ფოტო:
პოლიციამ დაკარგული ტრანსგენდერი ქალის სხეული იპოვა; დეტროიტში ქროსდრესერი მოკლეს
09 11 2015

არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში 2015 წლის 11 აგვისტოს ტრანსგენდერი ქალი, ქენდის კაპრი, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს საკუთარი სახლის წინ. პოლიცია არ საუბრობს გამოძიების დეტალებზე. როგორც ერთ-ერთი წყარო აცხადებს, მსხვერპლის დედა ამბობს, რომ ქენდისს 3-4 ჭრილობა მიაყენეს ცეცხლსასროლი იარაღით. მსხვერპლის დედა, ანდრია გაინსი, შვილთან მიმართებაში მამრობით ნაცვალსახელებს იყენებს, მაგრამ აღიარებს, რომ მისი შვილი ტრანსგენდერი იყო.
2015 წლის 16 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინაში იპოვეს დაკარგული ტრანსგენდერი ქალის, ელაიშა უოქერის, სხეული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უოქერის სხეული მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლის უკან მდებარე ტყე-პარკში მოაწყო სამძებრო სამუშაოები. დაკავებულია ანხელ დეხესუს არიასი და მას განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. უოქერი 2014 წლის 11 ნოემბერს დაიკარგა უგზოუკვლოდ.

2015 წლის 5 ოქტომბერს დეტროიტში ქროსდრესერი მოკლეს, თუმცა საქმის დეტალები ცნობილი არაა, რადგან პოლიცია გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე თავს იკავებს მათზე საუბრისგან. დეტროიტში წელს ორი ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, ორივე ფერადკანიანი. ერთ-ერთი ინტერვიუში ტრანსგენდერი აქტივისტი, იულისა აბადი, ამბობს, რომ მსხვერპლი ცნობილი იყო, როგორც "მელვინი", გეი ქროსდრესერი, რომელიც მკვლელობის მომენტისთვის ქალის ტანსაცმელს ატარებდა. უფლებადამცველების აზრით, მასზე თავდასხმა ჰომოფობიური მოტივით განხორციელდა. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მსხვერპლი მკვლელობის მომენტში ქალის ტანსაცმელს ატარებდა, ეს მკვლელობა ტრანსფობიურად უნდა ჩავთვალოთ.

წყარო



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება