როგორ წარმოიშვა ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღე
გვენ სმითს არასოდეს ჰქონია განზრახული ტრანსგენდერი აქტივისტი გამხდარიყო, მაგრამ ახლა ეს ტერმინი აღარ ეუცხოება. "ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ ტრანსგენდერ აქტივისტს მეძახიან; ნამდვილად ვცდილობ აქტივიზმის შექმნას და ადვოკატირებაზე მუშაობას ტრანს საკითხების გარშემო," - აცხადებს გვენი. სმითი არის "ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღის" დამაარსებელი. ეს არის დღე, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 100 სხვადასხვა ადგილზე აღინიშნება იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის პატივის მისაგებად, რომლებსაც ყოველდღიურად კლავენ ტრანსფობიური მოტივით. 1993 წელს სმითი ანონიმურად იყო დარეგისტრირებული AOL-ის ჩატში, სადაც ცდილობდა, სხვა ადამიანებთან განეხილა ტრანს საკითხები.
‹‹
1
2 ››


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება