2014 წელი: ნაცემი, ჩაქოლილი და ცოცხლად დამწვარი 226 ტრანსგენდერი ადამიანი
05 11 2015
2014 წელს 226 ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს. მათგან ერთ-ერთი მხოლოდ 8 წლის იყო. ის მამამ მოკლა მას შემდეგ, რაც გოგონამ უთხრა, რომ ტრანსგენდერია. ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ გამოჩენილი სისასტიკე მაღალია, ფორმები კი სხვადასხვა: ჩაქოლვა, ცოცხლად დაწვა, თვალების დათხრა. 2014 წლის მანძილზე ჯამში 226 ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობა იქნა აღრიცხული, აქედან 11 მსხვერპლი 18 წელს მიუღწეველი იყო. მაგრამ ეს საშინელი ამბებიც მხოლოდ აისბერგის წვერია. ბრაზილია და მექსიკა ისევ ლიდერობენ აღრიცხული მკვლელობების რაოდენობით. ეს მონაცემები შეგიძლიათ, ნახოთ ტრანსგენდერ ევროპას „ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგის“ პროექტში. კვლევა მხოლოდ იმ მკვლელობებს მოიცავს, რომელთა დოკუმენტირებაც მოხდა მედიის ან ადგილობრივი ლგბტ  ან/და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ რეალური რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. მედია ორგანიზაციები, მათ შორის, ცნობილი დასავლური გამოცემები ხშირად არასწორი ნაცვალსახელებითა და სახელებით მოიხსენიებენ მოკლულ ტრანსგენდერ ადამიანებს, რაც უფრო რთულს ხდის პრობლემის არსში ჩაწვდომას და ტენდენციის დანახვას. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ლესბოსელებმა და გეებმა პროგრესს მიაღწიეს, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ცხოვრება ნაკლებად საშიში არ გამხდარა. ბრაზილიაში 113 ტრანსგენდერი ადამიანის მკვლელობა აღირიცხა, მექსიკაში - 31. ათი ტრანსგენდერი ადამიანი იქნა მოკლული აშშ-ში და 2 - კანადაში. ერთი მოკლეს გაერთიანებულ სამეფოში. ოცდაერთი წლის ტრანსგენდერი ქალი, სახელად გლენდა, ქვებით ჩაქოლეს მას მერე, რაც სცემეს მას. მისი ნახევრად შიშველი სხეული ნაპოვნი იქნა მექსიკის უდაბნოში, სიკვდილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. სუმან სინგჰი, 20 წლის ტრანსი ქალი ინდოეთიდან, ცოცხლად დაწვეს იანვარში. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებისგან. ბრაზილიელი ტრანსგენდერი ქალი ნ.ნ. აგვისტოში იპოვეს მოკლული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას თვალები არ ჰქონდა. ალექსი, 8 წლის ტრანსგენდერი გოგონა რიო დე ჟანეიროდან, მამამ ცემით მოკლა მას შემდეგ, რაც შვილმა უთხრა საკუთარი გენდერული იდენტობის შესახებ. ალექს რეხერი, ტრანსგენდერ ევროპას წარმომადგენელი, ამბობს, რომ ამ სტატისტიკის გაცნობა მნიშვნელოვანია. „ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე იმისთვის არსებობს, რომ პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომლებიც ტრანსფობიის ძალადობრივ გამოვლინებას შეეწირნენ“, - დასძენს რეხერი. „ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობათა მონიტორინგის“ პროექტი აჩვენებს, რომ მკვლელობების აღრიცხვა უფრო აქტიურად ხდება იმ ქვეყნებში სადაც ძლიერი ტრანსმოძრაობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ, და რომ თვითორგანიზება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ცვლილებისთვი. პოლიცია, სასამართლო სისტემა, მედია და ფართო საზოგადოება ხშირად არასწორი ნაცვალსახელებით და სახელებით მოიხსენიებს ტრანსგენდერ ადამიანებს, როცა ხდება მომხდარი მკვლელობის გაშუქება ან შესაბამისი საქმის განხილვა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს ღირსება სიკვდილის შემდეგ მაინც არ შევულახოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა გავერთიანდეთ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს და ერთად მოვიხსენიოთ ძალადობის მსხვერპლი ტრანსგენდერი ადამიანები და ვითანამშრომლოთ იმისათვის, რომ მომავალში მკვლელობებს შევუშალოთ ხელი და ტრანსგენდერი ადამიანების საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ. წყარო


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა