ოლიმპიური მარათონის სტაჟიანი ჩემპიონი, ABC Sports-ის კომენტატორი გახდა.

სამუელსონი კი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ორივე - ბოსტონის და ოლიმპიური მარათონები მოიგო. მან ასევე მოიგო 1985 წლის ჩიკაგოს მარათონი და Sullivan Awards-ის ჯილდო, როგორც წლის გამორჩეულმა ათლეტმა. სამუელსონს მოგვიანებითაც არ შეუწყვეტია რეკორდების დამყარება, მათო შორის 57 წლის ასაკში, როცა 2014 წლის ბოსტონის მარათონში მიიღო მონაწილეობა.

2015 წლის ბოსტონის მარათონში მონაწილეობის მსურველთაგან 46% - 13 682 ქალი იყო, 16 452 კაცთან ერთად. მარათონის გამარჯვებული ქალები იმავე ოდენობის ფულად პრიზს (150 000 $) იღებენ, რამდენსაც კაცები. Running USA-ს თანახმად, დღეისათვის, ეროვნულ დონეზე, მარათონის ფინიშის ხაზის გადამკვეთთა 43% ქალია (დაახლოებით 240 000). 1970-იან წლებში ქალები მარათონის ფინალისტთა 20 %-ს შეადგენდნენ.

უფლება ფეხსაცმელზე

ქალი მორბენალების, მარათონის მონაწილეებისა და აქტიური ათლეტების რაოდენობის ზრდამ ბაზარზეც იმოქმედა. Reebok-მა ქალის პირველი სპორტული ფეხსაცმელი - Reebok Freestyle - 1982 წელს წარადგინა. Nike-მა კი პირველი სახელობითი ქალის ფეხსაცმელი, Air Swoopes, NBA-ს ვარსკვლავის - შერილ სვუპსის პატივსაცემად, 1996 წელს გამოუშვა. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ქალ ათლეტებს კაცის ფეხსაცმლის მოდელების შედარებით პატარა ზომების ტარება უწევდათ.

The Sports & Fitness Industry Association (SFIA)-ის ანგარიშის მიხედვით, ქალ ათლეტთა ფეხსაცმელი ბაზრის 22 პროცენტს შეადგენს, რაც დაახლოებით 4.8 მილიარდიან ბრუნვას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. Runners World-მა 2015 წლის ოქტომბერში ჩაუშვა საიტი Zelle, სადაც მორბენალი ქალები პირად ისტორიებს აზიარებენ.

სალამი შვიცერს

Runners World-მა კეტრინ შვიცერი მე-20 საუკუნის 5 ყველაზე მნიშვნელოვან მორბენალს შორის დაასახელა. 2011 წელს ის ქალთა ეროვნული დიდების დარბაზის საპატიო წევრი გახდა, მსოფლიოში პოზიტიური სოცალური ცვლილებების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის. ნინა კუსიკთან ერთად, შვიცერის, როგორც მორბენალი ქალებისა და ათლეტების ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდაჭერის დამსახურება იყო ქალთა პირველი ოლიმპიური მარათონი, ისევე, როგორც მისივე დაარსებული 261 უშიშარი ნაბიჯი (ისტორიული ბოსტონის მარათონის სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით) - გლობალური კომუნა, რომელიც მორბენალ ქალებს აერთიანებს და აძლიერებს.

HuffPost



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის