ეპიზოდი 03: ელენე და ნათია საუბრობენ "მისის ამერიკაზე".
პოდკასტის მესამე ეპიზოდის სტუმარია ფემინისტი და ლგბტ აქტივისტი ნათია გვიანიშვილი. მასთან საუბარში, განვიხილავთ ამერიკულ სერიალს "მისის ამერიკა" (Mrs. America) და შემდეგ საკითხებს: რას გულისხმობს თანასწორუფლებიანობის შესწორება (ERA), რომელიც სერიალში ასახული აქტივიზმის ეპიცენტრია; რატომ არ მოეწონათ რეალური ისტორიის მთავარ გმირებს სერიალის პერსპექტივა და რატომ თვლიან, რომ სერიალი არ ასახავს სწორად და სრულად მომხდარ მოვლენებს, ასევე, რა მოხდა სინადვილეში; როგორ წარმოაჩენს სერიალი რეპროდუქციული უფლებების აქტივიზმს, რას გულისხმობს Roe v. Wade გადაწყვეტილება და რატომ არის აშშ-ში აბორტის ლეგალურობის საკითხი მნიშვნელოვანი დანარჩენი მსოფლიოსთვის; როგორ ასახა სერიალმა ქალების განმათავისუფლებელი მოძრაობის სტრატეგიაში ქვიარ ქალების უფლებების ინტეგრირების მტკივნეული პროცესი; რატომ გახდა ფილის შლაფლი საინტერესო პერსონაჟი, როგორ შეძლო კონსერვატორი ქალების გაერთიანება და რა შიშები ამოძრავებდა მის მხარდამჭერებს ERA-ს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ვენდი კარლოსი | ელექტრონული მუსიკის პიონერის მემკვიდრეობა
რა ხდება მაშინ, როდესაც გრემის 3 ჯილდოს მქონე არტისტი, დაცინვისა და ფიზიკური განადგურების შიშით, ფარდის მიღმა ამჯობინებს დარჩენას? ამ შეკითხვას სვამს ამანდა სიუელი წიგნში "ვენდი კარლოსი: ბიოგრაფია". ელექტრონული მუსიკის პიონერის შესახებ, რომლის სახელსაც სინთეზატორის ევოლუცია უკავშირდება. 60-იანი წლების ბოლოს, ამერიკაში, ტრანსი ადამიანების საჯარო ცნობადობა განსაკუთრებით იზრდებოდა, თუმცა ტაბლოიდური მედია მათ გენდერულ იდენტობაზე სენსაცირებული საუბრის გარდა გარდა, ბევრი არაფრით ინტერესდებოდა. მაშინ, როცა საზოგადოებისათვის ვენდი კარლოსის ტრანსგენდერობა, შესაძლოა, ყველაზე საინტერესო ასპექტი გამხდარიყო მის შესახებ, თავად მუსიკოსი დიდი ხნის განმავლობაშ ცდილობდა, ეს შესაძლებლობა აეცილებინა.
"საჭიროა, კატეგორია 'ქალი' გადავიაზროთ" | ინტერვიუ ჯუდით ბატლერთან
თავზარდამცემი და ზოგჯერ საკმაოდ საშიშიცაა იმის ყურება, თუ როგორ შეუკავშირდნენ ტრანსების გამომრიცხველი ფემინისტები მემარჯვენე თავდასხმებს გენდერზე. ანტი-გენდერული იდეოლოგიის მოძრაობა არ ეწინააღმდეგება გენდერის შესახებ ერთ კონკრეტულ მოსაზრებას, არამედ იღწვის იმისაკენ, რომ საერთოდ ამოშალოს "გენდერი", როგორც ცნება და როგორც დისკურსი, სწავლის სფერო, როგორც სოციალურ ძალაუფლებასთან მიდგომა. ისინი ხან აცხადებენ, რომ თავად "სქესს" მეცნიერული სტატუსი აქვს, ხანაც - მასკულინური დომინაციისა და განსხვავებულობის ღვთაებრივ მანდატებს მოუხმობენ. როგორც ჩანს, არ ადარდებთ საკუთარ თავს რომ ეწინააღმდეგებიან. ანტი-გენდერული იდეოლოგია, ჩვენს დროში, ფაშიზმის ერთერთი მთავარი განშტოებაა.
ეპიზოდი 02: ელენე და ანა საუბრობენ "გოგოებზე".
პოდკასტის მეორე ეპიზოდში განხილულია HBO-ს სერიალი GIRLS* (2012 - 2017), კერძოდ: რატომ ქვია სერიალს ზრდასრულ ქალებზე "გოგოები", რა ქვეტექსტს გვთავაზობს ეს სათაური სერიალზე და მის ქალ პერსონაჟებზე? ზოგადად, რატომ ვეძახით ზრდასრული ქალები ჩვენ თავებს "გოგოებს" და როდის გავხდებით საზოგადოებისთვის "ქალები"? შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ ეს სერიალი ფემინისტურად? ზოგადად, რას ნიშნავს და როგორია/უნდა იყოს ფემინისტური სერიალი? რატომ მოხდა ისე, რომ სერიალის ქალმა პერსონაჟებმა ვერ შეძლეს ერთმანეთისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცის შექმნა და რა კავშირშია ეს პერსონაჟების თაობისთვის (მილენიალებისთვის) კვლევებით დადასტურებულ მახასიათებლებთან? რა გავიგეთ ამ სერიალიდან ქალურ მეგობრობაზე? ​​​​​​​პოდკასტის ეპიზოდის სტუმარია ანა ნიკოლაძე, სერიალების მოყვარული, მწერალი და აქტივისტი.


ფოტო
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება