რატომ ვაკეთებ ქამინგ აუთს
11 11 2015
[embed]http://www.ted.com/talks/geena_rocero_why_i_must_come_out?language=en[/embed] 00:12 სამყარომ შეიძლება იმად გაქციოს, რაც არ ხარ, მაგრამ, როცა გულის სიღრმეში იცი საკუთარი ვინაობა, მწვავე კითხვა გაწუხებს: როგორ მივაღწიო ამას? მე შეიძლება უნიკალური ვიყო, მაგრამ არ ვარ ერთადერთი. ნამდვილად არ ვარ ერთადერთი. ამიტომ, როდესაც მოდელი გავხდი, ვიფიქრე, რომ ბოლოს და ბოლოს, ბავშვობისდროინდელ ოცნებას ავისრულებდი. ჩემი გარეგანული „მე“, როგორც იქნა, ჩემს შინაგან სამყაროსთან შესაბამისობაში მოვიდა, ჩემს შინაგან ჭეშმარიტებასთან. ბევრი სირთულის გამო, რომელსაც მოგვიანებით შევეხები, როდესაც ამ სურათს ვუყურებდი ხოლმე, ვფიქრობდი, ჯინა, შენ ეს მოახერხე, დანიშნულების ადგილს მიაღწიე. თუმცა, გასულ ოქტომბერს მივხვდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ყუთში ანაწილებს ოჯახი, რელიგია, საზოგადოება, ისტორიული პერიოდი, ჩვენი საკუთარი სხეულიც კი. ზოგ ადამიანს ყოფნის სიმამაცე, რომ გამოთავისუფლდეს, უკუაგდოს შეზღუდვები, რომლებსაც კანის ფერი, რწმენა და გარშემომოყოფები გვიწესებენ. ასეთი ადამიანები მუდმივად აღიქმებიან საფრთხედ სტატუს ქვოს მიმართ, იმის მიმართ, რაც მისაღებად ითვლება. 01:38 ჩემს შემთხვევაში, გასული 9 წლის მანძილზე ჩემი მეზობლების, მეგობრების, კოლეგების ნაწილმა და ჩემმა აგენტმაც კი არ იცოდა ჩემი ისტორიის შესახებ. მგონი, მისტერიებში ამას გაცხადების მომენტს ეძახიან; მოისმინეთ ჩემი. 01:59 დაბადებისას მე მამრობითი სქესი მომანიჭეს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩემი სასქესო ორგანოები. მახსოვს, როდესაც 5 წლის ვიყავი და ფილიპინებზე ვცხოვრობდი,  სახლში წრეზე დავდიოდი ხოლმე და ყოველთვის მაისური მქონდა თავზე მოხვეული. დედამ ერთხელ მკითხა, ამას რატომ აკეთებო, მე კი ვუპასუხე: „დედა, ეს ჩემი თმაა. მე გოგო ვარ.“ მაშინ უკვე ვიცოდი, თვითიდენტიფიკაცია როგორ მომეხდინა. 02:26 გენდერს ყოველთვის ფაქტად მიიჩნევენ, რაღაც უცვლელად, მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რომ ის უფრო დენადი, კომპლექსური და საიდუმლოებით მოცულია. ჩემი წარმატების გამო მე არასოდეს მყოფნიდა გამბედაობა, ჩემი ამბავი მომეთხრო, არა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამაში რაღაც ცუდი იყო, არამედ იმის გამო, რომ გარემო მუქარებს არ იშურებს მათთვის, ვინც ახერხებს გამოთავისუფლებას. ყოველ დღე მადლობელი ვარ იმისათვის, რომ ქალი ვარ. მყავს დედა, მამა და ოჯახი, რომელიც მიღებს ისეთად, როგორიც ვარ. ბევრ ჩვენგანს ასე არ უმართლებს. 03:11 აზიურ კულტურაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს ტრადიცია, რომელიც ზეიმობს გენდერის მოქნილობას და საიდუმლოებას. ბუდიზმში არსებობს თანაგრძნობის ქალღმერთი. არსებობს ასევე ჰიჯრების ქალღმერთი ჰინდუ კულტურაში. როდესაც 8 წლის ვიყავი, მოვხვდი წვეულებაზე, სადაც სწორედ ამ საიდუმლოებს აღნიშნავდნენ და ზეიმობდნენ. მახსოვს სცენასთან ვიდექი, რომელზეც უცებ ძალიან ლამაზი ქალი გამოვიდა. ამ მომენტში მივხვდი, რომ სწორედ ასეთი ქალი მინდოდა ვყოფილიყავი. როდესაც 15 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ ბიჭის ტანსაცმელს ვატარებდი, მე ამ ქალს შევხვდი. ის ტრანსგენდერი სილამაზის კონკურსების მენეჯერია. იმ საღამოს მკითხა: „როგორ მოხდა, რომ სილამაზის კონკურსში არ ეწერები?“ მან დამარწმუნა, რომ თუ მონაწილეობას დავთანხმდებოდი, რეგისტრაციის საფასურს და ტანსაცმელს ის მიხედავდა და იმავე საღამოს პირველი ადგილი ავიღე საცურაო კოსტუმისთვის, ასევე მოსასახამისთვის და 40 მონაწილეში მეორე ადგილზე გავედი. ამ მომენტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მოულოდნელად აღმოვჩნდი სილამაზის კონკურსების სამყაროში. დარწმუნებული ვარ, ცოტას თუ შეუძლია დაიკვეხნოს, რომ პირველი სამსახური, რაც კი ოდესმე ჰქონია, ტრანსგენდერი სილამაზის კონკურსების დედოფალია. 04:31 ასე მოხდა, რომ 15-დან 17 წლამდე, მონაწილეობა მივიღე როგორც ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, ისე სილამაზის კონკურსებში, რომლებიც სატვირთო მანქანების პლატფორმებზე იმართებოდა, ხანდახან კი პოდიუმს პირდაპირ ბრინჯის პლანტაციის გვერდით დგამდნენ. ფილიპინებში ხშირად წვიმს, ამიტომ იყო შემთხვევები, როდესაც პოდიუმის გადატანა ვინმეს სახლში გვიწევდა. ასევე ვეზიარე უცხო ადამიანების სიკეთეს, განსაკუთრებით, როდესაც ფილიპინების შორეულ პროვინციებში გვიწევდა გამგზავრება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ამ დროს შევიძინე ზოგიერთი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი. 05:05 2001 წელს დედაჩემმა, რომელიც მანამდე გადავიდა სან ფრანცისკოში საცხოვრებლად, დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი გრინ კარტის განაცხადი დაკმაყოფილდა და მეც შემეძლო აშშ-ში გადასვლა. თავიდან შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, რომ იქ ვერთობოდი, ვმოგზაურობდი, მეგობრები მყავდა და სილამაზის დედოფალი ვიყავი. დედამ ორი კვირის შემდეგ ისევ დამირეკა და მითხრა: „იცი, ამერიკაში თუ გადმოხვალ, შეგიძლია სახელი და გენდერული მარკერი შეიცვალო.“ ეს სწორედ ის იყო, რისი მოსმენაც მჭირდებოდა. დედა წამომყვა ტაილანდში, როდესაც 19 წლის ასაკში სქესის კორექციის ოპერაცია გავიკეთე. საინტერესოა, რომ ტაილანდის ყველაზე რურარულ ქალაქებში ქირურგები საკმაოდ პრესტიჟულ და დახვეწილ ოპერაციებს აკეთებენ. იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში გენდერული მარკერის და სახელის შესაცვლელად ოპერაციის გავლა იყო საჭირო. 2001 წელს გადავედი საცხოვრებლად სან ფრანცისკოში, და მახსოვს, როგორ დავხედე პირველად ჩემს კალიფორნიულ მართვის მოწმობას, რომელზეც ეწერა ჯინა და გენდერული მარკერი “F”. ეს ძალიან ძლიერი მომენტი იყო. ბევრი ადამიანისთვის პირადობის მოწმობა მათი ლიცენზიაა, მანქანის საჭესთან დასხდნენ და დალიონ კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ლიცენზია, მეცხოვრა და ღირსეულად მეგრძნო თავი. მოულოდნელად ჩემი შიშები შემცირდა. მე ვიგრძენი, რომ ახლა შემეძლო, ჩემი ოცნება ამეხდინა, ნიუ იორკში გადავსულიყავი და მოდელი გავმხდარიყავი. 06:40 ბევრს ჩემსავით არ უმართლებს. მახსენდება ქალი, რომლის სახელიც არის აილან ნეტლზი. ის ნიუ იორკიდან გახლდათ. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გულადად ცხოვრობდა თავისი ნამდვილი ცხოვრებით, მაგრამ სიძულვილმა მას სიცოცხლე მოუსპო. ჩემი თემის წევრების უმეტესობისთვის ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენში სუიციდის დონე  9-ჯერ აღემატება ძირითადი მოსახლეობისას. ყოველ 20 ნოემბერს გლობალურად აღვნიშნავთ ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნისადმი მიძღვნილ დღეს. აქ, ამ სცენაზეც იმ ადამიანების დამსახურებით ვდგავარ, რომლებიც დიდი ხანი იბრძოდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ უსამართლობას.  ეს არის მარშა ფი ჯონსონი და სილვია რივერა. დღეს, ზუსტად ამ წამს, არის ჩემი ნამდვილი ქამინგაუთი. მე აღარ შემეძლო ჩემი სიმართლით ჩემთვის ჩუმად ცხოვრება. მე მსურს ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ სხვებს დავეხმარო, ასევე სიმართლით იცხოვრონ შიშის გარეშე. მე აქ ვარ, ღია, იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს 20 ნოემბერი საჭირო აღარ იყოს. 07:54 ჩემმა შინაგანმა სიმართლემ საშუალება მომცა, მიმეღო საკუთარი თავი. თქვენ მიმიღებთ? 08:13 ქეთრინ შულცი: ჯინა, ერთი შეკითხვა გვაქვს შენთვის. მაინტერესებს რას ეტყოდი მშობლებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იცნობს ბავშვს ან ზრდასრულ ადამიანს, რომელიც იბრძვის დაბადებისას მინიჭებული გენდერის წინააღმდეგ. რას ეტყოდი ამ ადამიანის ოჯახის წევრებს, რა უნდა გააკეთონ, რომ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი? 08:37 ჯინა როსერო: რა თქმა უნდა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა. მხარდაჭერის სისტემა, განსაკუთრებით, ეს დედაჩემს და ჩემს ოჯახს ეხება, არის ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი. მახსოვს, როდესაც ახალგაზრდა ტრანსგენდერ ქალებს ვუწევდი მენტორობას, ისინი ხშირად მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მშობლები მათ ვერ იღებენ. მე დედაჩემთან მივდიოდი ტელეფონით და ვეუბნებოდი „დე, შეგიძლია ამ ქალს დაურეკო და დაელაპარაკო?“. ხანდახან ყველაფერი კარგად მთავრდებოდა, ხანდახან არა. გენდერული იდენტობა ადამიანის არსების ცენტრშია, ხომ ასეა? თითოეულ ჩვენგანს ანიჭებენ გარკვეულ გენდერს დაბადებისას, ამიტომ, მეც ხშირად ვცდილობ, საუბარი იმ კუთხით წარვმართო, რომ სხვებს გავაგებინო - ხანდახან ეს მინიჭებული გენდერი უბრალოდ არ ემთხვევა იმას, რაც შიგნით ვართ. ამიტომ, უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც ადამიანი შეძლებს, თვითიდენტიფიკაცია მოახდინოს, და ეს არის ის საუბარი, რომელიც ჩვენ უნდა შეგვეძლოს წარვმართოთ მშობლებთან, კოლეგებთან. ტრანსგენდერი მოძრაობა თავის დასაწყის სტადიაშია იმასთან შედარებით, რაც გეი მოძრაობამ უკვე გამოიარა. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ეს უნდა გვესმოდეს. უნდა არსებობდეს სივრცე ცნობისმოყვარეობისთვის და კითხვების დასმისათვის და მე იმედი მაქვს, რომ თითოეული თქვენგანი იქნება ჩემი მოკავშირე.


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება